სილამაზე/ჯანმრთელობა

ვინ უფრო დიდხანს ცოცხლობს - ჭარბწონიანი თუ გამხდარი?

fun time

16:00 კვი. 26 მარტი, 2023 წელი

ვინ უფრო დიდხანს ცოცხლობს
- ჭარბწონიანი თუ გამხდარი?

14
დაკოპირებულია

იაპონიის სიმსუქნის შემსწავლელი საზოგადოების მონაცემების თანახმად, როცა ადამიანის მასის ინდექსია 22 -, დაავადების რისკი ყველაზე ნაკლებად ემუქრება.

ცნობისთვის, სხეულის მასის ინდექსი (Body Mass Index) გამოითვლება შემდეგი ფორმულით: BMI=m/h2, სადაც m – ადამიანის სხეულის მასაა კილოგრამებში, ხოლო h – სიმაღლე მეტრებში.

იაპონელი მეცნიერების დასკვნის თანახმად, გამხდარი ადამიანები დაავადების მიმართ ნაკლებად არიან მიდრეკილნი.

ახლა კი ვნახოთ როგორ მოქმედებს წონა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?

იაპონელი მეცნიერები 10 წლის განმავლობაში 40 წელზე უფროსი ასაკის დაახლოებით 350 000 მცხოვრებს აკვირდებოდნენ და დაასკვნეს, რომ სიკვდილის ყველაზე დაბალი ალბათობაა, როცა ხეულის მასის ინდექსი შადგენს:

  • ქალებში 23-24,9
  • მამაკაცებში 25-26,9

ანუ სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთა წონა სტანდარტულს ოდნავ აღემატება.

რატომ ცოცხლობენ ოდნავ ჭარბწონიანი ადამიანები გამხდრებზე დიდხანს?

ცნობილია, რომ სიმსუქნე ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მაგალითად, ვისცერული ცხიმის მომატება ისეთი დაავადებების რისკს ზრდის, როგორიცაა მაღალი წნევა, დიაბეტი და ათეროსკლეროზი, რაც ინსულტს და მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს. თუმცა სამედიცინო კორპორაცია „უსეკაის“ ხელმძღვანელ ძუნ სასაკის (Jun Sasaki) მიაჩნია, რომ „სიბერეში სჯობს იყო მსუქანი იყო, ვიდრე გამხდარი“.

სასაკის თქმით, სიმსუქნის ათეროსკლეროზის რისკის გამო ეშინიათ, მაგრამ ასაკთან ერთად ათეროსკლეროზი მაინც პროგრესირებს და მის პრევენციას ისეთი აზრი აღარ აქვს, როგორც ახალგაზრდობაში.

ასაკის მატებასთან ერთად სხვა საფრთხეებიც ჩნდება: სისუსტე, ფიზიკური და გონებრივი სიცოცხლისუნარიანობის, კუნთების ძალის დაქვეითება და ა.შ. იზრდება ფუნქციური დარღვევების რისკი, რომელიც ლოგინად ჩავარდნას და სიკვდილს იწვევს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მკვლევარს მიაჩნია, რომ სიბერეში კარგად კვება და წონის მომატება ჯობს, რათა ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეები აირიდოთ.

***

რამდენი ნაბიჯია 1 კმ-ში და დღეში რამდენი ნაბიჯი გავიაროთ ასაკის მიხედვით?

D ვიტამინის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვევს?

გასახდომი დიეტა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

დიეტა სწრაფი შედეგით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი