სილამაზე/ჯანმრთელობა

თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები

fun time

16:21

თაფლის სანთლის
სამკურნალო თვისებები

14
დაკოპირებულია

ადამიანებმა პირველი სანთლების დამზადება 3 000-ზე მეტი წლის წინ, ძველ ეგვიპტეში, თევზისა და ცხოველების ცხიმისგან დაიწყეს. ეს იყო ცხიმით სავსე პატარა ჭურჭელი, რომელშიც ფითილს უშვებდნენ.

რომაელები ცხიმში დახვეულ პაპირუსს ავლებდნენ, რომელიც გაციების შემდეგ დიდხანს იწვოდა. ჩინელები და იაპონელები ფითილისთვის ბრინჯის ქაღალდს იყენებდნენ, ხოლო ამერიკელი ინდიელები სანთლებს ფიჭვის ფისისგან ამზადებდნენ.

ფუტკრის ცვილის სანთლები შუა საუკუნეებში გამოჩნდა. ცხიმისგან დამზადებული სანთლებისგან განსხვავებით, ცვილის სანთელი მურს არ გამოყოფდა და უსიამოვნო სუნი არ ჰქონდა, თუმცა მისი მოპოვება რთული იყო, ძვირი ღირდა და მხოლოდ არისტოკრატია და ეკლესია იყენებდა.

1850 წელს, როდესაც პარაფინი გამოიგონეს, სანთლები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, პარაფინის სანთელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის.

პარაფინის სანთლის ზიანი

პარაფინის სანთელი კანცეროგენული და ტოქსიკურია — წვისას ის ბენზოლსა და ტოლუოლს გამოყოფს.

ბენზოლს ძლიერი ალერგიული მოქმედება ახასიათებს.

ტოქსიკური ტოლუოლი მოწამვლასა და ენდოკრინულ დარღვევებს იწვევს, შრომისუნარიანობას აქვეითებს და ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედებში გროვდება.

ასეთ სანთლებში შემავალი დიეთილფტალატი თავბრუს ხვევას, სუნთქვის რიტმის დარღვევას, თავის ტკივილსა და გულისრევას იწვევს. ხშირი ზემოქმედებისას კი ნერვულ და სასუნთქ სისტემებს აზიანებს და კიბოს განვითარებას ხელს უწყობს.

ეს ნივთიერებები ორსულებისა და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია.

  • პარაფინის სანთელს სხვა ნაკლოვანებებიც აქვს:
  • ჩაქრობისას ის მძიმე სუნის მქონე მურს გამოყოფს,
  • შეხებისას უსიამოვნო და ცხიმიანია.

პარაფინის სანთლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კვირაში არაუმეტეს 2-3-ჯერ, 30 წუთის განმავლობაში. მისი ნამწვის მთელი საღამოს მანძილზე სუნთქვა რამდენიმესაათიანი პასიური მწეველობის ტოლფასია.

პარაფინის სანთლის საუკეთესო ალტერნატივა ნამდვილი თაფლის სანთელია. ის არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ სასარგებლოცაა!

რა არის ფუტკრის ცვილი?

ფუტკარი ცვილს სპეციალური ჯირკვლების მეშვეობით, ფიჭის ასაშენებლად გამოიმუშავებს. ცვილის უჯრედებში ის შთამომავლობას ზრდის და თაფლს ინახავს. ყველაზე მაღალი ხარისხის ცვილს "ზაბრუსისგან" (ფიჭის სახურავები) იღებენ, რომლითაც ფუტკრები მწიფე თაფლიან უჯრედებს ლუქავენ, მეფუტკრე კი ამ თავსახურებს თაფლის გამოწურვამდე ჭრის. ეს ცვილი ლამაზი ყვითელი ფერისაა და თაფლის სუნი აქვს.

ფუტკრის ცვილი 300-ზე მეტ სხვადასხვა ნაერთს შეიცავს, მათ შორის: მინერალურ ნივთიერებებს, დინდგელს (პროპოლისს), ფისებს, ყვავილის მტვერს, A ვიტამინს, ბეტა-კაროტინს და ა.შ.
მას დამახასიათებელი, ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. ცვილი ოთახის ტემპერატურაზე მყარია, 38-40°-ზე რბილდება და ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, 70-73 ° -ზე კი თხევადი ხდება.

რატომ უნდა ავირჩიოთ თაფლის სანთლი?

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა:

თაფლის სანთელი ნამდვილი ბუნებრივი განძია.

ეს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი წვისას ანტიმიკრობულ ფერმენტებსა და სამკურნალო ეთერზეთებს გამოყოფს, რაც ჰაერს ასუფთავებს და განსაკუთრებით სასარგებლოა გრიპის ეპიდემიის დროს. სანთელში შემავალი ნივთიერებები პათოგენურ მიკრობებს ანადგურებენ და იმუნიტეტს აძლიერებენ. თაფლის სანთელს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება აქვს.

უნიკალური თვისებების გამო თაფლის სანთელი ხშირად გამოიყენება სამკურნალო მალამოების დასამზადებლად. მის ბაზაზე დამზადებული მალამოები საუკეთესოა ჭრილობებისა და დამწვრობებისთვის.

თაფლის სანთლის ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უწყობს დაზიანებული კანის სწრაფ აღდგენასა და ინფექციის თავიდან აცილებას.

თაფლის სანთლებს ხელოვნური არომატიზატორები არ სჭირდება. თაფლისა და ყვავილის მტვრის ნაზი სუნი ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, სიმშვიდეს გგვრის, სტრესისა და უარყოფითი ემოციებიდან გათავისუფლებაში გვეხმარება.

ბუნებრივი არომათერაპია შემოქმედებით ენერგიას ააქტიურებს და გონებრივ დაღლილობას ხსნის.

თაფლის სანთელი საუკეთესო საჩუქარია, რომელსაც ოჯახში ბედნიერება და მშვიდობა მოაქვს. ასეთი სანთლის ცეცხლს შეუძლია სახლში დაგროვილი უარყოფითი ენერგია, დაძაბულობა და სხვა „ენერგეტიკული ნაგავი“ დაწვას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა ვაშლის ყველაზე სასარგებ...

Golden Delicious

თეთრი, შავი და მწვანე თაფლი - რომელ...

რისთვის არის სასარგებლო
თეთრი, შავი და მწვანე
თაფლი?

კვლევა: ღამით განათება ინსულტის რის...

ღამით განათებულში ძილი

რომელი ხილი უნდა ჭამოთ გაზაფხულზე?

რომელი ხილი უნდა ჭამოთ
გაზაფხულზე?

CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო...

ბროკოლი - ყველაზე
სასარგებლო ბოსტნეული

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?

რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?

ხიზილალას სასარგებლო
თვისებები

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი