იცით თუ არა

რატომ დებს გუგული კვერცხებს სხვის ბუდეში? - მეცნიერებმა ფრინველის საიდუმლო ამოხსნეს

fun time

16:00 პარ. 12 ნოემბერი, 2021 წელი

გუგული

14
დაკოპირებულია

გუგული საშუალო სიდიდის მურა ფერის ფრინველია, თეთრად დაწინწკლული გრძელი კუდით. ისევე როგორც ყველა სხვა ფრინველს, გუგულსაც კარგად განვითარებული სმენა და მხედველობა აქვს. ამასთან მეტად ფრთხილია. ცნობილია, რომ გუგულს თავისი შთამომავლების გამოზრდის მთელი შრომა და პასუხისმგებლობა სხვის მხრებზე გადააქვს, მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ იქცევა ასე?

ადვილი მისახვედრია, რომ საქმე მორალურ პრინციპებსა და ცუდ აღზრდაში კი არა, ბიოლოგიაში მდგომარეობს. ამიტომ ნუ იჩქარებთ ფრინველს ცუდი დედა უწოდოთ.

გუგული ბუდეში კვერცხს უდებს მეტწილად პატარა ზომის ბეღურასნაირ ფრინველს: ბოლოცეცხლას, წყალწყალას, მეჩალიას, ასპუჭაკას, ჭვინტაკას, მემატლიას, გულწითელას, ყარანას, ზოგჯერ ღაჟოს და სხვა. სულ აღრიცხულია, რომ გუგულს შეუძლია კვერცხი ჩაუდოს 147 სახეობის სხვადასხვა ფრინველას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთი და იგივე დედალი გუგული კვერცხს მხოლოდ ერთი სახეობის ფრინველს უდებს ბუდეში - მეცნიერების ვარაუდით, იმას, რომლის ბუდეშიც თვითონ გამოიჩეკა.

საქმე ისაა, რომ მწერიჭამია ფრინველებს შორის გუგული ზომით ყველაზე დიდია, ამიტომ, უბრალოდ, ვერ ახერხებს იმდენი მწერის დაჭერას, რომ საკუთარი თავიც და ბარტყებიც გამოკვებოს.

დიახ, რაც უფრო დიდი ზომისაა ფრინველი, მით უფრო მოუქნელია, უჭირს სხეულის ინერციასთან ბრძოლა, მწერების დევნა, ნადირობა და ჰაერში მანევრირება. იმ ფრინველებს კი, რომლებიც მცენარეებით და მარცვლეულით იკვებებიან, შთამომავლობის გამოკვება გაცილებით უადვილდებათ და მარაგის დაგროვებაც შეუძლიათ.

თუ გუგულს არ შეუძლია თავისი ბარტყების გამოკვება, როგორ მოახერხებს ამას პატარა ფრინველი?

ალბათ ამასთან დაკავშირებით ეჭვები გუგულსაც უჩნდება, ამიტომ ერთ ბუდეში მხოლოდ ერთ კვერცხს დებს. როგორც კი გუგულის გაუმაძღარი ბარტყი გამოიჩეკება, დედა-გუგული დანარჩენ კვერცხებს ბუდიდან ყრის. დედობილ-მამობილი კი როგორღაც ახერხებენ ერთი, თუნდაც ძალიან გაუმაძღარი ბარტყის გამოკვებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ გუგული ერთ ბუდეში მხოლოდ ერთ კვერცხს დებს. ორი დღის შემდეგ მეორე კვერცხს იმავე სახეობის სხვა ფრინველს ჩაუდებს და ა.შ.

გუგულის კვერცხი ჩვეულებრივ პატარაა. იგი სიდიდითა და ფერით მეტწილად ისეთივეა, როგორც ბუდის მასპინძელი ფრინველის კვერცხები. თუმცა არის შემთხვევები, როცა მკვეთრად განსხვავდება.

ყველა მასპინძელი ერთნაირად არ რეაგირებს გუგულის გამოჩენაზე. თუ მასპინძელმა გუგულს მიუსწრო, ცდილობს განგაშით განდევნოს ბუდიდან და კვერცხი გადაუგდოს. ყოფილა შემთხვევა რომ ამგვარი სტრესის დროს მასპინძელს საერთოდ მიუტოვებია ბუდე. ზოგი ნაკლებად შფოთავს და ბედს ეგუება, ზოგი კი არანაირ რეაგირებას არ ახდენეს უცხო კვერცხის გამოჩენაზე.

გუგული რომ შთამომავლობის გასაზრდელად სხვა ფრინველებს არ იყენებდეს, დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა.

ასე რომ, ძალიან მკაცრად ნუ განვსჯით..

ფოტოზე: კალიფორნიული გუგული (Geococcyx californianus)


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რისთვის არის საჭირო სარკე ლიფტში?

რისთვის არის საჭირო სარკე
ლიფტში?

რატომ გამოსახავდნენ ჯადოქრებს ცოცხზ...

რატომ გამოსახავდნენ
ჯადოქრებს ცოცხზე?

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?