თემატური ჰოროსკოპი

გასახდომი დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

funtime

17:01 სამ. 19 ოქტომბერი

გასახდომი დიეტა ზოდიაქოს
ნიშნის მიხედვით
14
დაკოპირებულია

თუ გეცოდინებათ, როგორი უნდა იყოს სწორი კვება თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, მაშინ ზედმეტ წონასაც აარიდებთ თავს და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ...

ვერძი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი, იმპულსური ხასიათის გამო, არ ფიქრობს შედეგზე, როცა გემრიელ საკვებს ხედავს. თქვენთვის სასარგებლოა საათობრივი დიეტის დაცვა. ამისთვის კი ფსიქოლოგიურად მოემზადეთ. შეეცადეთ, წინასწარ კარგად მოიფიქროთ, რა სახის დიეტის დაცვას შეძლებთ და არ გაგიჭირდებათ. ბევრი იმოძრავეთ და იარეთ ფეხით სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ფუნთუშების, ბრინჯის, ყველის, ბანანის, ქიშმიშის, ცხიმიანი ხორცისა და ტკბილეულის ჭამას. მიირთვით ნუში, თევზი, მოხარშული მჭლე ძროხის ხორცი და ხშირად სვით მინერალური წყალი.

კურო

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია. თუ კარგად არ გამოიკვება, უჭირს სამუშაოს შესრულება და გონების მართვა. ხშირად ზომას აჭარბებს და ეს მისი ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. გირჩევთ, მოერიდოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას. იკვებეთ ზომიერად და არ იფიქროთ იმაზე, რომ, თუ მთლიანად არ მოასუფთავეთ თეფში, ისე ვერ დანაყრდებით. ხშირად ჭამეთ ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომში, ატამი, ქლიავი. რაციონში შეიტანეთ უცხიმო რძის ნაწარმი. ეს ზედმეტი წონისგან დაგიცავთ და მეტ ენერგიულობას შეგმატებთ.

ტყუპები

ტყუპებს არ უყვართ ერთფეროვანი საკვები. ამიტომ, ცდილობენ, ყველაფერი გასინჯონ, რაც კი მაგიდაზე დევს. ეს მათთვის ყოველდღიურად მიღებული ზედმეტი კალორიებია და შესაბამისად, წონაში მომატების მიზეზია. აკონტროლეთ მადა და თუ დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ. მიიღეთ ნაკლებკალორიული საკვები: ხილი, ბოსტნეული, იოგურტი, მოხარშული თევზი. მოერიდეთ ბევრ პურს. მოიწყვეთ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე - მაგალითად, ბოსტნეულით და მინერალური წყლით.

კირჩხიბი

კირჩხიბები მიზანდასახულები და პრინციპულები არიან. არასდროს უჭირთ საკუთარი წონის კონტროლი, მთავარია, მოინდომონ და ფორმაში ადვილად ჩადგებიან. ნუ მიიღებთ საკვებს, როცა ემოციურად გადაღლილი ხართ, თორემ ზომას ვერ გააკონტროლებთ და ზედმეტ კალორიებს დაგიგროვებთ. ჭამეთ ბევრი სალათა, ორთქლზე მოხარშული თევზი, ხორციანი წვნიანები და ფხალეული. ეს უფრო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შემწვარი ხორცი და ცხიმიანი საკვები.

ლომი

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი საკვებთან მიმართებით თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. ამიტომ საჭიროა, წონას თვალყური ადევნოთ. კარგია, თუ მენიუში ხშირად ჩართავთ ოხრახუშს, ზეთისხილს, ნუშს, ხილსა და ფხალეულს. ხშირად არ ჭამოთ მსუყე საკვები და დაიცავით კვების საათები. რაციონიდან საერთოდ გამორიცხეთ მწარე და ცხარე საკვები, ცხიმიანი კერძები და ალკოჰოლიანი სასმელები. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე და სვით ბალახეული ნაყენები. ეს თქვენს ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდს და ზედმეტ წონასაც მოგაცილებთ.

ქალწული

ქალწული ანალიზის უნარით გამოირჩევა, რაც დიეტის რაციონალურ დაგეგმვაშიც დაგეხმარებათ. თავიდან მოიცილეთ იმაზე ფიქრი, რომ დიეტა თქვენს ჯანმრთელობას შეარყევს. იფიქრეთ იმაზე, რომ დიეტა სწორი კვებაა და ის აუცილებლად გჭირდებათ. საჭმლის მომნელებელი სისტემა სუსტი გაქვთ და თუ სწორად არ იკვებეთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ნახევარფაბრიკატებს ერიდეთ და ორგანიზმი ჯანსაღი პროდუქტებით მოამარაგეთ. ეცადეთ, ყველაფერი ნატურალური მიირთვათ და ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში ფაფები და ბურღულეული. დილა კი ასკილის ჩაით დაიწყეთ. მოერიდეთ შებოლილ პროდუქტებსა და ტკბილეულს.

სასწორი

რაციონალურად მიუდექით დიეტის დაწყებას. მერყევი ხასიათის გამო, არ არის გამორიცხული, დაარღვიოთ კვების რეჟიმი და წონაში მომატებაც ამან გამოიწვიოს. აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის დღეში 1700 კალორია და არა მეტი. გონივრულად გადაანაწილეთ საუზმის, სადილისა და ვახშმის დრო. შეავსეთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით და ყოველდღიურად ივარჯიშეთ. იკვებეთ ზღვის პროდუქტებით და ხშირად სვით ბალახეული ნაყენები.

მორიელი

ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ბუნებითა და პრინციპულობით გამოირჩევიან. ამიტომ, არ უნდა გაუჭირდეთ დიეტის დაცვა. თუ მოინდომებთ, ადვილად შეძლებთ მადის კონტროლს და დაიკლებთ წონაში. შეგიძლიათ, დღიურად მხოლოდ 1000 კალორია მიიღოთ და ეს საკმარისი აღმოჩნდება. ასე, ადვილად შეძლებთ, მოიცილოთ ზედმეტი წონა და ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდეთ. ხშირად მიირთვით თევზი, უმი ბოსტნეული, ზეთისხილი და ძროხის ღვიძლი. ასევე, დღეში ერთი ჭიქა წითელი, ნატურალური ღვინოც სასარგებლოა.

მშვილდოსანი

მშვილდოსანი მოძრავი და შრომისმოყვარეა. ამიტომ ხშირად ვერ იცლის, დაიცვას დიეტა. ეს მის წონაზე, მართალია, ნაკლებად აისახება, მაგრამ მაინც საჭიროა დროდადრო საკვები რაციონის გადახედვა და მასში კორექტივების შეტანა. არ მიიღოთ დღეში 1500 კალორიაზე მეტი. ჭამეთ დიდი რაოდენობით ხბოს ღვიძლი, უმი კომბოსტო, ბოლოკი, ვაშლი. მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილისა და შაქრის მოხმარება.

თხის რქა

უმოძრაო წესით ცხოვრება სასურველი წონის შენარჩუნების მთავარი მტერია. ეცადეთ, ყოველდღიურად ივარჯიშოთ და სათანადო ყურადღება დაუთმოთ კვებას. ჯიუტი ბუნების გამო, არ გაგიჭირდებათ დიეტის დაცვა და სასურველი წონის შენარჩუნება. ნუ მიიღებთ საკვებს საღამოს 7 საათის შემდეგ. ჭამეთ მოხარშული მჭლე ხორცი, ახალი ბოსტნეული, სეზონური ხილი, კენკროვანები. მიიღეთ პოლივიტამინები და თვეში ორჯერ გაზგასული მინერალური, წყლის განტვირთვის დღე მოაწყვეთ.

მერწყული

მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს გემრიელი საკვები უყვარს, რაც მის წონაზეც ხშირად აისახება. თუმცა, თუ შეძლო და მადა მოთოკა, არც წონის დაკლება უჭირს. გირჩევთ, ნაკლებად მიიღოთ ტკბილეული, ღვეზელები, ფუნთუშები, გაზიანი სასმელი. მეტად მიიღეთ რძის ნაწარმი, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს. შაქარი შეცვალეთ თაფლით, მოერიდეთ ზედმეტად მარილიანი კერძების მიღებას. საღამოობით ბევრი ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე - ასე სასიცოცხლო პოტენციალსაც აიმაღლებთ და წონაშიც დაიკლებთ.

თევზები

თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანებს ხშირად არ ჰყოფნით ნებისყოფა, დაიცვან სწორი კვების რეჟიმი და თავს უფლებას აძლევენ, გემრიელად დანაყრდნენ. ამის გამო, ზედმეტი წონის აკრეფას ადვილად ახერხებენ, დაკლება კი უჭირთ. გირჩევთ, თავად დაფიქრდეთ, რომელი საკვები გიქმნით წონის პრობლემებს და რის ჭამას უნდა მოერიდოთ. კარგია, თუ კვირაში ერთ დღეს მოხარშული ბრინჯის დიეტას დაიცავთ. ასევე, სასარგებლოა თქვენთვის თევზი, ისპანახი, მწვანილეულობა და სეზონური ხილი. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში 1600-1700 კალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოთ.

🔰:

10 შეცდომა დიეტის დროს

ბორშის დიეტა - მინუს 5 კილო ერთ კვირაში

ზარმაცების დიეტა

აუცილებელი პროდუქტები თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2022 წე...

ზოდიაქოს ნიშნები და
სიყვარული 2022 წელს

როგორ გავზარდოთ სახლის ენერგეტიკული...

სახლის ენერგეტიკული
ვიბრაცია

ნუმეროლოგია - რას ამბობს თქვენი ავტ...

ნუმეროლოგია - ავტომობილის
სანომრე ნიშნით

ზოდიაქოს 3 ყველაზე ბრაზიანი ნიშანი

ბრაზიანი ზოდიაქოს
ნიშანები

ვინ ხართ მაიას კალენდრის მიხედვით?

ვინ ხართ მაიას ტომის
კალენდრის მიხედვით?

ფულს სძულს ისინი - სამი ყველაზე ღარ...

ღარიბი ზოდიაქოს ნიშნები

სიზმარი და ნუმეროლოგია - რას გვამცნ...

რას გვანიშნებს რიცხვები
სიზმარში?

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათის
მნიშვნელობა ასტროლოგიაში

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ყველაზე...

ზოდიაქოს ნიშნები, ყველაზე
ძლიერი მფარველი
ანგელოზით