იცით თუ არა

რატომ უხდიდა ჰენრი ფორდი მუშებს ფულს მაშინ, როცა ისინი ისვენებდნენ?

fun time

18:00 ხუთ. 18 თებერვალი, 2021 წელი

ჰენრი ფორდი

14
დაკოპირებულია

ამერიკელმა მილიარდერმა და გენიოსმა ბიზნესმენმა ჰენრი ფორდმა სახელი იმით გაითქვა, რომ 1883 წელს საკუთარი მანქანის მოდელი შექმნა, ხოლო 1903 წელს „ფორდის ავტოკომპანია“ დააფუძნა. 1909 წელს კომპანიამ ავტომანქანების მასობრივი წარმოება დაიწყო და სამანქანო ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. მალე ფორდი ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.

ცნობილია, რომ 57 წლის ასაკში ჰენრი ფორდმა საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მის ქარხანაში არსებობდა მუშების ბრიგადა, რომელსაც მილიარდერი ფულს უსაქმურობასა და დასვენებაში უხდიდა.

ეს იყო სარემონტო ბრიგადა, რომლის მოვალეობა ფორდის ცნობილი კონვეიერის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა იყო.
ბრიგადის წევრებს ფულს იმ საათებისთვის უხდიდნენ, რომელსაც დასვენების ოთახში ატარებდნენ.
როგორც კი კონვეიერზე ავარია ხდებოდა, სარემონტო ბრიგადის მუშები დასვენების ოთახს ტოვებდნენ და კონვეიერის შეკეთებას იწყებდნენ.

აი, სწორედ ამ დროს მათი სახელფასო მრიცხველი ჩერდებოდა.
სწორედ ამიტომ სარემონტო ბრიგადა მაქსიმალურად ცდილობდა, კონვეიერის რემონტი უმოკლეს დროში და ხარისხიანად ჩაეტარებინა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით