ურთიერთობა

ხელგაშლილობა - როგორ აშოვნინა ამ გადაწყვეტილებამ მეწარმე ფორდს მილიარდი?

fun time

14:44 ოთხ. 9 თებერვალი, 2022 წელი

ჰენრი ფორდის ცხოვრება

14
დაკოპირებულია

კონკურენტები ამ გადაწყვეტილების გამო დასცინოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ავტომობილების მწარმოებელი მალე გაკოტრდებოდა...

ჰენრი ფორდი გასული საუკუნის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელსაც ხალხის მასებისთვის ხელმისაწვდომი ავტომობილის შექმნის იდეა მოსვენებას არ აძლევდა.

1903 წელს მან „ფორდის ავტოკომპანია დააფუძნა, ავტომობილების მასობრივი წარმოება დაიწყო და სამანქანო ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. მალე ფორდის მანქანა ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ავტომობილი უფრო ფუფუნების საგანი იყო, ვიდრე გადაადგილების საშუალება, მაგრამ ჰენრი ფორდი ოცნებობდა, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს მისი იაფი, საიმედო და ელეგანტური ავტომობილი ემართა.

ფორდმა ავტომობილის ფასის თანდათან შემცირების გზით მასობრივი წარმოების დაწყება გადაწყვიტა. მიზნის მისაღწევად მეწარმემ ბევრი კრეატიული ნაბიჯი გადადგა, რითაც კონკურენტები გააოცა. ერთ-ერთ კი ასეთი იყო:

ფორდმა თავის მუშებს ხელფასები გაუზარდა, რათა მისი მანქანების ყიდვა შესძლებოდათ:

1914 წლის 12 იანვარს ფორდმა თავისი მუშებისთვის ყოველდღიური ანაზღაურების მინიმალურის ოდენობა დაადგინა და სამუშაო დღე რვა საათამდე შეამცირა.

დღეში 5 დოლარი, რასაც ფორდი თავის მუშებს უხდიდა, მისი კონკურენტების მუშების ხელფასს ორჯერ აღემატებოდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ ფორდი მალე გაკოტრდებოდა, თუმცა, შედეგები საპირისპირო აღმოჩნდა - ფორდის ქარხნებიდან მუშების გადინება შეწყდა და სამუშაოს ხარისხი გაუმჯობესდა. სამუშაო ადგილები რომ არ დაეკარგათ, მუშები გულმოდგინედ შრომობდნენ.

როგორც გამჭრიახი მეწარმე ვარაუდობდა, მისმა ხრიკმა ახალი კადრების მოზიდვისთვის საჭირო ხარჯები და წუნიანი პროდუქციის რაოდენობა შეამცირა.

გარდა ამისა, ხელფასების გაზრდის შემდეგ ფორდის საწარმოები და ავტომობილები მთელ ქვეყანაში პოპულარული გახადა და შეერთებულ შტატებში საშუალო კლასის ჩამოყალიბებას დაეხმარა.

ხელფასების გაზრდის შემდეგ ფინანსურად უზრუნველყოფილ მუშებს უკვე შეეძლოთ, რომ თავისივე წარმოებული პროდუქცია შეეძინათ და საკუთარი სატრანსპორტო საშუალება ჰქონოდათ.

შედეგად, ჰენრი ფორდის ავტომობილებს უამრავი ახალი მომხმარებელი გამოუჩნდა. 1920-იანი წლების დასაწყისისთვის ფორდი იმაზე მეტ ავტომობილს უშვებდა ვიდრე ყველა მისი კონკურენტი ერთად აღებული. აშშ-ში ყოველდღიურად გაყიდული 10 ავტომობილიდან შვიდსს FORD-ის ლოგო ამშვენებდა.

განსაკუთრებული ბიზნესუნარებისა და წარმატებული საკადრო პოლიტიკის წყალობით ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება მილიარდ აშშ დოლარამდე (დღევანდელი 40 მლრდ) გაზარდა და სათავე დაუდო საავტომობილო წარმოებას.

ჰენრი ფორდი 83 წლის ასაკში, 1947 წელს გარდაიცვალა. მისი კომპანია დღესაც ავტომობილების წარმოების მოცულობით მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ადგილზეა.

ფორდის მიერ დანერგილი წარმოების და ბიზნესის მართვის ბევრი პრინციპი დღესაც აქტუალურია:

„მხოლოდ ორი სტიმული აიძულებს ხალხს მუშაობას: ხელფასის მიღების წყურვილი და მისი დაკარგვის შიში“.

⭕⭕⭕

რატომ უხდიდა გენიოსი ჰენრი ფორდი მუშებს ფულს მაშინ, როცა ისინი ისვენებდნენ?

მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი

ვინ იყო პლანეტის პირველი ოფიციალური მილიარდერი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად