სილამაზე/ჯანმრთელობა

ზარმაცების დიეტა

fun time

12:00 ოთხ. 10 თებერვალი, 2021 წელი

წყალი მეტაბოლიზმისთვის

14
დაკოპირებულია

კვების რეჟიმის გაკონტროლებას ბევრი რამ უშლის ხოლმე ხელს, მაგალითად: სამსახურის გრაფიკი, დროის უკმარისობა დიეტური საკვების მოსამზადებლად და ა.შ.; ჩვენ მიერ შემოთავაზებული კვების სისტემა კი ნებისმიერ ამ სიტუაციას ბრწყინვალედ ერგება!

დიეტის ძირითადი არსია წყალი, რომელიც იდეალურად ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.
ზარმაცების დიეტა საოცრებებს ახდენს.

კვების ასეთი უჩვეულო სისტემა დაგეხმარებათ ორ კვირაში 8-12 კილოგრამის დაკლებაში.
გიკვირთ?
მოდით, ერთად გავერკვეთ ჭეშმარიტებაში:

ა) ზარმაცების დიეტა მთლიანად აღმოფხვრის შიმშილის შეგრძნებას. საჭმლის მიღებამდე ორი ჭიქა წყალი ავსებს კუჭს და თქვენ მცირეოდენ დანაყრებასაც კი გრძნობთ. შესაბამისად, ნაკლებ საკვებს მიირთმევთ და ამასთანავე, ზედმეტი კალორიების მიღებასაც ერიდებით!

ბ) მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სუფთა, არაგაზირებული წყალი, რომელსაც უშუალოდ საკვების მიღებამდე მიირთმევთ, მნიშვნელოვნად აჩქარებს მეტაბოლიზმს და საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში ცხიმები არ გროვდება!

გ) კვების ჩვეული რეჟიმის დროს თქვენი ორგანიზმი ორ ლიტრამდე მაღალკალორიულ სითხეს იღებს - შაქრიანი ჩაი, კონცენტრირებული ახალი წვენი, რძიანი ყავა, კაკაო. ზარმაცების დიეტის დროს თქვენი ორგანიზმი სითხის მხოლოდ იმ რაოდენობით დაკმაყოფილდება, რომელსაც ჭამამდე მიიღებთ და ეს ფაქტორი, სხვა, მაღალკალორიული(!) სითხეების მიღების სურვილსაც გაგიქრობთ!

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი:

დღის მანძილზე დახარჯული ენერგია არა მხოლოდ საკვებით, წყლითაც ანაზღაურდება. რაც უფრო მეტ წყალს სვამთ, უფრო ენერგიულები ხდებით, უფრო მეტ კალორიას წვავთ და, რაც მთავარია, ამ დროს სხეულის მასაც მცირდება.

გაითვალისწინეთ დიეტის დაწყებამდე:

აუცილებლად მიიღეთ წყალი ყოველდღიურად, 1-2 ჭიქა ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

იკრძალება ნებისმიერი სითხის მიღება ჭამის დროს და ჭამიდან 2 საათის შემდეგ.

ჭამიდან 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ, მიირთვათ ყავა, მწვანე ჩაი ლიმონით, ყოველგვარი შაქრისა და ტკბილეულის გარეშე.

მენიუში დაწერილი სიტყვები - „მიირთვით, რაც გნებავთ“, კარგად ხვდებით, რომ არ გულისხმობს კარაქიანი პურისა და კრემიანი ნამცხვრების მიღებას.


იმისთვის, რომ ადვილად დაიცვათ ზარმაცების დიეტა, გთავაზობთ ყოველდღიური რაციონის საკმაოდ მარტივ სქემას.

ზარმაცების დიეტის მენიუ:


საუზმე: აუცილებლად მიირთვით 2 ჭიქა წყალი უზმოზე. დაახლოებით, 15-20 წუთის შემდეგ მიირთვით, რაც გენებოთ, ოღონდ სითხეს ნუ დააყოლებთ. სითხის დალევა საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ შეგიძლიათ.

სადილი: დალიეთ 2 ჭიქა წყალი სადილამდე და 15-20 წუთის შემდეგ მიირთვით რაც გენებოთ, მხოლოდ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი წესი: სითხის მიღება დაშვებულია საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ვახშამი: ამ დროს შეგიძლიათ საკვების მიღებამდე მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი დალიოთ (თუკი სურვილი გაქვთ და შეგიძლიათ, უმჯობესია, ამ პერიოდშიც 2 ჭიქა წყალი მიიღოთ). მიირთვით რაც გენებოთ, უცვლელი წესის გათვალისწინებით: სითხე დალიეთ საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
თუკი წახემსება გსურთ, აქაც, საკვების მიღებამდე აუცილებელია, მიირთვათ 2 ჭიქა წყალი. თუკი სუსნაობთ ან მხოლოდ ფუნთუშას ან ორცხობილას მიირთმევთ, წახემსებამდე შეგიძლიათ, ერთი ჭიქა წყალი დალიოთ.

ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს ან ორშაბათს.
დაიწყეთ წყლის მიღება დღესვე!
წყალი არა მხოლოდ წონის დაკლებაში, არამედ სახის კანის გაახალგაზრდავებაშიც შეგიწყობთ ხელს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა