სილამაზე/ჯანმრთელობა

ანწლი — როგორ ეხმარება უძველესი სამკურნალო მცენარე წონის კლებას?

fun time

16:04

ანწლის სამკურნალო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ანწლი უსიამოვნო სუნის მქონე ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ძველ საბერძნეთში ოჯახის მფარველ და სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ექიმები მას გულის დაავადებების, გაციების, დაბალი იმუნიტეტისა და სხვა სნეულებების დროს ნიშნავდნენ. აღსანიშნავია, რომ ანწლთან დაკავშირებით ძველი ბერძენი მკურნალების რჩევები დღესაც გამოსადეგია.

ანწლის სამკურნალო თვისებები

ანწლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სამკურნალოდ მისი თითქმის ყველა ნაწილი გამოიყენება: ნაყოფი, ყვავილები, ქერქი, ტოტები, ფოთლები და ფესვებიც კი.

ანწლს შეუძლია:

  • იმუნიტეტის გაძლიერება;
  • გაციების სიმპტომების მოხსნა (სურდო, ხველა, სიცხე, შემცივნება);
  • კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობის მოწესრიგება;
  • შარდმდენი და საფაღარათო მოქმედება;
  • ნერვული სისტემის დამშვიდება;
  • ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა.

ანწლის მიღება ეხმარება არტერიული წნევის მოწესრიგებას და აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას.

ანწლის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით A, B და C ვიტამინებს, ასევე ისეთ სასარგებლო ნივთიერებებს, როგორიცაა: ფისი, გლუკოზა, ფრუქტოზა, ამინომჟავები, საღებავი ნივთიერებები, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, სპილენძი, ცინკი.

ვისთვის არის ანწლის მიღება სასურველი?

ანწლი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ართრიტი, ართროზი, თირკმლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები ან ენდოკრინული დარღვევები აწუხებს. ასევე, ამ კენკრას ხშირად იყენებენ თავის ტკივილის, კუჭის წყლულისა და ბრონქიტის მკურნალობისას.

ანწლი სასარგებლოა მათთვისაც, ვისაც კანის პრობლემები აქვს ან დეპრესიისა და აპათიისკენ არის მიდრეკილი. გარდა ამისა, მას ნიშნავენ ვარიკოზული ვენების და სხვადასხვა ვირუსული ინფექციების დროს. ანწლი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია — ის ორგანიზმიდან შლაკებს დევნის და მის გაწმენდას ხელს უწყობს.

ანწლის ნაყოფი წარმატებით ებრძვის ჰეპატიტს, წყლულოვან დაავადებებს და ნევრალგიას. ანწლის გამოყენება შეიძლება როგორც დამხმარე საშუალება კუჭისა და კანის კიბოს მკურნალობისას.

ყვავილების მსგავსად, ანწლის ფოთოლსაც სიცხის დამწევი, ოფლმდენი და შარდმდენი მოქმედება აქვს. ანწლის ფესვისგან ამზადებენ ნახარშს, რომელსაც კანისა და თირკმელების დაავადებების დროს იღებენ.

როგორ ეხმარება ანწლი წონაში კლებას?

ანწლის კიდევ ერთი ფასდაუდებელი თვისება ისაა, რომ წონაში კლებას ეხმარება. ის ენდოკრინულ სისტემას და ჰორმონებს აწესრიგებს. ამის წყალობით მეტაბოლიზმი უმჯობესდება, რაც მადის შემცირებას და შიმშილის გრძნობის გაქრობას იწვევს.

ამასთანავე, 100 გრამი ანწლის კალორიულობა, სულ რაღაც, 74 კკალ-ს შეადგენს.

ანწლს ხშირად იყენებენ კულინარიაში, მათ შორის ღვინის, ლუდის, შამპანურისა და პორტვეინის დამზადებისას. მისი წვენისგან ამზადებენ ჟელეს, მარმელადს, ხილის წვენებსა და მორსებს. მისგან ასევე ძალიან გემრიელი მურაბა და სიროფი გამოდის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აქვთ თუ არა ტყუპისცალებს ერთსა და ი...

ტყუპები და ალერგიულობა

ტომატპასტა კაცის ჯანმრთელობისთვის!

ტომატპასტა მამაკაცის
ჯანმრთელობისთვის

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი...

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

ყველაზე სასარგებლო ჩირი!

რომელია ყველაზე
სასარგებლო ჩირი?

რისი მომზადება შეიძლება და რისი არა...

ალუმინის ჭურჭელი

როცა ფრჩხილი ზოლიანი და უფერულია -...

რაზე მეტყველებს ფრჩხილის
პათოლოგიები?

ტკბილი პუტერია - სასწაულმოქმედი კენ...

ტკბილი პუტერია -
სასწაულმოქმედი კენკრა!

როგორ გავარჩიოთ ბუნებრივად მოწეული...

როგორ გავარჩიოთ
ბუნებრივად მოწეული
მარწყვი ქიმიკატებით
დამუშავებულისგან

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე...

Chlorophytum