სილამაზე/ჯანმრთელობა

რომელი ხილი უნდა ჭამოთ გაზაფხულზე?

fun time

16:28

რომელი ხილი უნდა ჭამოთ
გაზაფხულზე?

14
დაკოპირებულია

გაზაფხული ის დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს, ადამიანი კი სასიცოცხლო ენერგიის  მოზღვავებას გრძნობს, უფრო ხშირად იღიმება, მზეზე სეირნობს და ბუნების სურნელით ტკბება. თუმცა, სწორედ ამ დროს ჩვენი ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის. იმისათვის, რომ ავიტამინოზი თავიდან ავიცილოთ, საჭიროა მენიუს გამრავალფეროვნება, რისთვისაც ხილი საუკეთესო არჩევანია.

ვაშლი

გარდა იმისა, რომ მისი შეძენა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, ვაშლი წარმოუდგენლად სასარგებლოა. ის A, C, B1, B2 და E ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ. ვაშლი ასევე მაგნიუმით, რკინით, იოდითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარია, რაც მის ანტივირუსულ მისიას განაპირობებს.

კიდევ ერთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ადამიანი გაზაფხულის დასაწყისში აწყდება, დეპრესიაა, თუმცა ვაშლს გააჩნია თვისებები, რომლებიც დამთრგუნველი განწყობის დაძლევაში დაგეხმარებათ.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლის ყოველდღიური მიღება ამცირებს ბრონქული ასთმის განვითარების რისკს და აუმჯობესებს ძვლების მდგომარეობას.

ბანანი

ბანანი შესანიშნავი წასახემსებელი პროდუქტია. ის C და B ჯგუფის ვიტამინებს, დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და კალიუმს შეიცავს, რაც კუნთების სპაზმსა და კრუნჩხვებს ხსნის, გულისა და სისხლძარღვების მუშაობას აუმჯობესებს და ნაწლავების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ასევე ის დადებითად მოქმედებს კუნთებსა და ჩონჩხზე.

ბანანი კარტოფილზე ორჯერ უფრო ნოყიერია. ვარჯიშის წინ მირთმეული ბანანი ენერგიით აგავსებთ და გამძლეობას შეგმატებთ.

ციტრუსები

ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი და პომელო ცნობილია როგორც ასკორბინმჟავის წყარო. მაგალითად, ერთი მანდარინი C ვიტამინის დღიური ნორმის მესამედს შეიცავს.

გარდა ამისა, ციტრუსები მდიდარია ფოლიუმის მჟავით, რომელიც ნერვული სისტემის აღდგენას და სისხლის მიმოქცევის სისტემის გამართულ მუშაობას ეხმარება. მაღაზიებში ციტრუსების ყველაზე დიდი არჩევანი გვიან შემოდგომასა და ზამთარშია.

კივი

კივი მთელი წლის განმავლობაში მწიფდება: გაზაფხულსა და ზაფხულზე ჩინური ჯიშები შემოდის, ხოლო შემოდგომაზე — ავსტრალიური და ახალზელანდიური.

კივი სისხლში ჰემოგლობინის დონეს ზრდის და ანემიის თავიდან აცილებაში გვეხმარება. C ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, ის ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში საუკეთესო დამხმარეა. კივის ერთი ნაყოფი ორგანიზმს უჯრედისის (ბოჭკოს) დღიური ნორმის 16%-ით უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კივი ომეგა-3-ს შეიცავს, რომელიც ენერგიას მატებს, ანთებით პროცესებს ამცირებს, განწყობასა და მეხსიერებას აუმჯობესებს და T-უჯრედების მუშაობას ააქტიურებს.

მარწყვი

აპრილის ბოლოს მაღაზიებსა და ბაზრებში უკვე შეიძლება მწიფე, ახალი კენკრა იპოვოთ. ის არა მარტო გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. მარწყვს ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და დაბერების პროცესებს ანელებს.

მარწყვი მაკრო და მიკროელემენტებით, უჯრედისით, A და C ვიტამინებით მდიდარია. ის აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ვირუსული დაავადებების შემდეგ ორგანიზმის აღდგენას ეხმარება. აღსანიშნავია, რომ მარწყვის არომატი განწყობას აუმჯობესებს და ენერგიით მუხტავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო...

ბროკოლი - ყველაზე
სასარგებლო ბოსტნეული

გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო...

გადატვირთული სამუშაო
გრაფიკი

რა მოხდება, თუ მარილის მიღებაზე უარ...

რა მოხდება, თუ მარილის
მიღებაზე უარს იტყვით?

რომელი ხიზილალაა უფრო სასარგებლო?

ხიზილალას სასარგებლო
თვისებები

მანგოსტინი - მსოფლიოში ყველაზე გემრ...

მანგოსტინი - მსოფლიოში
ყველაზე გემრიელი ხილი

ფეხშიშველი სიარული - რატომ გახდა მო...

ფეხშიშველი სიარული

ჩხირებით ჭამა და სასიცოცხლო წერტილე...

ჩხირებით ჭამა

ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რ...

ზღვის მარილი კურნავს?

ნიგოზი დიეტის დროს

ნიგოზი დიეტის დროს