იცით თუ არა

სამუშაო საათები მსოფლიოში - ქვეყნები ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები სამუშაო დროით

fun time

17:27 ოთხ. 29 ნოემბერი, 2023 წელი

შრომაჰოლიკი

14
დაკოპირებულია

სულ ახლახან ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა, არაერთი წარმატებული ტელეშოუს შემქმნელმა და მულტიმილიონერმა საიმონ ქოუელმა განაცხადა: „ვფიქრობ, კვირაში 5 დღე არავინ უნდა მუშაობდეს, ეს უაზრობაა“.

 

სავალდებულო სამუშაო საათების საშუალო წლიური რაოდენობა ერთ თანამშრომელზე, (2018 წლის მონაცემები):

5 ქვეყანა სამუშაო საათების მაქსიმალური დროით:

  • მექსიკა 2148 საათი
  • კოსტა-რიკა 2121 საათი
  • სამხრეთ კორეა 2005 საათი
  • რუსეთი 1972 საათი
  • საბერძნეთი 1956 საათი

5 ქვეყანა სამუშაო საათების მინიმალური დროით:

  • გერმანია 1363 საათი
  • დანია 1392 საათი
  • ნორვეგია 1416 საათი
  • ნიდერლანდები 1433 საათი
  • შვეიცარია 1459 საათი

***

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, იმ ქვეყნების რეიტინგში, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო საათია და მექსიკა, კოსტა რიკა და სამხრეთ კორეა ლიდერობენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს სამეული არ შეცვლილა. შარშან სამხრეთ კორეაში მაქსიმალური სამუშაო კვირა 68 საათიდან 52 საათამდე შემცირდა.

გერმანია კი, როგორც ნახეთ, ყველაზე ნაკლები სამუშაო საათების მქონე ქვეყნების სიაში ლიდერობს.

***

თუმცა, სამუშაო საათების ხანგრძლივობა ავტომატურად არ ნიშნავს შრომის ნაყოფიერებას. მაგალითად, გერმანიის მშპ ყოველ საათზე ორჯერ აღემატება სამხრეთ კორეის ან საბერძნეთის მშპ-ს, რომლებიც ყველაზე შრომისმოყვარე ქვეყნების ხუთეულში არიან და სამჯერ - მექსიკისას.

***

ჯერ კიდევ ჰენრი ფორდმა აღმოაჩინა, რომ სამუშაო კვირის 60-იდან 40 საათამდე შემცირება შრომის ნაყოფიერებას ზრდის.

კარგად დასვენებული მუშები უკეთ მუშაობენ - აღნიშნავენ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები.

უძრავი ქონების მართვის სფეროში მომუშავე ახალზელანდიურმა კომპანიამ ექსპერიმენტის სახით 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესა, თუმცა ანაზღაურება არ შეუცვლია და აღმოჩნდა, რომ სამუშაო კვირის 20%-ით შემცირებისას თანამშრომლები 20%-ით უფრო პროდუქტიულები გახდნენ.

ზოგი კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ შემცირებულმა სამუშაო კვირამ თანამშრომლებს საშუალება მისცა, გამოთავისუფლებული დრო ოჯახის წევრებისთვის, ვარჯიშისთვის, კულინარიისა და სხვა ჰობისთვის დაეთმოთ. შედეგად, მათი მენტალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რამაც ისინი მეტად მოტივირებულები და პროდუქტიულები გახადა.

***

იაპონიაში, სადაც შრომისმოყვარეობას ბავშვობიდან ასწავლიან, არსებობს ისეთი ფენომენი, როგორიცაა karoshi, რაც „ზედმეტი შრომისგან სიკვდილს“ ნიშნავს. ამ ფენომენთან საბრძოლველად, იაპონური კომპანიები გარკვეულ დროს საოფისე განათებებს თიშავენ, თუმცა არაფერს აკეთებენ სამუშაოს მოცულობის შესამცირებლად. ვადებში რომ ჩაეტიოს, ბევრი კომპანიის თანამშრომელი იძულებულია, რომ სამსახურში სამუშაო დროზე ადრე გამოცხადდეს ან სამუშაო სახლში წაიღოს.

გარე ფოტოზე:

Workaholic (შრომაჰოლიკი);

ეს სკულპტურა ერთ-ერთი დიდი კორპორაციის შესასვლელთან დგას ლოს-ანჯელესში (Figueroa Street, Los Angeles) და თითქოს შეგვახსენებს: არ დაკარგოთ თავი ფულის საშოვნელად გამართულ რბოლაში.

ესეც ნახეთ:

დრო და ოჯახური ურთიერთობები - დრო ბუმერანგივით მუშაობს (ვიდეო)


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ და როდის გამოიგონა ცხვირსახოცი?

ვინ და როდის გამოიგონა
ცხვირსახოცი?

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული...

მზესუმზირა ბირთვული
კატასტროფის ადგილებში

რატომ უყვართ მოხუცებს სიარულისას ხე...

რატომ უყვართ მოხუცებს
სიარულისას ხელების ზურგს
უკან დაწყობა

ვინ იყო ანდერს ცელსიუსი?

ვინ იყო ცელსიუსი?

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა