როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული მარწყვი ქიმიკატებით დამუშავებულისგან?
17:00
მარწყვი ტკბილი, სურნელოვანი და სასარგებლო კენკრაა, რომელიც კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ვიტამინებს, რკინას და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ სხვა ნივთიერებებს შეიცავს. მარწყვის ანტი-სიმსივნური თვისებები კვლევებით დასტურდება. მასში შემავალ ნივთიერებებს შეუძლიათ სიმსივნური უჯრედების ჩამოყალიბებისა და გამრავლების პროცესი - კარცინოგენეზი დაბლოკონ და დიაბეტის, ინსულტისა და გულის დაავადებების განვითარების რისკი შეამცირონ.
მარწყვის სეზონი მოახლოვდა, ამიტომ სპეციალისტებმა გაგვიზიარეს რჩევები, რომ ბაზარზე მხოლოდ ბუნებრივი მარწყვი შევიძინოთ და ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული კენკრით ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ.
საქმე ის გახლავთ, რომ ბუნებრივი მარწყვი ფაქიზი სტრუქტურისაა და ადვილად ზიანდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ფერმერები დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ. 2014 წელს, FDA-მ მარწყვი პესტიციდებით ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ საკვებად დაასახელა. ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგეხმარებათ, რომ არჩევანი პესტიციდებით ნაკლებად დაბინძურებული პროდუქტზე შეაჩეროთ.
როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული მარწყვი ხელოვნურად მოყვანილისგან?
ბუნებრივად მოწეული მარწყვის ნიშნებია:
✔️ ტკბილია და ინტენსიური სურნელი აქვს, მაშინაც კი, თუ ბოლომდე დამწიფებული არაა. სუნის არქონა კი იმაზე მიუთითებს, რომ კენკრა ზრდის სტიმულატორებითაა მოყვანილი.
✔️ ნამდვილ კენკრას მქრქალი ზედაპირი აქვს. მოერიდეთ კენკრას თეთრი ლაქებით და შიგნით თეთრი რბილობით. ეს იმის ნიშანია, რომ დამწიფების დასაჩქარებლად, კენკრა ქიმიური ნივთიერებებით დამუშავდა.
✔️ ბუნებრივი მარწყვის ფოთლები უნდა იყოს ხასხასა მწვანე და მკვრივი. თუ ფოთლები გამომშრალი ან გაყვითლებულია, მარწყვი ძველია.
✔️ მარწყვი უნდა იყოს საშუალო სიმკვრივის, დაზიანების გარეშე.
მარტივი ტესტი — გაჭერით მარწყვი შუაზე და ხელსახოცი დაადეთ. ბუნებრივი მარწყვი ხელსახოცზე ვარდისფერ ან წითელ კვალს დატოვებს, ხოლო ხელოვნურად შეღებილი ან არაბუნებრივად კაშკაშა ფერის კვალს ტოვებს ან საერთოდ არ ტოვებს.
ქიმიკატებით დამუშავებული მარწყვის ნიშნებია:
⭕ არაბუნებრივი ბზინვარება, თითქოს ცვილითაა დაფარული.
⭕ წვენის არარსებობა — თუ მარწყვის ყუთში წვენის ლაქები არ ჩანს და კენკრა ძალიან მკვრივია, ის სავარაუდოდ, ქიმიკატებითაა დამუშავებული.
⭕ იდეალური ფორმა — ნამდვილი კენკრა ხშირად უფრო პატარა ზომისაა, ხოლო ხელოვნური კენკრა უფრო დიდი და იდეალური ფორმის, რაც შეიძლება გმო-ზე ან სასუქის ჭარბ გამოყენებაზე მიუთითებდეს.
⭕ უგემურობა — ქიმიკატებით დამუშავებულ მარწყვს არანაირი გემო არ აქვს.
ასე რომ, მოერიდეთ ქიმიკატებით დამუშავებული პროდუქტების შეძენას, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.
***
თუთა - დღეგრძელობის კენკრა, რომელიც ტვინს და გულს დაბერებისგან იცავს
სიახლეები ამავე კატეგორიიდან