შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა? — თვისებები, სარგებელი და გამოყენების წესები
18:00
ფიჭა ცვლისგან დამზადებული ფუტკრების ბუდეა, რომელსაც მწერები თაფლის შესანახად და შთამომავლობის გამოსაყვანად იყენებენ. ის ექვსკუთხედი, პრიზმული უჯრებისაგან შედგება. ფიჭის ზომა სკის ფორმაზე და ზომაზეა დამოკიდებული. ერთი ფუტკრის უჯრაზე, დაახლოებით, 13 მილიგრამი ფიჭა იხარჯება.
შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა?
დიახ, ფიჭის ჭამა შესაძლებელი და სასარგებლოცაა. ის სამასზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ ფიჭის შემადგენლობაში შედის თაფლი, დინდგელი (პროპოლისი), სასარგებლო ქოლესტერინი, ფისები, ორგანული ცხიმები და სხვა ელემენტები, რომლებიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებენ. ეს ნაკრები იმუნიტეტს აძლიერებს, ორგანიზმს ასუფთავებს და სასუნთქი გზებისთვის სასარგებლოა. ფიჭის ცვილი როგორც ადსორბენტი, ისე მოქმედებს, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება არასასურველია — უმჯობესია ღეჭვას დასჯერდეთ.
ფიჭის სასარგებლო თვისებები
სასარგებლო მიკროელემენტების უმეტესობა ცვილის კარკასშია თავმოყრილი. ხარისხიანი ფიჭა მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და ხშირად სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკისა თუ მკურნალობისთვის გამოიყენება. ფიჭა ძალიან უხდება პირის ღრუს ანთებით დაავადებებს და ღრძილებს ამაგრებს.
გამოყენების წესები და შენახვა
ფიჭა ეფექტურია წყლულოვან დაავადებებთან ბრძოლაში. საკმარისია დღეში 20-30 გრამი ნატურალური პროდუქტის მიღება, რომ შვება იგრძნობთ.
შეიძლება თუ არა ფიჭის ჭამა თაფლთან ერთად? — დიახ, ფიჭა თაფლთან ერთად კარგად შეითვისება და ორგანიზმს ტოქსინებისგან გაწმენდაში ეხმარება.
როგორ შევინახოთ ფიჭა სწორად? — ფიჭა გრილ ადგილას (+2-დან +10 გრადუსამდე), მზის პირდაპირი სხივებისა და მძაფრი სუნებისგან მოშორებით უნდა შეინახოთ.
უსაფრთხოა თუ არა ალერგიული ადამიანებისთვის? — უმეტეს შემთხვევაში, ფიჭა ალერგიას არ იწვევს, თუმცა, თუ მეფუტკრეობის პროდუქტებზე მწვავე ალერგია გაქვთ, ფიჭის გამოყენებამდე ექიმს მიმართეთ.
რამდენად ხშირად შეიძლება ფიჭის მიღება? — პროფილაქტიკისთვის შშეგიძლიათ დღეში 20-30 გრამი მიიღოთ. ეს ადამიანთა უმრავლესობისთვის უსაფრთხო დოზაა.
ფიჭის მოხმარების წესი:
- ფიჭის ნაჭერი ღეჭეთ 5–10 წუთის განმავლობაში, სანამ თაფლი არ გამოილევა და ცვილი უგემური არ გახდება.
- ღეჭვის დროს სასარგებლო ნივთიერებები პირის ღრუს კაპილარების მეშვეობით პირდაპირ სისხლში ხვდება, ცვილი კი კბილებს ასუფთავებს.
- ცვილი შეგიძლიათ გადმოაფურთხოთ, თუმცა მცირე რაოდენობით გადაყლაპვა საშიში არ არის — პირიქით, ნაწლავების მუშაობისთვის სასარგებლოა.
გაითვალისწინეთ, რომ „ნაწლავების გადახლართვის“ რისკის გამო, ფიჭის დიდი რაოდენობით ჭამა არასასურველია, რადგან ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ცვილს ვერ ინელებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან