სილამაზე/ჯანმრთელობა

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია - რაზე მეტყველებს ფრჩხილის პათოლოგიები?

fun time

18:50

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

14
დაკოპირებულია

საკუთარი ფრჩხილების გარეგნულ ცვლილებებს ყველა ამჩნევს, თუმცა ბევრი სათანადო ყურადღებას არ აქცევს. სინამდვილეში, ფრჩხილი ჯანმრთელობის ერთგვარი სარკეა, რომელიც შინაგან პროცესებს ირეკლავს.

შესაბამისად, ის, რაც კოსმეტიკური ნაკლი ჰგონიათ, შეიძლება ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალი იყოს. ფრჩხილის თითოეული ცვლილება შესაძლოა საკვები ნივთიერებების უკმარისობაზე, ჰორმონალურ დარღვევებზე ან სერიოზულ დაავადებებზეც კი მიუთითებდეს.

ჩვენ გიამბობთ რატომ კარგავს ფრჩხილი სილამაზეს და რა უნდა გავაკეთოთ მის დასაბრუნებლად.

ვერტიკალური ზოლები

ვერტიკალური ზოლები ფრჩხილის პათოლოგიების ყველაზე გავრცელებული ტიპია. მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ასაკობრივი ცვლილებები, დეჰიდრატაცია (გაუწყლოება), ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა, ფრჩხილის ტრავმა (ფუძის დაზიანებამ, სადაც ფრჩხილი ყალიბდება შეიძლება მუდმივი ან დროებითი უსწორმასწორობა გამოიწვიოს), სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სომატური დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ჰიპოთირეოზი ან ჰიპერთირეოზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ართრიტი და სახსრების სხვა ანთებითი დაავადებები, ფსორიაზი და ეგზემა).

ჰორიზონტალური ზოლები

ფრჩხილზე განივი ზოლები, რომლებიც ბოს (Beau) ხაზების სახელითაა ცნობილი, უფრო სერიოზული სიგნალია, რადგან ისინი ფრჩხილის ზრდის დროებით, მაგრამ მნიშვნელოვან შეჩერებაზე ან შენელებაზე მიუთითებენ.

ბოს ხაზების გამომწვევი მიზეზებია:

მწვავე დაავადებები, ძლიერი ფიზიკური თუ ემოციური სტრესი, მაღალი სიცხე, მძიმე ინფექციური დაავადებების (გრიპი, პნევმონია).

ჰორიზონტალური ზოლები ასახავენ პერიოდს, როდესაც ორგანიზმი პრობლემასთან ბრძოლით იყო დაკავებული და ფრჩხილის ზრდა დროებით შეაფერხა.

ცილის დეფიციტი: ვინაიდან კერატინი (ფრჩხილის ძირითადი სამშენებლო მასალა) ცილაა, რაციონში მისი მწვავე ნაკლებობა იწვევს ჰორიზონტალური ხაზების წარმოქმნას.

მედიკამენტების მიღება: ზოგიერთმა პრეპარატმა, განსაკუთრებით, ქიმიოთერაპიულმა საშუალებებმა, შესაძლოა ბოს ხაზების გაჩენა გამოიწვიოს.

ფრჩხილის ბუნებრივი ბზინვარების დაკარგვის მიზეზები:

ფრჩხილებს, ისევე როგორც კანს, ტენიანობა სჭირდება. მშრალი ფრჩხილი მქრქალი და მტვრევადი ხდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს წყლის ნაკლებობა, წყალთან ხშირი კონტაქტი დამცავი ხელთათმანების გარეშე ან აგრესიული სარეცხი საშუალებები.

აცეტონის შემცველი სითხეები და დაბალი ხარისხის ლაქები აშრობს და აზიანებს ფრჩხილის ფირფიტას.

ფრჩხილის ზედაპირის გადამეტებული გაქლიბვა, გელ-ლაქის მუდმივი, შესვენების გარეშე გამოყენება და მისი არასწორი მოცილების ტექნიკა ფრჩხილს ასუსტებს.

ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი

ბიოტინი (B7) ცნობილია, როგორც „სილამაზის ვიტამინი“. მისი ნაკლებობა იწვევს ფრჩხილის აშრევებას, მტვრევადობასა და ბზინვარების დაკარგვას.

რკინადეფიციტური ანემია ფრჩხილის სიფერმკრთალის ხშირი მიზეზია. მძიმე შემთხვევებში ფრჩხილი შესაძლოა ჩაიზნიქოს კიდეც.

თუთია მნიშვნელოვანია ქსოვილების ზრდისა და აღდგენისთვის. მისი ნაკლებობა ფრჩხილის ზრდის შენელებას იწვევს.

რაციონში ცილის ნაკლებობა ფრჩხილის ფირფიტის დასუსტებასა და გამკრთალებას განაპირობებს.

სოკოვანი ინფექციები (ონიქომიკოზი)ფრჩხილის ფერის შეცვლის ძალიან გავრცელებული მიზეზია. ინფიცირებული ფრჩხილი ხშირად სქელდება, ყვითლდება ან თეთრდება, ხდება ფხვიერი და ადვილად იმსხვრევა.

თუ საკუთარ ფრჩხილებზე მსგავსი ცვლილებები შენიშნეთ, კვების მენიუს გადახედეთ და დაამატეთ:

  • ხარისხიანი ცილა (ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები).
  • ვიტამინები და მინერალები: ბიოტინით (თხილეული, ავოკადო), რკინით (ისპანახი, ოსპი), თუთიითა და A და E ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები.
  • ჯანსაღი ცხიმები: ომეგა-3 და სხვა ჯანსაღი ცხიმები (ზეითუნის ზეთი, ცხიმიანი თევზი).
  • სვით საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ფრჩხილებს სწორი მოვლა სჭირდება, ამიტომ საოჯახო ქიმიასთან მუშაობისას ყოველთვის რეზინის ხელთათმანები გამოიყენეთ.
დაასვენეთ ფრჩხილები და პერიოდულად თქვით უარი გელ-ლაქზე, რათა ფრჩხილმა „ისუნთქოს“ და აღდგეს.
მოერიდეთ აცეტონს — აირჩიეთ ლაქის მოსაცილებელი საშუალებები აცეტონის გარეშე.

***

რა პრობლემებზე მიგვითითებს ფრჩხილებზე არსებული „ნახევარმთვარეები“?

ფრჩხილის ფორმა და პიროვნების ხასიათი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა

თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები

თაფლის სანთლის
სამკურნალო თვისებები

მეცნიერებმა ვაშლის ყველაზე სასარგებ...

Golden Delicious

თეთრი, შავი და მწვანე თაფლი - რომელ...

რისთვის არის სასარგებლო
თეთრი, შავი და მწვანე
თაფლი?