იცით თუ არა

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით კაკუნს?

fun time

17:31

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

14
დაკოპირებულია

კოდალა პატარა ფრინველია, რომელსაც შეუძლია საკვების მოსაპოვებლად (მწერებისა და მათი მატლების მოსაძიებლად) საათობით შეუსვენებლად აკაკუნოს ხეზე.

ხის ტოტებზე კაკუნითა და მწერების განადგურებით კოდალა ტყეს გახმობისაგან იცავს, ამიტომ „ტყის სანიტარი“ შეარქვეს.

ფრინველი ხეს წამში, დაახლოებით, 20-ჯერ ურტყამს. ამ დროს მისი თავის ტვინი იღებს გადატვირთვას, რომელიც მიზიდულობის ძალას 1200-ჯერ აღემატება.

შედარებისთვის — ადამიანმა რომ ასეთი დარტყმა მიიღოს, ტვინის შერყევას ან სიკვდილს გამოიწვევს, ამიტომ წლების განმავლობაში გაუგებარი რჩებოდა — როგორ ახერხებს ეს პატარა არსება ასეთი უზარმაზარი დატვირთვის გაძლებას სხეულის დაზიანების გარეშე? და აი, მეცნიერებმა, როგორც იქნა, ეს ფენომენი ახსნეს.

ფრინველი ხეზე ნისკარტს წამში, დაახლოებით, 6-7 მეტრის სიჩქარით ურტყამს, მყისიერი შეჩერებისას კი ორგანიზმი 1000-დან 1400 G-მდე დატვირთვას განიცდის.

შედარებისთვის — მფრინავები უკვე 9 G-ზე გონებას კარგავენ, ხოლო მძიმე ავტოკატასტროფის დროს ადამიანი წამიერად 100 G დატვირთვას იღებს, რაც მნიშვნელოვან შინაგან დაზიანებებს იწვევს. ეს პატარა ფრინველი კი რამდენიმე საათის განმავლობაში ავტოკატასტროფაზე 10-15-ჯერ მეტ დატვირთვას ათასჯერ განიცდის და თავს მაინც შესანიშნავად გრძნობს.

ინჟინრები და ზოოლოგები ამ საიდუმლოზე ათწლეულების განმავლობაში თავს იმტვრევდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ კოდალას თავის ქალაში ერთგვარი „ამორტიზატორი“ ან ავტომობილის ბამპერის ანალოგი ჰქონდა, რაც დარტყმის ძალას ამცირებდა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებულმა კვლევებმა ეს ვარაუდი უარყო.

რა ხდება დარტყმისას?

როდესაც მეცნიერებმა კოდალას კაკუნის მაქსიმალურად შენელებული ვიდეოჩანაწერი შეისწავლეს აღმოჩნდა, რომ კაკუნებს შორის შუალედში, „დამუხრუჭებისას“ თავის ყველა ელემენტი ერთდროულად ჩერდება. ეს თავის ქალას საშუალებას აძლევს, დარტყმის ძალა ისე შთანთქას, რომ კუნთებს ნაკლები დატვირთვა დააწვეს. ფაქტობრივად, ამ დროს ფრინველის თავი ერთიანი, ძალიან მყარი სხეულია — თითქოს ფოლადისგან ჩამოსხმული ურო იყოს.

და მაინც, როგორ უძლებს ტვინი ასეთ ბიძგებს დაზიანების გარეშე?

პასუხი ზოოლოგებმა მასისა და ძალის თანაფარდობაში იპოვეს. საქმე ისაა, რომ კოდალას ტვინი რამდენიმე გრამს იწონის. ფიზიკის კანონებიდან კი ვიცით, რომ ძალა მასისა და აჩქარების ნამრავლია. შესაბამისად, ტვინის მცირე ზომის გამო, მასზე მოქმედი დამუხრუჭების ძალაც ძალიან მცირეა, რაც უჯრედებსა და ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს.

გარდა ამისა, კოდალას გადარჩენაში ეხმარება:

სპეციალური ძვალი (ჰიოიდი) ეს ენის ძვალია, რომელიც თავის ქალას გარშემო აქვს შემოვლებული და უსაფრთხოების ღვედის / „აირბაგის“ ფუნქციას ასრულებს.

მჭიდრო თავის ქალა ტვინსა და თავის ქალას შორის სითხე თითქმის არ არის, რაც ტვინს შიგნიდან „მოძრაობასა“ და დარტყმის ტალღისგან იცავს.

გრძელი ენაკოდალას ენა იმდენად გრძელია, რომ პირის ღრუში ვერ დაეტეოდა! ამიტომ, ენის ფესვი თავის ქალას გარშემო არის დახვეული (მარჯვენა ნესტოდან იწყება, თავის ქალას უვლის და პირში გამოდის). ენის წვერი წებოვანია და პატარა ეკლები აქვს, რაც ხის სიღრმეში დამალული მწერებისა და ლარვების იოლად ამოყვანაში ეხმარება.

სათვალედაპირბადეროდესაც კოდალა ხეს ხვრეტს, ხის ქერქისა და მტვრის ნაწილაკები ჰაერში ნაპერწკლებივით ცვივა, ამიტომ დარტყმის ყოველ მილიწამში კოდალა თვალის შიდა (მესამე) ქუთუთოს ხურავს, რომ თვალები არ დაუზიანდეს. ამავე დროს ფრინველს ნესტოები დაფარული აქვს სპეციალური ბუმბულებით, რომლებიც მტვერს სასუნთქ გზებში არ უშვებს.

კუდიკოდალას კუდის ბუმბული ძალიან უხეში და მაგარია. როდესაც ფრინველი ხის ვერტიკალურ ზედაპირზე ზის, კუდს ხეს აბჯენს და მას სამფეხა დასადგამივით (შტატივივით) იყენებს. ეს საშუალებას აძლევს, დარტყმისას წონასწორობა შეინარჩუნოს.

ზემოთქმულის გარდა, ხეზე კაკუნის პროცესიც რისკების შემცირებაზეა გათვლილი:

კოდალა ხეს ზუსტად პერპენდიკულარულად ურტყამს. ეს ყველაზე უსაფრთხო ვექტორია, რადგან ტრავმები, როგორც წესი, კუთხური დარტყმებისა და თავის გვერდით გადახრისას მიიღება.

ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ეს პატარა ჩიტი ბუნების ნამდვილი საოცრებაა!

***
ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღირებული ბუმბული აქვს!

რატომ მიფრინავენ გადამფრენი ფრინველები V წყობით?

რატომ დებს გუგული კვერცხებს სხვის ბუდეში? - მეცნიერებმა ფრინველის საიდუმლო ამოხსნეს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream