სილამაზე/ჯანმრთელობა

გლიცერინი ხელისთვის - როგორ გამოვიყენოთ სახლის პირობებში?

fun time

12:00 ოთხ. 14 ივლისი, 2021 წელი

გლიცერინი ხელებისთვის

14
დაკოპირებულია

ხელის კანის სიმშრალე და ხელების დასკდომა ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი პრობლემაა. დღეისთვის არსებული ხელის მოვლის საშუალებებიდან, რომლებიც მაღაზიების დახლებზე გვხვდება, თითქმის ყველა შეიცავს გლიცერინს, თუმცა დახეთქილი ხელების მკურნალობისთვის ასევე ძალიან ეფექტურია გლიცერინით სახლში დამზადებული საშუალებები - ხელის ნიღაბი და ხელის აბაზანა. ისინი ზამთარში ხელებს სიცივისგან იცავს, ზაფხულში კი კანს ამშვიდებს, სიწითლესა და ქავილს აცხრობს. 

გლიცერინის თვისებები

გლიცერინს გააჩნია სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებით სასარგებლოა ხელის კანისთვის, რომელიც მუდმივ მოვლასა და დაცვას მოითხოვს.

  • გლიცერინს დამატენიანებელი თვისებები აქვს, რაც ხელს უშლის კანის გამოშრობას და ანეიტრალებს ყინვისა და სიცხის ზემოქმედების უარყოფით შედეგებს.
  • წყალში გახსნილი გლიცერინი კანს სწრაფად და ეფექტურად წმენდს ჩამჯდარ მტვრის ნაწილაკებისგან.
  • გლიცერინი კანს კვებავს. კანის საფარში წყლის ბალანსს ინარჩუნებს, კანის მთლიანობას იცავს.
  • გლიცერინს შეუძლია აკნესაც კი გაუმკლავდეს და კანი იდეალურად გაწმინდოს.

გლიცერინის გამოყენება

გლიცერინის და კარტოფილის ნიღაბი

  • მოხარშეთ ერთი საშუალო ზომის კარტოფილი, გააგრილეთ, გააცალეთ კანი და დასრისეთ, სანამ კრემისებრ მასას მიიღებთ;
  • დასრესილ კარტოფილს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი გლიცერინი, კარგად აურიეთ ხელებზე წაისვით;
  • ამის შემდეგ აუცილებელია ხელებზე პოლიეთილენის თხელი ხელთათმანების და დამატებით, თბილი ხელთათმანების ჩაცმა;
  • ნიღაბი ნახევარი საათი უნდა გაიჩეროთ.

გლიცერინის აბაზანები

ნახევარ ლიტრ თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი გლიცერინი და 2სუფრის კოვზი სახამებელი, კარგად აურიეთ და აბაზანაში ხელები ჩააწყვეთ.

პროცედურა აბაზანის გაცივებამდე გრძელდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო...

ბროკოლი - ყველაზე
სასარგებლო ბოსტნეული

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?

რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?

ხიზილალას სასარგებლო
თვისებები

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს