იცით თუ არა

საახალწლო გირლიანდის გამოგონების ამბავი - რაჭველი ბიჭის გრძელი გზა თხმორიდან ამერიკამდე და მილიონერობამდე

fun time

17:00 ოთხ. 30 დეკემბერი, 2020 წელი

საახალწლო გირლიანდები

14
დაკოპირებულია

XX საუკუნის 50-იან წლებში ნაძვის ხეზე თაფლის სანთლები ფერადი მინის ელექტრონათურებმა შეცვალა -  ე.წ. Babel ligts-ებმა, რომლებიც უფორო დიდხანსაც ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ლამაზები იყო. ხით და გამხმარი ყვავილებით დამზადებული ნაძვის ხის მოსართავები კი მინის მოხატულმა სათამაშოებმა ჩაანაცვლა.

ეს პირველად ამერიკაში მოხდა და ამ გამოგონების ავტორი და შემდეგში მწარმოებელი გახლდათ გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი - მინის მრეწველი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა და პირველი ქართველი იყო, ვინც თავისი გამოგონებებით მილიონები იშოვა.

ჯორჯ კობის სახელზე, ჯამში, 70-მდე გამოგონებაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ზემდგრადი მინა-ბლოკი და წყალგამძლე ცემენტი, რომელიც რევოლუციურ ნოუ ჰაუდ იქცა და ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა; ასევე - ავომატური საწერი კალამი, სამედიცინო მინის ამპულა, ფერადი მინის ელექტროსანათები და მინის ნაძვის ხის სათამაშოები.

თხმორიდან ეტლებორამდე - ჯორჯ კობის რთული გზა მილიონებისკენ

გრიგოლ (გიგა) კობახიძე XX საუკუნის 20-იან წლებში ამერიკის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში შედიოდა, 1925 წელს ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს და ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედაც აღიარეს.

კობახიძე ამერიკაში, კერძოდ კი ნიუ-იორკში, 1909 წლის 1 აგვისტოს ჩასულა. მაშინ იგი 26 წლის იყო.
1919 წელს უკვე The Cobi Glass Produkts Company შექმნა და მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ეტლებოროში მინის საწარმო მოაწყო, რომელიც 2-3 წელიწადში ფეხზე დააყენა და პროდუქციის ხარისხით დიდი ნდობაც მოიპოვა.

თავად გრიგოლ კობახიძის ცხოვრება სათავგადასავლო რომენის სიუჟეტს ჰგავს. რაჭაში, სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში დაბადებულ ბიჭმა 10 წლის ასაკში ჩუმად დატოვა მშობლიური სახლი და ფეხით გაემართა ბორჯომში ძმასთან, რომელიც იქ რკინიგზაზე.

სწორედ ბორჯომში შეხვდა იგი ადამიანს, ვონც მისი ცხოვრების მიზანი განსაზღვრა - ეს იყო ოდესელი ქიმიკოსი, ვინმე სიმონოვი, რომელიც საქართველოში ბორჯომის მინერალური წყაროების შესწავის მიზნით იმყოფებოდა და ამ წყლის შესანახად განსაკუთრებული შედგენილობის მინა უნდა დაემზადებინა.

20 წლის გიგა კობახიძე მიხვდა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება ქიმია იყო. ამიტომ ჯერ ბორჯომის ქარხანაში გაჰყვა სიმონოვს სამუშაოდ, შმდეგ თბილისის მინის ქარხანაში და ბოლო ოდესაში. რუსეთში გრიგოლ კობახიძე უკვე გამოცდილ ახალგაზრდა სპეციალისტად ჩავიდა, ბრწყინვალე პროფესიული რეპუტაციაც მოიხვეჭა, დონბასში - დაბა კონსტანტინოვკაში მინის ქარხნის დირექტორიც გახდა....

თუმცა მაშინ რუსეთის იმპერიის მთელ ტერიტორიაზე ვითარება ძალიან დაძაბული იყო, ხალხი მეფის გადადგომასა და რესპუბლიკის დამყარებას ითხოვდა. ჰოდა, ერთ დღესაც გიგა კობახიძე, სრულიად შემთხვევით, ცარისტული „ოხრანკა” და ჟანდარმერიის ხელში აღმოცნდა. მაშინ არ დაუპატიმრებიათ, თუმცა დირექტორობიდან გაათავისულეს და იმავე ქარხანაში უფასო მუშად მიშაობა შუთავსეს.

ახალი დირექტორი, ეროვნებით ფრანგი და ნიჭიერი ქიმიკოსი, გვარად გამანი, მალევე მიხვდა, რომ კობახიძეს დიდი ნიჭი ჰქობნდა და სოლიდური თანხის გადახდაც არ დაინანა, რათა ყოფილი დირექტორისთვის სასჯელი მოეხსნათ.

სწორედ გამანს უშუამდგომლია 25 წლის გრიგოლ კობახიძისთვის მიუნხეში, თავის ძმასთან და წერილიც გაუტანებია: ეს კაცი ნიჭიერი ქიმიკოსია, მაგრამ იდეურად რესპუბლიკელია, რუსეთში მისი გაჩერება აღარ შეიძლება და დააკვალიანეო.

რუსეთიდან გაძვებეული კობახიძე ასე მოხვდა 1907 წელს ჯერ მიუნჰენში, 1908 წელს - ლონდონში, 1909 წელს კი ამერიკაში, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა და 1967 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა. მას და მის მეუღლეს, მ წარმოშობით შვედ დაშა ნოდვიკოვას შვილი არ შესძენიათ. გრიგოლს კომპანიონებად იტალიელი ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები ჰყავდა, რომლებმაც ჯორჯ კობის საქმე გააგრძელეს და წარმოებისთვის სახელი არ შეუცვლიათ.

საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა - 1925 და1928 წლებში, მშობლიურ მხარეს ბევრი რამ გაუკეთა, თუმცა მიანიშნეს, რომ კაპიტალისტური ქვეყნიდან ჩამოსულს აქ არაფერი ესაქმებოდა და იძულებული გახადეს, სამუდამოდ გაცლოდა სამშობლოს. მიუხედავად ამისა, ამერიკაში მყოფი ყოველთვის ხელს უწვდიდა უცხოეთში წასულ ქართველებს... ჯორჯ კობის მეცენატობასა და ქველმოქმედებაზე ბევრია მოსაყოლი.

კობის მინა საშობაო ნაძვის ხეზე

ჟორჯ კობიმ ქიმიური სითხით სავსე the Coby Glass Products Company-მ Babel ligts-ის წარმოება მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო, როცა ქარხნის წარმოება საომარი შეკვეთებიდან (მზადდებოდა პროდუქცია საველე ჰოსპიტალებისთვის, საავადმყოფოებისთვის. განსაკუთრეული მოთხოვნა იყო მინის ამპულებზე, რომელიც მაშინ ახალი გამოგონება გახლდათ) და უკვე მშვიდობიან რელსებზე გადავიდა.

კობის ელექტროსანთლებში, ელექტროქსელში ჩართვის შემდეგ, მოძრაობას იწყებდა ფერად-ფერადი ბუშტები. შემდეგ ფერადი მინისაგან სხვადასხვა ფორმის საახალწლო სათამაშოები დაამზადა და სახელად „ორნამენტი“ უწოდა. სათამაშოები შინდისფერ (ქართული დროშის ფერი) ყუთებში ეწყო და ზედ ეწერა: „კობი, მინის საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა.“

დღეს the Coby Glass Products Company-ის ელექტროსანთლების პოვნა ცოტა გაგიძნელდებათ, თუმცა კობის ნაძვის ხის სათამაშოებს შეგიძლიათ ადვილად მიაგნოთ ინტერნეტ-მაღაზიებში, სადაც მათი ფასი (6-ცალიანი შეკვრისთვის) 15 აშშ დოლარიდან იწყება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე