საკნატუნო ამბები

რას აღნიშნავს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხელის ჟესტები?

fun time

14:01 ოთხ. 2 თებერვალი, 2022 წელი

ჟესტების ენა

14
დაკოპირებულია

ჟესტებით საუბარი ურთიერთობის ერთგვარი ხერხია, რომელსაც ენობრივი ბარიერები, უმეტეს შემთხვევაში, არ ემუქრება; თუმცა ზოგი ჟესტი მხოლოდ ერთ ქვეყანაშია პოპულარული, ზოგი კი - მთელ მსოფლიოში ცნობილია. დღეს სწორედ მთელ მსოფლიოში ცნობილი ჟესტების განმარტებას შევეცდებით.

1. გადაჯვარედინებული თითები

დღეს ადამიანები ამ ჟესტით აღნიშნავენ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის იღბალი, მაგრამ წარმართობის დროს ეს წმინდა რიტუალი გახლდათ - ორი ადამიანი საჩვენებელ და შუა თითებს აჯვარედინებდა, ამასთან ერთმა სურვილს ჩაიფიქრებდა, მეორე კი ეხმარებოდა. ადამიანებს სწმდათ, რომ თითების გადაჯვარედინებით სულებს იძახებდნენ, რომლებიც სურვილს ასრულებდნენ.

2. ხელის ჩამორთმევა

ეს არის ჟესტი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პატივისცემას აღნიშნავს. ხელის ჩამორთმევით ადამიანი აჩვენებს, რომ ხელში იარაღს არ მალავს და ურთიერთობის დამყარება სურს. ჟესტი იმდენად დიდი ხნის წინ გაჩნდა, რომ ზუსტი თარიღის დადგენა შეუძლებელია. ხელის ჩამორთმევის ამსახველი გამოსახულება ძველ ბერძნულ ფრესკებშიც კი გვხვდება.

3. ხელისგულებით შეხება

ესეც ხელის ჩამორთმევის ერთ-ერთი ხერხია, რომელსაც ჩვეულებრივ, ახლო მეგობრები იყენებენ. ბრიტანელები მას „high five“-ს (მაღალი ხუთი) ეძახიან.

4. „OK“ - ცერა და საჩვენებელი თითების შეკვრა

ამ ჟესტს თამამად შეიძლება როგორც ჩვეულებრივ საუბარში, ასევე მიმოწერაში ყველაზე პოპულარული ვუწოდოთ. ჟესტი დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც ამერიკულმა პრესამ ხშირად გამოყენებული სიტყვებისა და ფრაზების შემცირების კამპანია გააჩაღა. ითვლება, რომ OK ნიშნავს „all correct“ -ს ანუ „ყველაფერი სწორია“.

5. მაღლა აწეული ცერი

ეს ჟესტი რაღაცის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებაზე მიუთითებს, მაგრამ ის ყველგან სხვადასხვანაირად ესმით. მაგალითად, ბრიტანეთში, აშშ-ში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მას ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ის ყველაზე ხშირად ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგშია. ის ასევე გამოიყენება გზაზე ავტოსტოპით მგზავრობის დროს; ცერა თითის მაღლა მკვეთრად აწევა კი შეიძლება გინებასაც ნიშნავდეს.

6. „V“ - საჩვენებელი და შუა თითების აწევა

ეს ჟესტი მეოცე საუკუნის შუა წლებში გაჩნდა, როგორც გამარჯვების ნიშანი. ბელგიელები, ჰოლანდიელები და ბრიტანელები ამ ჟესტს იმის საჩვენებლად იყენებენ, რომ მტრის არ ეშინიათ და სწრაფი გამარჯვების სჯერათ. გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ამ ჟესტით ჰიპები დაუპირისპირდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კამპანიას ვიეტნამში. მას შემდეგ "V" პაციფიზმთან ასოცირდება.

7. „თხა“ - საჩვენებელი და ნეკა თითების ჩვენება

ეს ნებისმიერი როკერისთვის გასაგები ჟესტია, მაგრამ ასეთი მნიშვნელობა მხოლოდ 1979 წელს მიეცა, როდესაც ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენმა რონი ჯეიმს დიომ ეს ჟესტი ფართო საზოგადოების წინაშე პირველად აჩვენა. მანამდე „თხა“ მხოლოდ ბოროტი თვალისგან დამცავ ჟესტად ითვლებოდა.

***

ხელები ზურგს უკან - რას გაჩვენებთ თანამოსაუბრე ამ ჟესტით?

შუა თითის ჩვენება - უხამსი ჟესტი თუ ბოროტი ძალებისგან თავდაცვის საშუალება?

თვალის ჩაკვრა - ფსიქოლოგიური მნიშვნელობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები