იცით თუ არა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ ადამიანი დღეგრძელი იქნება

fun time

16:40 ხუთ. 11 აპრილი, 2024 წელი

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

14
დაკოპირებულია

მიიჩნევა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა წინაპრებისგან მიღებულ გენებზე მხოლოდ 25%-ით არის დამოკიდებული, დანარჩენ 75%-ს კი ადამიანის ჩვევები და ცხოვრების წესი განსაზღვრავს, მაგრამ რამდენად დამაინტრიგებელია ეს 25%! ყველას აინტერესებს რა პროგრამა შექმნა ბუნებამ ჩვენში და სიცოცხლის რამდენი წელი განგვისაზღვრა.

ნიშნებზე, რომლებიც ადამიანის დღეგრძელობაზე მიუთითებენ, ჯერ კიდევ ძველ ინდურ და ჩინურ სამედიცინო ტრაქტატებში წერდნენ, თუმცა თანამედროვე კვლევებმა ეს სია მნიშვნელოვნად გააფართოვა...

ხელის ჩამორთმევა

„ხელის ჩამორთმევის დროს, ადამიანი ხელს რაც უფრო ძლიერად გვიჭერს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს," - ამ სიტყვებით დაასრულეს ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ატარებდნენ.

ხელის ძალა ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების აქტიური და სინქრონული მუშაობის მაჩვენებელია. სუსტი და დუნე ხელის მოჭერა ფსიქიკურ და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების არსებობაზე მიუთითებს.

ხელის მტევნის კუნთები დიდ სისხლძარღვებს უკავშირდება და მათი ელასტიკურობის დაქვეითება მაშინვე ხელის კუნთების ტონუსზე აისახება.

ამასთან, კუნთები ცილის მარაგის მთავარი საცავი და სისხლში შაქრის დონის ერთ-ერთი მთავარი მარეგულირებელია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სუსტი ხელის ჩამორთმევა შეიძლება სხვადასხვა დაავადებაზე მიანიშნებდეს. ასეთ სიტუაციაში კი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მსჯელობა რთულია.

ყურის ბიბილოები

ძველი ჩინელი მეცნიერები ყურის ბიბილოებს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და გულის ჯანმრთელობის ინდიკატორად თვლიდნენ.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1100 წელს შექმნილ სამედიცინო ტრაქტატში „იდუმალი არსის კანონი. სიცოცხლის ხანგრძლივობა“ ყურის ბიბილოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სარკეს უწოდებენ, შესაბამისად, მასზე ნაკეცების გაჩენა დარღვევის მაჩვენებელია.

შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ უძველესი ტექსტების მართებულობა დაადასტურა - ყურის ბიბილოს კანი სისხლის მიმოქცევის უმცირესი ცვლილებების მიმართ უკიდურესად მგრძნობიარეა და ეს შეიძლება ერთგვარი რისკის მარკერად ჩაითვალოს მაღალი არტერიული წნევის, ათეროსკლეროზის, ინსულტის და გულის კორონარული დაავადების დროს.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს, რომ ადამიანის ნაწლავის მიკროფლორასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. კვლევებით დადგენილია, რომ დღეგრძელთა ნაწლავების მიკროფლორა დიდი რაოდენობით სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს და მათი მრავალფეროვნება ასაკის მატების მიუხედავად, არ მცირდება.

ხალები

სხეულზე ხალების სიმრავლე ბევრს საგანგაშო ჰგონია და ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არსებობს, მაგრამ სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს ამერიკელი გენეტიკოსების კვლევის შედეგები, რომლებიც 5 წლის წინ, ჟურნალში Cancer Epidemiology Biomarkers & Prevention გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, ხალების დიდი რაოდენობა დღეგრძელი წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული გენეტიკური მექანიზმია, რომელიც უჯრედების სწრაფი დაბერებისგან იცავს. ამის ნიშანია ტელომერები, რომელთან სიგრძე ხალებიან ადამიანებში გაცილებით დიდია.

ოპტიმიზმი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის კოგნიტური ნეირომეცნიერების პროფესორმა ემილი როგალსკიმ რამდენიმე წლის წინ სამეცნიერო ჟურნალში თავისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

ამ შედეგების თანახმად, ოპტიმიზმი დღეგრძელობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. უნარი, რომ ცხოვრებას მსუბუქად შეხედო და წვრილმანებით თავი არ შეაწუხო, ტვინში იშვიათი ღეროვანი ნეირონების არსებობის დამსახურებაა, რომლებიც ავსტრიელმა ნევროლოგმა აღმოაჩინა და მის სახელს ატარებს.

ეს ნეირონები აძლიერებენ კავშირებს ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის, ხელს უწყობენ მათი ნეიროპლასტიურობის შენარჩუნებას და იცავენ სხეულს დაბერებისგან.

ესეც საინტერესოა:

ვინ უფრო დიდხანს ცოცხლობს - ჭარბწონიანი თუ გამხდარი?

ზარმაცები მართლა დიდხანს ცოცხლობენ?

სკრაბი ნაწლავებისთვის - თაფლის და სელის თესლის კოქტეილი

რომელი დაავადების შესახებ გვაფრთხილებს ხელები?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული...

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

ვინ იყო ცელსიუსი?

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში