იცით თუ არა

ხელები ზურგს უკან - რას ნიშნავს თანამოსაუბრის ეს ჟესტი?

fun time

16:00 სამ. 1 ივნისი, 2021 წელი

ხელები ზურგს უკან - რას
ნიშნავს ეს ჟესტი?

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ სხეულის პოზა და სახის გამომეტყველება არასოდეს იტყუება. რაზე მეტყველებს, როცა თქვენი თანამოსაუბრე, ქალი ან მამაკაცი, მუდმივად ცდილობს, ხელების ზურგს უკან დაიწყოს, ეს უბრალო ჩვევაა თუ კონკრეტული მინიშნება?

შესაძლოა ეს მართლაც ჩვევაა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვევა თავისთავად არასდროს ჩნდება.

თუ საუბრის დროს ადამიანს ხელები ზურგს უკან აქვს, ხოლო ნიკაპი ოდნავ წამოწეული, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს:

ის თავს გრძნობს გარშემომყოფებზე მაღლა. ასეთი ადამიანი შინაგანად მტკიცედ დარწმუნებულია საკუთარ თავში და მყარი ცხოვრებისეული პოზიცია აქვს. ყურადღება მიაქციეთ, როგორი ადამიანები იყენებენ ამ ჟესტს ყველაზე ხშირად. როგორც წესი, ეს პოლიტიკოსების და ლიდერების საყვარელი პოზაა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის თავდაჯერებაზე იმ შემთხვევაში მეტყველებს, თუკი ერთ ხელს მეორე მაჯით უჭირავს.

თუ ერთი ხელით მეორე ხელის მაჯას ან იდაყვს იჭერს, ეს საპირისპირო ნიშანია და მიუთითებს შემდეგზე:

ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს და არ სურს ამის დემონსტრირება. ასეთი ჟესტით ის თითქოს საკუთარ თავს მოუწოდებს „თავი ხელში აიყვანე“.

როგორ მოვიქცეთ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელიც თავის უპირატესობას გამოხატავს? პასუხი მარტივია: ყველაფერი გააკეთეთ, რომ მასზე სუსტი არ გამოჩნდეთ. ეცადეთ, მასთან ურთიერთობა თანასწორი პოზიციიდან გააგრძელოთ, თორემ მის პატივისცემას დაკარგავთ. თქვენ ასეთ ადამიანთან დარწმუნებით უნდა ისაუბროთ, თქვენი უფლებების თანასწორობის პოზიციიდან.
თუ ასეთი ჟესტი თანამოსაუბრეს კამათის დროს შეამჩნიეთ, მზად იყავით, რომ დღეს თქვენს პოზიციას არ დაეთანხმება, ხოლო ხვალ თქვენს იდეებს საკუთარ იდეებად გაასაღებს, ოღონდ ოდნავ შეცვლის.

ზოგჯერ ადამიანი საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას არა მხოლოდ ჟესტით, არამედ სიტყვებით და საქმითაც ცდილობს. ასეთ ვითარებაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და გაბრაზების ნაცვლად, თავისი ადგილისკენ უნდა მიუთითოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია