იცით თუ არა

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ, თუ კვერცხში ორი გულია

fun time

15:00 შაბ. 26 აპრილი, 2025 წელი

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

14
დაკოპირებულია

სამყარო ზოგჯერ უჩვეულო და მოულოდნელი საშუალებებით  გვიკავშირდება და როგორც აღმოჩნდა, ორგულა კვერცხი ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა. 

კვერცხი მარტო სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი არაა, რომელსაც საუზმეზე მივირთმევთ, ზოგ კულტურაში ის სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევა, ზოგან — ნაყოფიერების ნიშანია, ხოლო ზოგ ტრადიციაში მას მაგიურ ძალასთანაც კი აკავშირებენ. რას უნდა ველოდოთ ცხოვრებაში, თუ ასეთ სიურპრიზს გადავაწყდით?

რამდენად იშვიათია ორგულიანი კვერცხი?

ორგულა კვერცხის პოვნის შანსი ძალიან მცირეა — დაახლოებით, ერთი შემთხვევა ათასიდან. თუმცა თავად ამ მოვლენას საკმაოდ მარტივი ბუნებრივი ახსნა აქვს: ორი გული ერთ კვერცხში ქათმის ჰორმონალური დისბალანსის ან მისი ორგანიზმის გენეტიკური თავისებურების შედეგია.

ორგულიანი კვერცხი შეიძლება სამ და ოთხ ტყუპზე ორსულობას შევადაროთ - ამიტომ ასეთი შემთხვევას, გარკვეული თვალსაზრისით, სასწაულად მიიჩნევენ.

რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს კვერცხს ორი გულით?

კარგის ნიშანი

ბევრ კულტურაში ასეთ სიურპრიზს სიმდიდრის, წარმატების, კეთილდღეობის, ახალი შესაძლებლობებისა და სწრაფი აყვავების სიმბოლოდ მიიჩნევენ, თუმცა აქ საუბარი მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე არაა — იგულისხმება სიყვარული, მეგობრობა და შინაგანი ჰარმონია. ასევე შეიძლება ნიშნავდეს მინიშნებას კარიერულ წინსვლაზე ან ნანატრი შვილის გაჩენაზე.

გამაფრთხილებელი ნიშანი

როგორც ნებისმიერი იდუმალი სიმბოლო, ორგულიანი კვერცხი ყოველთვის მხოლოდ კარგს არ ნიშნავს. ის შეიძლება გაფრთხილებაც იყოს და მიანიშნებდეს საყვარელ ადამიანთან დაშორებაზე, ავადმყოფობაზე, ახლობლის გარდაცვალებასა ან სხვა ტრაგიკულ მოვლენაზე, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე, ბედზე ან მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს.

***

როგორ ახერხებს წიწილა კვერცხში სუნთქვას?

რატომ დებს გუგული კვერცხებს სხვის ბუდეში?

5 ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი დღეგრძელი იქნება


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში