სილამაზე/ჯანმრთელობა

თუთა - დღეგრძელობის კენკრა, რომელიც ტვინს და გულს დაბერებისგან იცავს

fun time

18:00 ორშ. 27 მაისი

თუთა - დღეგრძელობის კენკრა

14
დაკოპირებულია

...და სისხლძარღვებში ცხიმოვან ნადებს ამცირებს! თუთის სამშობლო ჩინეთია, სადაც მისი სამკურნალო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ხალხურ მედიცინაში თუთის ნაყოფიც, ფოთლებიც, ქერქიც და ფესვიც სამკურნალოდ გამოიყენება. 

ჩინურ მითოლოგიაში თუთის ხეს სიცოცხლის ხეს უწოდებენ, რომლის ჯადოსნური ძალა ბოროტებას ებრძვის.

ბუნებაში სხვადასხვა ფერის თუთა გვხვდება - ყველაზე ხშირად შავი, თეთრი და წითელი.

მას ცოცხლადაც მიირთმევენ და ღვინის, არყის, წვენის, კომპოტის, ჩაის და ჯემის დასამზადებლადაც იყენებენ, თუმცა თუთას გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს - ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ:

👉 თუთის ანთოციანები სისხლძარღვებზე ცხიმების მავნე ზემოქმედებას ამცირებს. თუთის ნაყოფში თავმოყრილია იშვიათი ანტიოქსიდანტები: ციანიდი, ქლოროგენის მჟავა, რუტინი და მირიცეტინი. ასეთი „კოქტეილი“ სისხლის ცხიმოვან პროფილს 25-30%-ით აუმჯობესებს.

👉 თუთის რეგულარული მოხმარება ენდოთელიუმის ფუნქციას აუმჯობესებს. ენდოთელიუმი უჯრედების ფენაა, რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს, არტერიების, ვენებისა და გულის კედლის შიგნითა შრეს.

ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით ცუდი კვებისა და უმოძრაო ცხოვრების წესის პირობებში, ამ ფენაზე ლიპოპროტეინების დაგროვება ხდება, რაც მრავალი დაავადების განვითარებას იწვევს. ეს ჩუმი მკვლელები თანდათან მრავლდებიან - შემწვარი კარტოფილი ან კარაქიანი პური მიირთვით და ტკბილი გაზიანი სასმელი დააყოლეთ. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ სხეულში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე გაიზარდა. ღვიძლმა, იმის გამო, რომ ასეთი მძიმე საკვების მონელებით გადაიტვირთა, მისი განეიტრალება ვერ შეძლო და ის ცხიმის პაწაწინა ნაწილაკების სახით კისრის, გულის, ტვინის სისხლძარღვებში დაგროვდა..

მოდი, თუთას დავუბრუნდეთ, რომლის უნიკალური ბუნებრივი ნაერთები არა მხოლოდ სისხლძარღვებს, არამედ მთელ სხეულს კურნავს.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ:

👉 თუთა აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას კაპილარებში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მიკროცირკულაცია უზრუნველყოფს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას სისხლძარღვების კედლებში, რითიც ინარჩუნებს მათ ელასტიკურობას და სიმტკიცეს. ჯანსაღი სისხლძარღვები კი ყველა ქსოვილისა და ორგანოს ჯანმრთელობის გასაღებია, გულისა და ტვინის ჩათვლით.

👉 თუთა არა მხოლოდ სისხლძარღვებში ცუდ ლიპოპროტეინებს ამცირებს, არამედ აფერხებს ცხიმის წარმოქმნას ღვიძლში, რაც ბევრი სერიოზული დაავადებისგან დაცვას ნიშნავს.

👉 და ბოლოს, C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო თუთა კოლაგენის უკეთეს წარმოქმნას ეხმარება. ის კი სხეულის ყველა ნაწილის სტრუქტურის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს კანის, მყესებისა და ძვლების ჩათვლით. ასაკის მატებასთან ერთად, როდესაც ორგანიზმში კოლაგენის გამომუშავება მცირდება, სხეული ბერდება და მიმზიდველობას კარგავს. თუთის ჭამა ახალგაზრდობის გახანგრძლივების ყველაზე გემრიელი და ხელმისაწვდომი გზაა.

👉 ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარშის მიღება. ფესვების ნახარში ასევე გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.

👉 თუთის წვენი კარგია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ეხმარება სტრესის, ნერვული დააბულობისა და დეპრესიის მოხსნას.

👉 ერთი მუჭა თუთა ძილის წინ კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.

👉 თუთის მიღება კარგია გონებრივი და ფიზიკური გადაღლილობისას.

👉 თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლების ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.

👉 თუთის ფოთლებს ქართულ ხალხურ მედიცინაში ოდითგან იყენებდნენ როგორც ოფლმდენ, შარდმდენ, კუჭში შემკვრელ და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებად.

ამდენად, თუთა ბუნების ფასდაუდებელი საჩუქარია, რომელიც ჩვენი სისხლძარღვების, ტვინისა და გულის ჯანმრთელობას იცავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები

ქაცვის თვისებები

ქაცვის თვისებები

ღორის ხორცის სასარგებლო თვისებები დ...

ღორის ხორცის სასარგებლო
თვისებები

გოგრის თესლი - როგორ ვჭამოთ სწორად?

გოგრის თესლის სასარგებლო
თვისებები და
უკუჩვენებები

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს მოწყო...

სიზმრების ჩაწერა
შესაძლებელია

შემოდგომის საკვები - 10 ყველაზე სას...

შემოდგომის ხილი და
ბოსტნეული

ადამიანის ენა შინაგანი ორგანოების ს...

ადამიანის ენა შინაგანი
ორგანოების სარკეა