იცით თუ არა

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხანგრძლივოთ ნაძვის ხეს სიცოცხლე

fun time

12:36 ორშ. 5 იანვარი

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

14
დაკოპირებულია

ახალი წლისთვის ბევრი უპირატესობას ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მოემსახურება, ზოგს კი ცოცხალი და ბუნებრივი ნაძვი ურჩევნია, რომელსაც თოვლიანი ტყისა და წიწვების სურნელი მოჰყვება. ნებისმიერი ცოცხალი მცენარის მსგავსად, მოჭრილი ნაძვის დღეებიც დათვლილია და მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება მხოლოდ რეგულარულ მორწყვას შეუძლია. 

ყველაზე იოლი და ხელმისაწვდომი საშუალებაა 1 ლიტრ წყალში 1 ჩაის კოვზი შაქრის დამატება და ამ ხსნარით ნაძვის ხის მორწყვა. დეზინფექციის მიზნით შეგიძლიათ 3-5 ლიტრ წყალში 1 ასპირინი ან გააქტიურებული ნახშირი გახსნათ.

თუ თქვენს ბინაში მშრალი და ცხელი ჰაერია, მორწყვა წიწვებს სწრაფი გამოშრობისგან ვერ დაიცავს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ რეგულარული შესხურება დაგეხმარებათ. კვირაში 2-3-ჯერ შეასხურეთ ხეს ცივი წყალი შესასხურებელი ბოთლიდან. ნოტიო გარემოს შესაქმნელად, ხესთან ახლოს წყლით სავსე, ფართო კონტეინერები მოათავსეთ ან რადიატორზე სველი პირსახოცი დადეთ.

ჩვეულებრივის ნაცვლად, LED ნათურების გამოყენება ასევე ხელს შეუწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, თუმცა ისინი ღამით ჩართული არ უნდა დაგრჩეთ.

სასურველია, თბილ ოთახში შეტანამდე ნაძვის ხე აკლიმატიზაციისთვის, რამდენიმე დღით გრილ ადგილას, მაგალითად, აივანზე დატოვოთ.

პირველი 24 საათის განმავლობაში ხის სადგამის წყლით შევსება სითხის შეწოვის პროცესის თანდათანობით დაწყებას დაეხმარება.

მოსარწყავად თბილი (დაახლოებით 50°C) წყალი გამოიყენეთ. ეს ხელს შეუწყობს გამაგრებული ფისის დარბილებას და წყლის უკეთესი შეწოვისთვის ხის ღეროში სადინარების გახსნას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ