20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ
18:26 ოთხ. 27 მარტი
მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ თუ მხოლოდ გასართობად უყურებთ, ფაქტები, რომლებზეც ჩვენს სტატიაში გიამბობთ,ნამდვილად ყველასთვის საინტერესოა:
1. ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტია და მსოფლიოში, დაახლოებით, 3,5 მილიარდი გულშემატკივარი ჰყავს.
2. ერთ მატჩში გატანილი გოლების რეკორდი 149 ბურთია. 2002 წლის 31 ოქტომბერს, მადაგასკარის პრემიერ ლიგაში გაიმართა საფეხბურთო მატჩი, რომელზეც გატანილი გოლების მხრივ მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. SO L'Emyrne-მა პროტესტის ნიშნად საკუთარ კარში 149 გოლი გაიტანა და თამაში წააგო. მატჩი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.
3. პირველი სპორტული ღონისძიება, რომელიც ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში გადაიცა, 1937 წელს, ლონდონის არსენალსა და მის სარეზერვო გუნდს შორის გამართული მატჩი იყო.
4. ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი 2 წამში დაფიქსირდა. 2000 წელს შოტლანდიის პრემიერ ლიგის მატჩზე, სასტვენის ჩაბერვისთანავე, ფეხბურთელმა ლი ტოდმა ''F * ck me“ ხმამაღლა დაიყვირა და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი წითელი ბარათი მიიღო.
5. ყველაზე მაღალი სატრანსფერო თანხა 222 მილიონი ევროა. 2017 წელს პარიზულმა კლუბმა პარი სენ-ჟერმენმა ესპანურ ბარსელონას ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის შესაძენად 222 მილიონი ევრო გადაუხადა, რითაც ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა.
6. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი ფრე 1930 წელს დაფიქსირდა: შოტლანდიის თასსზე გამართული მატჩი “ინვერნეს კალედონიან ტისლსა” და ვეილ ოფ ლეიტენს შორის ანგარიშით 11-11 დასრულდა.
7. ფიფა-ს მსოფლიო თასი ორჯერ (1966 და 1983 წლებში) მოიპარეს, მაგრამ სამართალდამცველებმა ორივეჯერ დააბრუნეს.
8. ისტორიაში ყველაზე გრძელი საფეხბურთო მატჩი 3 დღე გაგრძელდა. მატჩი 1946 წელს, ინგლისის ორ გუნდს: ბრისტოლის საფეხბურთო აკადემიასა და „ლიდს ბეჯერსს“ შორის გაიმართა. უშუალოდ, თამაში 36 საათი მიმდინარეობდა და „ლიდს ბეჯერსის“ სასარგებლოდ, ანგარიშით 285-255 დასრულდა.
9. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი 50 წლის იყო. იაპონელი კაზუიოში მიურა, მეტსახელად "მეფე კაზუ", ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, ვისაც ოდესმე პროფესიონალურ დონეზე უთამაშია. მისი ბოლო მატჩი 2021 წელს შედგა, როდესაც „მეფე კაზუ“ 50 წლის იყო.
10. ისტორიაში ყველაზე წარმატებული საფეხბურთო კლუბი მადრიდის რეალია, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგა 14 -ჯერ, ესპანეთის ლა ლიგა კი 34 -ჯერ მოიგო.
11. FIFA-სთვის ყველაზე მაღალი ხარისხის ბურთებს პაკისტანი აწარმოებს. ქალაქ სიალკოტში მდებარეობს საწარმო, რომელიც ცნობილია თავისი საფეხბურთო პროდუქციით. ამ საწარმოში ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტი საფეხბურთო ბურთი მზადდება.
12. ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბურთს "Telstar" ჰქვია და ის 1970 წლიდან მოყოლებული, ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენება.
13. 20 თვის ბავშვი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ფეხბურთელი, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა ბელგიურ ახალგაზრდულ კლუბთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
14. პროფესიონალურ ფეხბურთში ყველაზე სწრაფი გოლი 1,8 წამში გავიდა და ის ბრაზილიელმა რიკარდო ოლივეირამ 1998 წელს, ურუგვაის ჩემპიონატზე გაიტანა.
15. ყველაზე დიდი მარცხი ფეხბურთის ისტორიაში – 0:149.
ცოტა ზემოთ ჩვენ უკვე გიამბეთ მატჩის შესახებ, რომელიც 2002 წლის 31 ოქტომბერს, მადაგასკარის პრემიერ ლიგაში გაიმართა. ამ მატჩზე გატანილი გოლების მხრივ მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. ასევე, ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მარცხია.
16. ფეხბურთელები თითო მატჩში, საშუალოდ, 11 კილომეტრს გარბიან.
17. 1998 წელს მეხის დაცემის შედეგად, კონგოში მთელი საფეხბურთო გუნდი დაიღუპა. თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ ეს ჭორებია.
18. ფეხბურთი ჩინეთში დაიბადა.
ითვლება, რომ ფეხბურთი ჩინეთში, დაახლოებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 476 წელს გამოიგონეს. სამწუხაროდ, დღეს ჩინეთის ეროვნული ნაკრები ფიფას მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ 79-ე ადგილზეა.
19. ფეხბურთი ოფიციალურად აკრძალულია ავღანეთში, გრენლანდიასა და კამპუჩიაში.
20. ყველაზე ტანდაბალი ფეხბურთელის სიმაღლე 153 სმ-ია და ის პოლონელი ნახევარმცველი, მარცინ გარუჩი (Marcin Garuch) გახლავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან