ურთიერთობა

ზღვარს მიღმა! - როგორ დაიპყრო ევერესტი უფეხებო ადამიანმა

fun time

18:56 პარ. 2 სექტემბერი, 2022 წელი

მარკ ინგლის

14
დაკოპირებულია

მარკ ჯოზეფ ინგლისი (Mark Joseph Inglis) 1959 წელს, ახალ ზელანდიაში დაიბადა. 1970-იანი წლების ბოლოს, მთამსვლელობა დაიწყო.

 

1982 წელს მარკისა და მისი პარტნიორის, ფილიპ დულის მაუნტ კუკზე ასვლა ცუდად დასრულდა - მთამსვლელები კლდის ნაპრალში ჩაცვივდნენ და 13 დღე სრულ იზოლაციაში გაატარეს. მთამსვლელების გადარჩენა ნამდვილ სასწაულს ჰგავდა - მიუხედავად იმისა, რომ მათი პოვნის იმედი აღარავის ჰქონდა, ინგლისი და დული იპოვეს და გადაარჩინეს. მარკს ორივე ფეხი მოყინული ჰქონდა - განგრენის გამო კიდურების ამპუტაცია ერთადერთი გამოსავალი გახდა.

როგორც კი პროთეზებს შეეჩვია, მარკმა ვარჯიში გააგრძელა. მამაკაცს ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ ბედს დანებდებოდა და დარჩენილ ცხოვრებას ინვალიდის ეტლში გაატარებდა.

თავდაპირველად ველოსპორტით დაიწყო. მალე ეროვნულ ნაკრებში მოხვდა და 2000 წელს სიდნეის პარაოლიმპიურ თამაშებზე 1-კილომეტრიან რბოლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

2002 წელს მარკი დაკარგული ფეხების გამო „შურის საძიებლად“ მაუნტ კუკზე დაბრუნდა და 7 იანვარს მისი დაპყრობა მოახერხა. წარმატების შემდეგ მარკმა ვარჯიში გააძლიერა.

კიდურების გარეშე დარჩენილი მთამსვლელის შესახებ დოკუმენტური ფილმი „No Mean Feat: The Mark Inglis Story“ გადაიღეს. მარკი ახალ ზელანდიაში ძალიან ცნობილი ადამიანი გახდა და 2003 წელს ახალი ზელანდიის ღირსების ორდენიც დაიმსახურა.

2004 წლის სექტემბერში მარკ ინგლისმა კიდევ ერთი 8 000-მეტრიანი მწვერვალი დაიპყრო, სადაც მარკის ასვლამდე სხვა უფეხებო მთამსვლელი ავიდა. ამ დროს მარკ ინგლისს უკვე ჰქონდა მეტისმეტად გაბედული ოცნება - მსოფლიოს ყველაზე მაღალი მწვერვალის, ევერესტის დაპყრობა!

2006 წლის აპრილში 47 წლის მარკი ევერესტისთვის მზადებას შეუდგა.

მწვერვალზე ასვლას 40 დღე დასჭირდა და ეს იყო სულის სხეულზე გამარჯვების 40 დღე. მარკის ევერესტზე ასვლა Discovery Channel-ისთვის გადაიღეს. მოგვიანებით, ფილმის Everest: Beyond the Limit მაყურებლებმა ნახეს როგორ ადიოდა ეს გაუტეხელი სულის ადამიანი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მთაზე. როდესაც 6 კილომეტრზე მეტი უკან დარჩა, მარკის პროთეზი მოულოდნელად გატყდა. სანამ ბანაკიდან სათადარიგო პროთეზს მიიღებდა, მარკს დაზიანებული პროთეზის წებოვანი ლენტით დაფიქსირება მოუწია, თუმცა მთავარი ისაა, რომ ჩვენმა გმირმა ოცნება აისრულა და 2006 წლის 15 მაისს ევერესტის მწვერვალს თავზე მოექცა - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევერტესტი დაიპყრო მთამსვლელმა ორივე ფეხის გარეშე!

დღეს მარკ ინგლისი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჰანმერ სპრინგსში ცხოვრობს. ის 4 წიგნის ავტორი და ფონდ „Limbs4All“-ის დამფუძნებელია და აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ყველაზე ღარიბი ნობელიანტი?

ანრი დიუნანი

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს