იცით თუ არა

შუა თითის ჩვენება - უხამსი ჟესტი თუ ბოროტი ძალებისგან თავდაცვის საშუალება?

fun time

14:00 ორშ. 31 იანვარი, 2022 წელი

სხეულის ენა

14
დაკოპირებულია

შუა თითის ჩვენება მთელ მსოფლიოში უხამს ჟესტად ითვლება და მეორე ადამიანის შეურაცხყოფას გულისხმობს. უცნობია, პირველად ვინ და როდის აღმოაჩინა შუა თითსა და მამაკაცის სასქესო ორგანოს შორის მსგავსება, თუმცა ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის ხსენება ანტიკურ წყაროებშიც გვხვდება. შესაბამისად, ეს ჟესტი იმ დროსაც სამარცხვინოდ ითვლებოდა. საუკუნეების განმავლობაში, ბერძნები ამ ჟესტს მამაკაცის სასქესო ორგანოზე მითითების მიზნით იყენებდნენ.

დროთა განმავლობაში შუა თითის ჩვენება არა მხოლოდ შეურაცხყოფის, არამედ, ბრალდების აღმნიშვნელიც გახდა. ამის დასტური შეიძლება სევილიელი ეპისკოპოსის, ისიდორეს თხზულებაში აღმოაჩინოთ, სადაც ადამიანს შუა თითის ჩვენებით მდაბალ, სამარცხვინო ქმედებებში ადანაშაულებდნენ.

ფრანგმა მემატიანემ ჟან ფროსარტმა ამ ჟესტის წარმოშობის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც ასწლიანი ომის (1337-1453) დროინდელ ლეგენდას უკავშირდება.

ამ ვერსიის თანახმად:

შუა თითის ჩვენება პირველად ინგლის-საფრანგეთის 100-წლიანი ომის დროს დაიწყეს;

საქმე ის გახლავთ, რომ ფრანგები დატყვევებულ ინგლისელ მშვილდოსნებს საჩვენებელ და შუა თითებს აჭრიდნენ, რათა ისრის სროლა ვეღარასოდეს მოეხერხებინათ;

აზენკურის ბრძოლაში (გაიმართა 1415 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ აზენკურთან, საფრანგეთის ჩრდილოეთით) გამარჯვების შემდეგ ინგლისელებმა დამარცხებულ ფრანგებს შუა თითების აწევით დასცინეს და მიანიშნეს, რომ მტერთან გამკლავება შეუძლიათ.

სხვათა შორის, ამ ჟესტს ყოველთვის შეურაცხმყოფელი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მაგალითად, ანტიკურ პერიოდში ცრუმორწმუნე ბერძნები შუა თითის ჟესტს ბოროტი თვალისგან თავის დასაცავად იყენებდნენ.

⭕⭕⭕

რას აღნიშნავს და როგორ წარმოიშვა პოპულარული ჟესტები?!

ჟესტები, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში სერიოზული კონფლიქტით დასრულდება!

ხელები ზურგს უკან - რას ნიშნავს თანამოსაუბრის ეს ჟესტი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული