თვალის ჩაკვრა - ფსიქოლოგიური მნიშვნელობა
14:00 ოთხ. 24 თებერვალი, 2021 წელი
თვალის ჩაკვრა - ეს არის ერთგვარი საიდუმლო სიგნალი იმ ადამიანისთვის, რომლისკენაც მზერაა მიმართული. მეორე თვალი კი, რომელიც ინტიმურ ჟესტში არ მონაწილეობს, ღიაა დანარჩენი მსოფლიოსთვის.
თვალის ჩაკვრა შეიძლება შემსრულებლისა და მიმღების შორის შეთქმულების შეთავაზებას ნიშნავდეს. ზოგჯერ თვალის ერთი ჩაკვრაც საკმარისია დაძაბული ატმოსფეროს შესაქმნელად!
ფოტოზე: ავსტრალიის 28-ე პრემიერ-მინისტრი (2013 -2015წ.წ.) ტონი ებოტი.
ავსტრიის პრემიერ-მინისტრ ტონი ებოტს ეს თვალის ჩაკვრა, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, სექსისტურად შეუფასეს და ტვიტერში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. საქმე ის არის, რომ პრემიერი მოსახლეობის სატელეფონო კითხვებს პასუხობდა და ერთ-ერთ ქალთან დიალოგის დასრულებისას გააკეთა ეს ჟესტი. როგორ თავად ებოტი განმარტავდა, მან ჟურნალისტს ანიშნა, რომ მსმენელის შემდეგი კითხვის მოსასმენად მზად იყო.
მეორე მხრივ, თვალის ჩაკვრა განზრახვის კოდია და მეგობრული გრძნობების გაზიარების სურვილს, ემოციური კავშირის განვითარების იმედს ან პატივისცემას გამოხატავს. ხშირად, ერთი თვალის დახამხამებაც საკმარისია, რომ აგრესია განეიტრალდეს.
თვალის ჩაკვრამ შეიძლება ჩაანაცვლოს შემთხვევითი თანამგზავრის თავაზიანი ღიმილი. ეს გამოწვევა არაა, უფრო თანაგრძნობის ჟესტია, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის გაცვლის საშუალება, ვიდრე უღიმღამო ღიმილი ან უბრალო ხელის ჩამორთმევაა.
ცდუნება თუ სინაზე?
თვალის დახამხამება ჟესტია, რომელიც გულისხმობს თანამონაწილეობას მოქმედ პირსა და მას შორის, ვისაც ეს ჟესტი ეძღვნება. „მე და შენ გვაერთიანებს საქმე, რომელიც ყველასთვის საიდუმლოა! - ასეთია თვალის ჩაკვრის გზავნილი.
თვალის ჩაკვრა სექსუალურ გამოწვევად ჩანს, როდესაც უცხო ადამიანისკენ არის მიმართული. ეს მოწოდებაა საპასუხო რეაქციისკენ და ხშირად სახის კომიკური გამომეტყველება ახლავს.
თვალის ჩაკვრის ენა
თვალის ჩაკვრა ყოველთვის თანაგრძნობაზე ან თანამონაწილეობაზე არ მეტყველებს. ყველაფერი დამოკიდებულია კონტექსტზე, რომელიც თვალის ჩაკვრას წინ უსწრებდა და ადამიანზე, ვისთვისაც ის არის განკუთვნილი. მნიშვნელოვანია, რომელი თვალით უფრო გიადვილდებათ ამ ჟესტის ჩატარება, რადგან ის ყოველთვის უცვლელად მეორდება.
სცადეთ თვალის ჩაკვრა ჯერ მარცხენა თვალით, შემდეგ კი მარჯვენათი. რომლით უფრო მოსახერხებელია? რომელი თვალის დახამხამებაა თქვენთვის უფრო კომფორტული? მიუხედავად იმისა, რომ თვალის ჩაკვრა ორივე თვალით მოსახერხებელია, რეფლექსურად მხოლოდ ერთს ვირჩევთ.
მარჯვენა თვალის ჩაკვრა
მარცხენა თვალი ემოციებია, ხოლო მარჯვენა - გონება. შესაბამისად, როდესაც მარჯვენა თვალი იხურება, ხოლო მარცხენა ღია რჩება, გონებაზე ემოცია იმარჯვებს. ეს მაცდური, თინეიჯერული თვალის ჩაკვრა ანიშნებს „მომწონხარ!“. ეს არის კომპლიმენტი ვალდებულების გარეშე, უბრალოდ პოზიტიური ავანსი.
მარჯვენა თვალის ჩაკვრა ახასიათებს ადამიანს, რომელიც ცდილობს ემოციური ან პროფესიული კავშირი დაამყაროს პირთან, ვისაც ეს ჟესტი ეკუთვნის. ეს ჟესტი მხოლოდ სიმპათიასა და ემპათიას გამოხატავს.
მარცხენა თვალის ჩაკვრა
როგორც წესი, ეს სიმპათიის გამომხატველი ჟესტია და ემოციურ და მგრძნობიარე ადამიანებს ახასიათებთ. მარცხენა თვალის ჩაკვრა უფრო მეგობრულია, ვიდრე მარჯვენა თვალის.
ფოტოზე: დონალდ ტრამპი, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი
ფოტოზე: რაჰულ განდი, ინდოეთის პარლამენტის წევრი. განდების შთამომავალი
ფოტოზე: ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი
ფოტოზე: ბარაკ ობამა, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი
ფოტოზე: ჯორჯ ბუში (უმცროსი), აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი და ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი (ზურგით)
სიახლეები ამავე კატეგორიიდან