თემატური ჰოროსკოპი

მშვილდოსანი - 10 გამორჩეული თვისება, რომლითაც ის თავს შეგაყვარებთ!

funtime

14:00 ოთხ. 17 თებერვალი

მშვილდოსანი დახასიათება
14
დაკოპირებულია

ძველი ბერძნული ზღაპრების მიხედვით, ინტელექტუალი მშვილდოსნები ცასა და მიწას შორის გამოკიდებულები არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის მიზნისკენ მისასვლელი გზის გადაღობვა თქვენთვის ცუდადად დასრულდება მაშინაც კი, თუ მშვილდოსანს არც მეტი, არც ნაკლები მეცხრე ცაზე ასვლა აქვს განზრახული. მებრძოლი, თამამი მშვილდოსნების შესახებ კიდევ ბევრი რამ უნდა იცოდეთ:

მეზღაპრე, მეოცნებე:

მშვილდოსანი არასდროს წყვეტს ოცნებას. მათი ოპტიმისტური და ენთუზიაზმით სავსე გონება, ოცნების დიდ იმპერიებს აშენებს. ზოგიერთმა შესაძლოა, „გიჟიც“ უწოდოს, მაგრამ ეს მშვილდოსანს ოცნებამდე მისასვლელი გზის პოვნაში ხელს არ უშლის.

გონივრული, მიამიტური ხუმრობები:

რამდენად უცნაურიც ან ბანალურიც უნდა იყოს სიტუაცია, მშვილდოსანი მას მაინც თავისებურად აღიქვამს. საოცარი იუმორის გრძნობა მათ ცხოვრებისეული სირთულეების გამარტივებაში ეხმარებათ.

გულწრფელობა:

მშვილდოსნები თვლიან, რომ მათი ცხოვრებისეული მოვალეობა და პასუხისმგებლობა ტყუილის გამჟღავნებაა. ეს ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი ნიშანია. ზოგჯერ მათ მიერ გაჟღერებული სიმართლე დიდ არეულობას იწვევს. მშვილდოსნისგან დაშაქრულ ტყუილებს ნუ დაელოდებით.

სასტიკად დამოუკიდებელი სულები:

გთხოვთ, მშვილდოსანს არ წაუყენოთ პირობები. მათი გალიაში გამოკეტვა უბრალოდ, არ შეიძლება. ისინი უკანმოუხედავად გაიქცევიან მათგან, ვინც მათ გაკონტროლებას შეეცდება.

ინტუიცია:

მშვილდოსნისთვის ნებისმიერი ადამიანი გადაშლილი წიგნია. ისინი ყველა დეტალს ამჩნევენ და წარმოუდგენლად ალღოიანები არიან.

რისკიანები:

თუ მშვილდოსანს რაღაც უნდა, მისთვის საფრთხე არ არსებობს, შეუძლია ფსონად ყველაფერი დადოს.

ცნობისმოყვარე და შემოქმედებითი:

ჯონ ლენონი და ბრედ პიტი - ეს ორი ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანი მშვილდოსანია. მშვილდოსნის განსაკუთრებული თვისება ყველაფრის ცოდნის დაუოკებელი სურვილია.

ისინი არ ინახავენ წარსულის წყენას:

მშვილდოსნებს გულში ბოღმის ჩატოვება არ სჩვევიათ:

ვერ იტანენ ჭორაობას:

მათ ინტრიგების ხლართვის არც დრო აქვთ და არც შემართება.

უყვართ მოგზაურობა და თავგადასავლები:

მშვილდოსნები ვერ იტანენ რუტინას. დღის წესრიგის დარღვევის მიზნით, ქვეყნის საზღვრებსაც სიამოვნებით გაარღვევენ, ხოლმე. მათ სურთ ცხოვრება სხეულის ყველა უჯრედით იგრნონ და ამისთვის თავგადასავლებს ყველგან ეძებენ.



წყარო: www.fnp.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას მოაქვს იღბალი თქვენი ზოდიაქოს ნ...

რას მოაქვს იღბალი თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელიც ქალურ ბე...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

როგორ მოვაწონოთ თავი ბიჭს მისი ზოდი...

ზოდიაქო მამაკაცები

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილ...

ზოდიაქოს ნიშნები და
ყვავილები

რომელი შედევრი ემთხვევა თქვენი ზოდი...

ზოდიაქოს ნიშნების
ხასიათი და მსგავსება
ფერწერულ შედევრებთან

ის ინტუიციის მეფეა - მისი მოტყუება...

მერწყული დახასიათება

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყოს თქვენს...

კირჩხიბის 4 თვისება

რომელი იარაღი ხართ ზოდიაქოს ნიშნის...

ზოდიაქოს ნიშნები
დახასიათება

ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება - ხუმ...

ზოდიაქოს ნიშნებზე
ხუმრობით