სილამაზე/ჯანმრთელობა

კვლევა: ღამით განათება ინსულტის რისკს ზრდის

fun time

15:53 შაბ. 21 მარტი

ღამით განათებულში ძილი

14
დაკოპირებულია

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამის განათებამ შეიძლება ჩვენს ჯანმრთელობაზე უკიდურესად უარყოფითი გავლენა მოახდინოს და გულის დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდოს. როგორც ირკვევა, ღამით ოთახში დაბალი ინტენსივობის სინათლესაც კი უარყოფითი შედეგები აქვს.

ფლინდერსის უნივერსიტეტის (სამხრეთი ავსტრალია) მკვლევართა ჯგუფმა დღის და ღამის სინათლესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას შორის კავშირი შეისწავლა და დასკვნები JAMA Network-ში გამოაქვეყნა.

როგორც გაირკვა, ე.წ. სინათლის დაბინძურება ხასიათდება ღამის საათებში ხელოვნური სინათლის წყაროებიდან განათების ზრდით და კვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ამას ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

დაახლოებით, ორი წლის წინ ჟურნალ Frontiers in Neuroscience-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ სინათლით დაბინძურება ალცჰაიმერით დაავადების რისკს ზრდის.

გარდა ამისა, 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ღამის განათებაზე ძილმა შეიძლება დიაბეტის, მაღალი არტერიული წნევის და სიმსუქნის განვითარებას შეუწყოს ხელი.

მკვლევართა ჯგუფმა, დოქტორ დენიელ ვინდრედის ხელმძღვანელობით, შეისწავლა სინათლის ზემოქმედების გავლენა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკზე და 9.5 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების მიხედვით დაასკვნა:

კვლევის მონაწილეებს, რომლებიც ღამეებს ძალიან ნათელ შუქზე ატარებდნენ, გულის კორონარული დაავადების, გულის შეტევების, გულის უკმარისობის, წინაგულების ფიბრილაციის და ინსულტის რისკი მნიშვნელოვნად მაღალი ჰქონდათ. მათ გულის უკმარისობის რისკი 56%-ით, ხოლო გულის შეტევის რისკი - 47%-ით მაღალი ჰქონდათ კვლევის იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებსაც ღამე ბნელ ოთახში ეძინათ, იუწყება კვლევითი ჯგუფი.

„ეს არის პირველი მასშტაბური კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ღამის სინათლის ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძლიერი და დამოუკიდებელი რისკფაქტორია. ღამით, როცა ჩვეულებრივ, ბნელა სინათლის მუდმივი ზემოქმედებით, თქვენს ბიოლოგიურ საათს არღვევთ და გულის საშიში დაავადების განვითარების რისკს ზრდით“ - აღნიშნავს დენიელ ვინდრედი.

მკვლევრები ამბობენ, რომ ღამის სინათლის ზემოქმედება შეიძლება მარტივად შევამციროთ - ფანჯრებზე ჩამოვკიდოთ სქელი ფარდები და საძინებლიდან გავიტანოთ სინათლის წყაროები.

„ისეთი ჩვევები, როგორიცაა ღამით, ლოგინში ტელეფონის „სქროლვა“, ტელევიზორის ყურება ან საძინებელში სანათის შუქზე დაძინება, შეიძლება პოტენციურად მავნე ზემოქმედებად განვიხილოთ. სუსტმა შუქმაც კი შეიძლება დაარღვიოს თქვენი სხეულის ბუნებრივი რიტმი,“ - ამბობენ მეცნიერები.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ღამით ჩაბნელებულ ოთახში ძილი გულ-სისხლძარღვთა რისკის შესამცირებლად პერსპექტიული მიდგომაა.

***

3 მიზეზი, რატომ არ შეიძლება დასამუხტად შეერთებული ტელეფონთან ახლოს ძილი~

საზიანოა თუ არა ტელევიზორთან ძილი?

რატომ არის სასარგებლო გრილ ოთახში ძილი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?