სილამაზე/ჯანმრთელობა

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გამოყენება სამკურნალოდ

fun time

16:05 სამ. 31 მარტი

ქრისტესისხლა

14
დაკოპირებულია

ქრისტესისხლა (Chelidonium majus) ყაყაჩოსებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი, შხამიანი სამკურნალო მცენარეა. მას კაშკაშა ყვითელი ყვავილები და სისხლისფერი წვენი აქვს. ქრისტესისხლა ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე, ნაყოფი კი ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდში მწიფდება.

გავრცელებულია ჩრდილიან, ქვიან ადგილებში, მეჩხერ ტყეებში, ხშირად საცხოვრებელი სახლების ახლოსაც გვხვდება,

ქრისტესისხლა მკურნალობისთვის უძველესი დროიდანაა ცნობილი. ანტიკურ და შუა საუკუნეებში ექიმები ქრისტესისხლას ჯადოსნურ თვისებებს მიაწერდნენ. მაგალითად, ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ მერცხლები ამ მცენარეს დაბრმავებული ბარტყებისთვის მხედველობის აღსადგენად იყენებდნენ. შუა საუკუნეებში კი ალქიმიკოსები კი ფიქრობდნენ, რომ წვენის უჩვეულო ფერის გამო ქრისტესისხლა ოქროს შეიცავდა.

ქრისტესისხლას ფოთლები, ღეროები და ფესვები უძველესი დროიდან სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. მაგალითად, სპარსელი მეცნიერი და ექიმი ავიცენა თავის პაციენტებს ამ მცენარეს კატარაქტისა და კბილის ტკივილის სამკურნალოდ ურჩევდა. ექიმები მას კანის დაავადებების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის, ყელისა თუ პირის ღრუს ანთებითი პროცესებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდაც იყენებდნენ, თუმცა, ქრისტესისხლა განსაკუთრებით პოპულარული კანის სხვადასხვა დეფექტის სამკურნალოდ იყო: მას კოჟრების, მეჭეჭების და ასაკობრივი ლაქების მოსაშორებლად იყენებდნენ.

მცენარეს ანტიბაქტერიული და სპაზმოლიზური მოქმედება ახასიათებს, თუმცა ტოქსიკურობის გამო დოზირების მკაცრ დაცვას მოითხოვს.

სამკურნალო მიზნით მცენარის მიწისზედა ნაწილი, წვენი და ფესვები გამოიყენება, ხოლო ტიბეტურ მედიცინაში — ყვავილებიც. მცენარის შეგროვება სასურველია ხელთათმანებით, რადგან კანთან შეხებამ შესაძლოა დერმატიტი გამოიწვიოს. მოჭრილ ბალახს სხვენზე ან ფანჩატურში აშრობენ, რომელიც კარგად ნიავდება და, დაახლოებით, 3 წელი ინახება.

სამკურნალო თვისებები

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები მისი შემადგენლობით აიხსნება. მცენარის ექსტრაქტებსა და მისგან გამოყოფილ ნაერთებს ანთებისა და სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებთ.

მცენარე 90-ზე მეტ ალკალოიდს, ფლავონოიდებს, საპონინებს, ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ორგანულ მჟავებსა და C ვიტამინს შეიცავს. აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) და ბრადიკარდიული ეფექტი. ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. ქრისტესისხლას, ჭინჭრისა და გულყვითელას ნაყენი აფერხებს სიმსივნის მეტასტაზების ზრდა-განვითარებას.

მედიცინაში გამოყენება

ქრისტესისხლა როგორც ოფიციალურ, ისე ხალხურ მედიცინაში გამოიყენება:

გარეგანად: მეჭეჭების, პაპილომების, კოჟრების და ქავილით მიმდინარე კანის დაავადებებისას (ფსორიაზი, ეგზემა) მოსაშორებლად.

გინეკოლოგიაში: შარდსასქესო სისტემის ანთებითი პროცესების დროს.

უროლოგიასა და პროქტოლოგიაში: პროსტატიტის, ადენომისა და ჰემოროის დროს.

გასტროენტეროლოგიაში: ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებებისას.

მნიშვნელოვანია: ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა. ის ალკალოიდ ქელიდონიუმს შეიცავს, რითაც ხშირად ცხოველები იწამლებიან. ოფიციალური მედიცინა მას მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის გვირჩევს. თვითმკურნალობამ შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს!

აფთიაქებში ქრისტესისხლა გვხვდება შემდეგი სახით:

  • დაფასოებული გამხმარი ბალახი;
  • პაკეტები;
  • ნაყენი;
  • წვენი;
  • კოსმეტიკური ზეთი და კაფსულები.

გირჩევთ, ქრისტესისხლა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით გამოიყენოთ!

***

ანწლი და მისი ჯადოსნური სამკურნალო თვისებები

სამკურნალო კალანხოე - ქირურგი სკალპელის გარეშე

ხახვი მკურნალი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი