კარგად დააკვირდით - რომელი დაავადების შესახებ გვაფრთხილებს ხელები?
14:09 სამ. 24 იანვარი, 2023 წელი
ძველი ჩინელი მკურნალები დიაგნოზის დასმისას ადამიანის გარეგნობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და დაავადების ამოცნობა სახის, თვალის ფერადი გარსისა და ხელისგულების მიხედვით შეეძლოთ.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხელისგულისა და თითების ფორმის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ, რა დაავადებისკენ აქვს მიდრეკილება ადამიანს.
ტემპერატურა
ხელისგულების ტემპერატურა ჩვენი ჯანმრთელობის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
თუ ხელები მუდმივად ცივი გაქვთ - ეს შეიძლება პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი შეიძლება მენიუში ნიკოტინის მჟავის ნაკლებობა იყოს.
ამ დეფიციტის შევსება შესაბამისი პრეპარატების დახმარებით, ასევე მენიუში ნიკოტინის მჟავის შემცველი პროდუქტების რაოდენობის გაზრდით არის შესაძლებელი. ასეთ პროდუქტებია: სოკო, კომბოსტო, წიწიბურა, ლობიო, თევზი და ხორცი.
თუ ხელები პირიქით, გამუდმებით ცხელი გაქვთ - ეს შეიძლება ღვიძლის პრობლემების ნიშანი იყოს. ცხელი ხელისგულები ორგანიზმის ინტოქსიკაციის სიმპტომია. როდესაც ღვიძლი თავის ფუნქციას ვერ უმკლავდება. მოწამვლა შეიძლება ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან საშიში ქიმიკატების მიღებით იყოს გამოწვეული.
თითების დაბუჟება
თითების დაბუჟებაც ასევე შეიძლება დაავადების სიმპტომი იყოს. მაგალითად, ნეკა თითების დაბუჟება შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებზე მიანიშნებდეს, ცერა თითების კი - სასუნთქი სისტემის.
კანის ფერი
წითელი ხელისგულები ღვიძლში მიმდინარე დარღვევებზე მიანიშნებს.
ხელებზე კანის მოყვითალო შეფერილობა შეიძლება არა მხოლოდ ღვიძლის, არამედ ნაღვლის ბუშტის დისფუნქციის ნიშანიც იყოს. ამ შემთხვევაში საჭიროა ჰეპატიტის, სანაღვლო გზების დარღვევების, ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზიისა და ქოლანგიტის შემოწმება.
თუ თითის ბოლოები მოწითალო-იისფერი ან წითელია, სასურველია საჭმლის მომნელებელი სისტემის შემოწმება. თითის ბოლოების მუქი წითელი ან მოლურჯო-იასამნისფერი შეფერილობა თირკმელებისა და ღვიძლის გაუმართაობაზე მიანიშნებს.
მარმარილოს მსგავსი ხელები ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევებზე მიუთითებს. ასეთი ხელისგულების პატრონები ხშირად ძლიერ სტრესს და ნერვულ დაძაბვას განიცდიან. სასურველია, რომ ამ ადამიანებმა ექიმის დანიშნულებით, სედატიური საშუალებები მიიღონ.
პიგმენტური ლაქები ხელის უკანა მხარეს, რომელიც უფრო ხშირად ხანდაზმულ ადამიანებში გვხვდება, ჰორმონალურ უკმარისობაზე, ინტოქსიკაციაზე, ასევე ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.
„ვენერას ბორცვებზე“ არსებული ლაქები ხშირად სქესობრივ პრობლემებზე მიუთითებს.
მეტისმეტად ფერმკრთალი ხელისგულები შესაძლოა, ენდოკრინული სისტემის პრობლემებზე, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე მიანიშნებდეს.
კანის მდგომარეობა
ხელისგულებზე კანის აქერცვლა შეიძლება ავიტამინოზის, კერძოდ, A და D ვიტამინის ნაკლებობის ბრალი იყოს. ხელისგულების ძლიერი აქერცვლა შეიძლება კანის სოკოვანი ინფექციის ნიშანი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, დერმატოლოგს უნდა მიმართოთ და საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაიტაროთ.
ხელის კანის კვლავ აქერცვლა და სიფერმკრთალე შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოთირეოზზეც მიუთითებდეს.
სველი, ოფლიანი ხელისგულები ენდოკრინულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.
ხელისა და თითების ფორმა და სახსრების მდგომარეობა
პატარა ხელის მტევნები შეიძლება ძალიან მგრძნობიარე ნერვულ სისტემაზე მეტყველებდეს. ასეთ ადამიანებს სტრესისა და ნერვული სიტუაციების გადატანა უფრო უჭირთ.
ვიწრო ხელისგულები და გრძელი თითებიც ასევე ფაქიზ სულიერ აგებულებაზე მიანიშნებს. ასეთი ხელები დაუცველი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებს აქვთ, რომლებიც ძალიან ძლიერად რეაგირებენ ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის ცვლილებებზე, მკვეთრ ხმებსა და ფსიქოემოციურ გადატვირთვაზე. ამ ადამიანებს ხშირად ბრონქული ასთმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და ჰიპოტენზია აწუხებთ.
ფართო ხელისგულები და მოკლე თითები მაღალი წნევისადმი მიდრეკილებაზე მიუთითებს.
ზედმეტად ხორციანი ხელისგულები სისხლის მიმოქცევის სისტემის დაუცველობაზე, მეტაბოლიზმის დაქვეითებაზე და ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოთირეოზზე მიუთითებს.
თუ თითებს ხშირად ატკაცუნებთ, ეს შეიძლება თქვენს მენიუში კალციუმის და კოლაგენის ნაკლებობაზე მიუთითებდეს.
თითების სახსრების მეტისმეტი მოქნილობა, ისევე როგორც ზედმეტი სიხისტე შეიძლება ღვიძლთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდეს.
თითების ფორმის შეცვლა ართროზის ერთ-ერთი ნიშანია, რომელიც ხშირად ჩიყვის ფონზე ვითარდება. აი, ასეთი დიაგნოზები შეიძლება ამოიკითხოთ საკუთარ თითებზე თუ კარგად დააკვირდებით.
თვალი ადევნეთ საკუთარ ჯანმრთელობას;
ნუ უგულებელყოფთ სიგნალებს, რომლებსაც სხეული გვიგზავნის.
ესეც საინტერესოა 👇
დაიხედეთ ხელისგულზე - რას ამბობს თქვენი გულის ხაზი?
ფსიქოლოგიური პორტრეტი ხელის მტევნის მიხედვით
გლიცერინი ხელისთვის - როგორ გამოვიყენოთ სახლის პირობებში?
რას აღნიშნავს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხელის ჟესტები?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან