Fun-ტესტი

დაიხედეთ ხელისგულზე - რას ამბობს თქვენი გულის ხაზი?

fun time

15:55 ხუთ. 29 სექტემბერი, 2022 წელი

გულის ხაზი ხელისგულზე

14
დაკოპირებულია

ხელისგულზე არსებულ ხაზებს შორის გულის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა. ის მოგვითხრობს ხელისგულის პატრონის უნარზე, გამონახოს საერთო ენა ადამიანებთან და მისი ხასიათის ემოციურობაზე.

გულის ხაზი ხელისგულს კვეთს - საჩვენებელი და შუა თითებიდან ნეკა თითის კიდემდე.

დაიხედეთ მარჯვენა ხელისგულზე, შეადარეთ თქვენი გულის ხაზი სურათს და შესაბამისი ახსნა წაიკითხეთ:

ვარიანტი 1:

თუ თქვენი გულის ხაზი პირდაპირ შუა თითიდან იწყება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ლიდერის თვისებებით გამოირჩევით, ამბიციური, დამოუკიდებელი და ჭკვიანი ხართ; უნარი გაქვთ, სწორად შეაფასოთ სიტუაცია და მიიღოთ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება. ირგვლივ მყოფთა თვალში საკმაოდ ცივი და ანგარიშიანი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებთ, ამის მიზეზი თქვენში დიდი დოზით არსებული თავდაჭერილობის უნარია.

ვარიანტი 2:

თუ გულის ხაზი შუა და საჩვენებელ თითებს შორის იწყება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ყოველთვის ცდილობთ, კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. ფრთხილი და წინდახედული ხართ. მეგობრები და ოჯახი წევრები გენდობიან და იციან, რომ შეიძლება, ნებისმიერ საქმეში დაგეყრდნონ.

ვარიანტი 3:

თუ თქვენი გულის ხაზი პირდაპირ საჩვენებელი თითიდან იწყება, თქვენ სერიოზული ტაქტიკოსი და სტრატეგი ბრძანდებით. წვრილმან საქმეებზე დროს არ კარგავთ. თქვენ დიდი მიღწევებისთვის ხართ დაბადებული. პერფექციონისტი - ასეთ შეფასებას გაძლევთ ყველა, ვისთანაც საქმე გაქვთ.

ვარიანტი 4:

თუ თქვენი გულის ხაზი საჩვენებელ და ცერა თითებს შორის იწყება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ საოცრად მომთმენი და მზრუნველი ხართ. თბილი ადამიანური ურთიერთობები თქვენთვის ბევრს ნიშნავს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი ურთიერთობების სანაცვლოდ საკუთარ პრინციპებზე არასდროს ამბობთ უარს.

ასევე საინტერესოა:

რას ნიშნავს, როცა მარჯვენა ხელისგული ან სხეულის სხვა ნაწილები გექავებათ



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

შეავსეთ ტესტი და გაიგეთ, წელიწადის...

წელიწადის რომელი დრო ხართ

მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი — გაბედუ...

FUN-ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი — ამოხსენით თქვე...

ფსიქოლოგიური ტესტი —
ამოხსენით თქვენი
პიროვნების საიდუმლო

რა ფერის ვარ შენთვის? — იკითხეთ და...

What color am I?

ჩაიხედეთ საკუთარ თავში - ფსიქოლოგიუ...

ჩაიხედეთ საკუთარ თავში -
ფსიქოლოგიური ტესტი

რომელია ბედნიერი ოჯახი?

ტესტი - ოჯახი

გაიგეთ, რა გელით უახლოეს მომავალში

ტესტი: აირჩიეთ ერთი ნახატი

ტესტი: გამოიცანით 5 წამში, რომელია...

IQ ტესტი

ფსიქოლოგიური ტესტი - აირჩიეთ კატა დ...

ფსიქოლოგიური ტესტი -
აირჩიეთ კატა