სილამაზე/ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

fun time

16:47

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

14
დაკოპირებულია

ჩირი ტკბილეულის ჯანსაღ ალტერნატივად სამართლიანად ითვლება, ამიტომ მის სასარგებლო თვისებებზე მუდმივად საუბრობენ. წყლის დაკარგვის მიუხედავად, გამომშრალი ხილი ვიტამინების, მინერალების, ანტიოქსიდანტებისა და უჯრედისის ნამდვილი საბადოა.

სასარგებლო თვისებებზე საუბრისას განსაკუთრებით გარგარისა და ქლიავის ჩირს გამოყოფენ, თუმცა ჩვენ მკითხველის ყურადღებას შედარებით ნაკლებად ცნობილ ლეღვის ჩირზე შევაჩერებთ, რომელსაც ადამიანი საკვებად საუკუნეების განმავლობაში იყენებს.

ლეღვი (Ficus carica) ერთ-ერთი უძველესი კულტურული მცენარეა, რომლის შესახებაც პირველი ცნობები ათასწლეულებს ითვლის. იორდანეს ველზე არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ადამიანები ლეღვს მარცვლეულ კულტურებამდე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მიწათმოქმედების ჩასახვამდე მოიხმარდნენ.

აღმოჩენილია გამოშრობილი ლეღვის ნაშთები, რაც მის დამუშავებაზე მეტყველებს. ლეღვი არის ერთ-ერთი პირველი მცენარეა, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული, როდესაც ადამმა და ევამ ლეღვის ფოთლებისგან შეკერეს სამოსი. ცნობისთვის, ლეღვის ნაყოფი კლეოპატრას მენიუს მუდმივ ნაწილს წარმოადგენდა.

ლეღვის ჩირის სასარგებლო თვისებები:

უჯრედისის მაღალი შემცველობა: 100 გრამ ლეღვში დაახლოებით 18 გრამი საკვები ბოჭკოა, რაც ქლიავის ჩირის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

დადებითი გავლენა საჭმლის მონელებაზე: ლეღვი ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის მოწესრიგებას ისე, რომ ქლიავის ჩირისგან განსხვავებით დისკომფორტსა და ძლიერ საფაღარათო ეფექტს არ იწვევს.

გარგარის ჩირისგან განსხვავებით, რომელსაც ხშირად გოგირდის დიოქსიდით ამუშავებენ, ლეღვს, როგორც წესი, კონსერვანტების გარეშე აშრობენ.

წონისა და სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი: ტკბილი გემოს მიუხედავად, ლეღვის გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 40 ერთეულია. ეს ქიშმიშის (65) და ფინიკის (146-მდე) მაჩვენებლებთან შედარებით, ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ლეღვის კალორიულობა 100 გრამზე 257 კილოკალორიას შეადგენს. დღეში 3–5 ცალი ნაყოფის მიღება ფიგურას არ ავნებს, ორგანიზმს კი საჭირო ენერგიით უზრუნველყოფს.

ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა:

100 გრ. ლეღვის ჩირი შეიცავს:

  • 214 მგ. კალციუმს. ის საუკეთესო არჩევანია ძვლებისა და სახსრების გასამაგრებლად (შედარებისთვის გარგარის ჩირში, დაახლოებით, 160 მგ. კალციუმია, ქლიავისაში კი - 72 მგ).
  • 710 მგ. კალიუმს და 67 მგ. ფოსფორს შეიცავს. ეს მინერალები ხელს უწყობენ არტერიული წნევის მოწესრიგებას, გულისა და ტვინის მუშაობას, ასევე კბილების ჯანმრთელობას.
  • 15,6 მგ. ვიტამინი K, რომელიც სისხლის შედედებისა და ძვლების სიმტკიცისთვის მნიშვნელოვანია.
  • B ჯგუფის ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს, რაც იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და მხარს უჭერს ნერვულ სისტემას.
  • სპილენძს (0,3 მგ). ის ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, რაც კანის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.

ჰემოგლობინის დონის ამაღლება

100 გრ. ლეღვი შეიცავს 2,0 მგ რკინას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ნედლ ვაშლში არსებული რკინის რაოდენობას.

ძველ საბერძნეთსა და რომში ლეღვი უმნიშვნელოვანესი პროდუქტი იყო. ბერძნები მას „ფილოსოფოსების საჭმელს“ უწოდებდნენ. პლინიუს უფროსი თავის ნაშრომებში ლეღვის მრავალ ჯიშსა და მის სამკურნალო თვისებებს აღწერს.

***

ლეღვის ჩირი მკურნალი

ნესვის ჩირის მომზადება სახლის პირობებში

გარგრის ჩირის მომზადება სახლის პირობებში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა

თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები

თაფლის სანთლის
სამკურნალო თვისებები