იცით თუ არა

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

fun time

16:47 კვი. 18 მაისი, 2025 წელი

ვინ გამოიგონა გლობუსი

14
დაკოპირებულია

გლობუსი არის პლანეტის ან ცის სფეროს სფეროსებური მოდელი, რომლის ზედაპირზე, ცისა და პლანეტის ობიექტები, შემცირებული სახით არის ასახული. თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ,  პირველი გეოგრაფიული გლობუსი ნიურნბერგელმა მარტინ ბეჰაიმმა, 1492 წელს შექმნა, თუმცა... 

ანტიკური პერიოდის წყაროებში ვკითხულობთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში, ძველბერძენმა ფილოსოფოსმა, არისტოტელეს მიმდევარმა და პერგამონის ბიბლიოთეკის მცველმა, კრატეს მალოსელმა მრგვალი ფორმის დედამიწის მოდელი დაამზადა. არც ამ მოდელს, არც მის გამოსახულებას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ისინი, ვინც უძველესი გლობუსი საკუთარი თვალით ნახა, ასე აღწერდნენ: „კრატესმა ბურთზე ერთიანი ხმელეთი დახატა. მას ნაწილებად ყოფდნენ მდინარეები, რომლებიც ოკეანეებად იწოდებოდა…“

****

ჩვენს დრომდე მოღწეულ ყველაზე ძველ გლობუსად 54 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მოდელი მიიჩნევა, რომელიც 1492 წელს გერმანელმა გეოგრაფმა, მოგზაურმა და მათემატიკოსმა მარტინ ბეჰაიმმა შექმნა. ეს გლობუსი დღეს ნიურნბერგის მუზეუმში ინახება.

ბეჰაიმმა თავის ქმნილებას „დედამიწის ვაშლი“ უწოდა (ტერმინი გლობუსი, ლათინური globus-ისგან წარმოიქმნა, რაც „ბურთს“ ნიშნავს).

პირველი გეოგრაფიული გლობუსი და მისი ავტორი მარტინ ბეჰაიმი

***

მოგვიანებით, გლობუსები, რომლებიც ყველაზე ზუსტ კარტოგრაფიულ წარმოდგენებს იძლეოდნენ, მონარქების სასახლეებში, მინისტრების კაბინეტებსა და ევროპის მოდურ სახლებში გამოჩნდა. განათლებისა და შემეცნების სიმბოლოდ ქცეულ გლობუსებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა სამეცნიერო წრეებსა და მეზღვაურებში იყო.

განსაკუთრებულად პოპულარული ამსტერდამელი ოსტატების - ბლაუების მიერ შექმნილი ჰოლანდიური გლობუსები იყო. მათვე დაამზადეს გლობუსი, რომელიც 1672 წელს რუსეთის მეფეს აჩუქეს და ეს იყო პირველი გლობუსი რუსეთში.

***

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გლობუსიც უფრო სრულყოფილი და მრავალფეროვანი გახდა. დღეს უკვე „ჭკვიანი გლობუსები“ არსებობს. მათი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია მიიღოს, მოისმინოს და დაინახოს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის, იქ მცხოვრები ხალხების კულტურის, ტრადიციებისა და თავისებურებების შესახებ.

ესეც საინტერესოა:

იცით, რომ მაკრატელი ლეონარდო და ვინჩის გამოგონებაა?

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან

საახალწლო გირლიანდი რაჭველმა ბიჭმა გამოიგონა... ამერიკაში!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი