სილამაზე/ჯანმრთელობა

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა ალუმინის ჭურჭელში?

fun time

15:15 ორშ. 4 მაისი

ალუმინის ჭურჭელი

14
დაკოპირებულია

ალუმინის ჭურჭელი კარგი სითბოგამტარობის, სიმსუბუქისა და სიიაფის გამო დიასახლისებში საკმაოდ პოპულარულია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ალუმინი ნეიროტოქსიკური ლითონია და თუ ორგანიზმში დასაშვებზე მეტი დაგროვდა, შესაძლოა, ისეთი დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს, როგორიც ალცჰაიმერი და პარკინსონია.

ახალი ალუმინის ჭურჭელი, ორგანიზმისთვის სრულიად უვნებელია, რადგან ალუმინის დამფარავი ოქსიდის ფენა მას დაჟანგვისგან იცავს, თუმცა, გარკვეულ პირობებში, მაგალითად, ხილსა და ბოსტნეულში არსებული მჟავების ზემოქმედებისას, ეს დაცვა შეიძლება განადგურდეს.

რა არ უნდა მოამზადოთ ალუმინის ჭურჭელში და რატომ?

საკვებში არსებული მჟავების ზემოქმედებისას გარკვეული მარილები გამოიყოფა, რომლებიც ორგანიზმში გროვდება. საკვების ასეთ ჭურჭელში შენახვა მარილების დაგროვების რისკს ზრდის.

ექსპერტები ამბობენ, რომ ალუმინის ჭურჭელში ცხარე და მჟავე საკვების მომზადება არ შეიძლება. ამ მიზნისთვის, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელი საუკეთესო არჩევანია.

თავი შეიკავეთ ალუმინის ჭურჭელში შემდეგი კერძების მომზადებისგან:

  • წითელი და მწვანე ბორშჩი, კომბოსტოს წვნიანი,
  • დამარილებული თევზი, ჭარხალი და პომიდორი.
  • კომპოტები და მურაბები,
  • ჩაშუშული და მჟავე კომბოსტო, ნებისმიერი მარინადი და მჟავე სოუსი,
  • ფერმენტირებული რძის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა არაჟანი, ხაჭო და კეფირი,
  • ბავშვის საკვები,.
  • არ აადუღოთ რძე.

კვების საკითხებზე მომუშავე ექსპერტების თქმით, საკვების ალუმინის ქვაბში შენახვა არასასურველია - მჟავე ან ტუტე გარემოში ალუმინს მავნე მინარევების გამოყოფა შეუძლია, ამიტომ როგორც კი კერძი მოიხარშება, სპეციალურ კონტეინერში ან მინანქრის ჭურჭელში გადაიტანეთ.

რისი მომზადებაა უსაფრთხო ალუმინის ჭურჭელში?

ალუმინის ჭურჭელი იდეალურია უცხიმო ხორცის, პელმენების, მაკარონის, კვერცხის, დაბალმჟავიანი ხილისა და ბოსტნეულის მოსამზადებლად. ალუმინის ქვაბში უსაფრთხოა შემდეგი კერძების მომზადება:

  • ხორცისა და თევზის ბულიონები,
  • კვერცხი,
  • მაკარონი, ბლინები, პელმენი - ძირითადად, ცომზე დამზადებული კერძები;
  • ბოსტნეულის კერძი, რომელიც ძმარს ან სხვა მჟავებს არ შეიცავს - კარტოფილი, ყაბაყი, ბადრიჯანი და ა.შ.

***

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კერძის გემოზე?

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც ბუზი დააჯდა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისე...

შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა

მიხაკის სამკურნალო თვისებები და უკუ...

მიხაკი მკურნალი

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამ...

ანწლის სამკურნალო
თვისებები

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა