იცით თუ არა

რას აღნიშნავს და როგორ წარმოიშვა პოპულარული ჟესტები?!

fun time

14:00 ორშ. 29 მარტი, 2021 წელი

ძველი ბერძნები ამით
აჩვენებდნენ, რომ ხელში
იარაღი არ ეჭირათ

14
დაკოპირებულია

victory, ხელის ჩამორთმევა, მუშტების „მიჭახუნება“, სამხედრო სალამი, შუა თითის ჩვენება - იცით, რომ ადამიანები ამ ჟესტებს უხსოვარი დროიდან იყენებენ და თანაც ყოველ მათგანს ძალიან საინტერესო ახსნა და ისტორია აქვს...

ჟესტი V (victory)

ასო V-ს გამოყენება თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა. თუმცა ის პირველად ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს გაჩნდა. ფრანგები ტყვე ინგლისელ მშვილდოსნებს ორ თითს (საჩვენებელსა და შუა თითს) აჭრიდნენ, რათა მათ მშვილდის მოზიდვა აღარ შეძლებოდათ. ომიდან დაბრუნებული ინგლისელი მეომრები თავიანთ ახლობლებს შორიდან ამ ორ თითს უჩვენებდნენ, რითაც მიახვედრებდნენ, რომ ომიდან მშვიდობით და გამარჯვებით ბრუნდებოდნენ.

გამართული შუა თითი


ეს ჟესტი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაჩნდა და იმავეს ნიშნავდა, რასაც ახლა - მამაკაცის სასქესო ორგანოს. არაა გამორიცხული, ის ცუდი თვალისგან დასაცავადაც გამოეყენებინათ, რაც, ასევე, ზიზღის გამომწვევი და შეურაცხმყოფელი იყო. ასე რომ, საუკუნეების განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა.


ხელის ჩამორთმევა


ძველი ბერძნები ამით აჩვენებდნენ, რომ ხელში იარაღი არ ეჭირათ, ხელის დაქნევით კი აჩვენებდნენ, რომ არც სახელოში მალავდნენ რასმე.


მუშტების მიჭახუნება


პირველად ასეთი ჟესტი XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. მოკრივეებს ხელთათმანების გამო რინგზე ხელის ჩამორთმევა არ შეეძლოთ. ასე გაჩნდა სპორტული, და არამარტო, მისალმების ჟესტი.


„რქები“


როკის მოყვარულთათვის ეს ჟესტი კარგადაა ნაცნობი, მანამდე კი ამ ჟესტით ცუდი თვალისგან დაცვას ლამობდნენ. 1979 წელს რონი ჯეიმს დიო ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი გახდა. სწორედ ის აჩვენებდა „რქებს“, რომელიც მალე როკერების რიტუალი გახდა. მან ეს ჟესტი თავისი იტალიელი ბებიასგან „ისესხა“, რომელიც ამგვარად თავს ავი თვალისგან იცავდა.


სამხედრო სალამი

ის შუა საუკუნეების საფრანგეთში გაჩენილა. მაშინ მეომრები ზარადიან მუზარადებს ატარებდნენ და ამიტომაც მათი სახეზე ცნობა შეუძლებელი იყო. სახის გამოსაჩენად ხელი მუზარადთან მიჰქონდათ და ზარადს მაღლა სწევდნენ. მეორე ვერსიით, ხელქვეითებს სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას ქუდი უნდა მოეხადათ. მაგრამ XVIII-XIX საუკუნეებში თავსაბურავები საკმაოდ დიდები იყო და ამის გამო მხოლოდ ხელის ქუდთან მიტანით კმაყოფილდებოდნენ.


მაღლა აწეული ცერა თითი


ეს ჟესტი მოწონების ან დასტურის ნიშნად იხმარება. ის ძველ რომში წარმოიშვა. დამარცხებული გლადიატორის ბედს მაყურებელი ცერა თითით წყვეტდა. ზემოთ აწეული ცერი დამარცხებულს სიცოცხლეს ჩუქნიდა, დაბლა დაწეული კი სიკვდილს უქადდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში