სილამაზე/ჯანმრთელობა

ბორშის დიეტა - მინუს 5 კილო ერთ კვირაში

fun time

12:00 პარ. 7 მაისი, 2021 წელი

ბორშის დიეტა

14
დაკოპირებულია

არანაირი ეგზოტიკური პროდუქტები და რთულად შესასრულებელი მითითებები. დილიდან დადგით ქვაბი გაზქურაზე და შეუდექით არომატული ბორშის მომზადებას. ბორშის დიეტის შესრულება წლის ნებისმიერ დროს შეიძლება.

ბორშის დიეტის ეფექტურობა მის შემადგენელ პროდუქტებშია, რომლებიც ცხიმს არ შეიცავს. თანაც, ხახვი, ნიახური და სხვა პროდუქტები, რომლებსაც გემრიელი წვნიანის მოსამზადებლად მოიხმართ, ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი ცხიმების სწორად გადანაწილებას.

დაბალკალორიული ბორშის დიეტა 7 დღე გრძელდება და ამ ხნის მანძილზე ზედმეტ 3-5 კილოგრამს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოიშორებთ.

ამასთანავე, ბორშის დიეტით გახდომის სისტემა შესანიშნავადაა დაბალანსებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის.

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:

დიეტური ბორშის კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს.
მოამზადეთ ბორში დღეში მხოლოდ ერთხელ და მიირთვით საკვების მიღების დროს.
მიირთვით უშაქრო ჩაი, ყავა და წყალი - რამდენიც გენებოთ.
სასურველია, კვების საათები თავადვე ჩამოაყალიბოთ, ოღონდ ეს უნდა იყოს ერთი და იგივე დრო.
გაითვალისწინეთ, რომ დიეტური ბორშის მომზადება ყოველდღიურად მოგიწევთ და პროდუქტების საჭირო რაოდენობა თავად განსაზღვრეთ.

დიეტური ბორშის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

ხახვი;
ნიახური;
სტაფილო;
კომბოსტო;
ჭარხალი;
ბულგარული წიწაკა;
ტომატი ან პომიდორი;
ნიორი;
მცენარეული ზეთი.

დიეტური ბორშის მომზადება:

ჩაასხით ქვაბში 1,5 ან 2 ლიტრი წყალი და აადუღეთ.
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო და ბულგარული წიწაკა და 10-15 წუთი ხარშეთ - ეს ორი ინგრედიენტი აუცილებლად უნდა მოხარშოთ.

სანამ კომბოსტო და ბულგარული იხარშება:

წვრილად დაჭრილი ხახვი, გახეხილი სტაფილო და გახეხილი ჭარხალი მოთუშეთ მცენარეულ ზეთში და ბოლოსკენ დაუმატეთ 1 ს/კ ტომატი ან 2-3 ცალი დაჭყლეტილი პომიდორი;

მოთუშული ბოსტნეული გადაიტანეთ კომბოსტოსა და ბულგარულთან ქვაბში (რომელიც ისევ ცეცხლზე დგას), დაუმატეთ ძალიან ცოტა მარილი, შავი პილპილი, 2-3 წუთი ადუღეთ და გაზი გამორთეთ.

ცეცხლს რომ გამორთავთ, ამის შემდეგ ჩააჭერით ნიორი და ნიახური და თავსახური დააფარეთ.

დიეტური ბორშის მენიუ:

1-ლი დღე: ბორში და ნებისმიერი ხილი (გამორიცხეთ ბანანი);

მე-2 დღე: დიეტური ბორში და ნებისმიერი ბოსტნეული (გამორიცხეთ ბარდა და სიმინდი);

მე-3 დღე: დიეტური ბორში, ხილი და ბოსტნეული;

მე-4 დღე: დიეტური ბორში, ხილი, ბოსტნეული და მცირე რაოდენობით უცხიმო ან დაბალცხიმიანი რძე;

მე-5 დღე: დიეტური ბორში, მოხარშული ძროხის ხორცი და პომიდორი;

მე-6 დღე: დიეტური ბორში, მოხარშული ძროხის ხორცი და ბოსტნეული;

მე-7 დღე: დიეტური ბორში, ბოსტნეულს დამატებული ცოტაოდენი მოხარშული ბრინჯი და ხილის წვენი (უშაქრო).


ბორშის 7-დღიანი დიეტის შემდეგ თქვენ აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს. თუმცა, წონის კლება ინდივიდუალურია და თუკი რეზულტატით უკმაყოფილო დარჩებით, ეს დიეტა შეგიძლიათ, ერთი თვის შემდეგ კვლავ გაიმეოროთ.

წარმატებულ „ბორშის კვირას“ გისურვებთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები