სილამაზე/ჯანმრთელობა

სიჩუმეში ყოფნა ჯანმრთელობაა — ახალი კვლევა

fun time

16:52 ოთხ. 13 მაისი

სიჩუმეში ყოფნა
ჯანმრთელობა

14
დაკოპირებულია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთი კაროლინას შტატის ქალაქ დარემში მდებარე დიუკის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ორი საათის განმავლობაში სიჩუმეში ყოფნამ შესაძლოა, ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნას ხელი შეუწყოს.

ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა, რომლებსაც სხვადასხვა გარემოში: ხმაურში, კლასიკური მუსიკის ფონზე და სრულ სიჩუმეში აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის შედეგად, ნეირონების მნიშვნელოვანი ზრდა მხოლოდ სიჩუმის პირობებში გამოვლინდა.

სიჩუმის დადებით გავლენას ადამიანებზე ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს. სიჩუმის დროს ტვინის ქსელი აქტიურდება, რომელსაც Default Mode Network ეწოდება. სწორედ ეს სისტემა აგებს პასუხს ღრმა აზროვნებაზე, მეხსიერების გაძლიერებასა და თვითგამოხატვაზე.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანებში, რომლებიც რვა კვირის განმავლობაში სიჩუმეში მედიტაციას ეწეოდნენ, რუხი ნივთიერების სიმკვრივე გაიზარდა.

სიჩუმეს გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს — ის სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეს ამცირებს და ნერვულ სისტემას აწყნარებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ გულის მუშაობის მოსაწესრიგებლად ორწუთიანი სიჩუმე უფრო შედეგიანია, ვიდრე მშვიდი მუსიკა.

გარდა ამისა, სიჩუმე აუმჯობესებს ყურადღებას, ძილის ხარისხსა და ემოციურ წონასწორობას.

როგორ დავამკვიდროთ სიჩუმე ყოველდღიურობაში?

  • ეტაპობრივად დაიწყეთ — დღის განმავლობაში თუნდაც 2-5 წუთი სრულ სიჩუმეში გაატარეთ.
  • სეირნობისას ნუ გამოიყენებთ ყურსასმენებს და ბუნების ხმებით დატკბით.
  • დილით 15 წუთით ადრე გაიღვიძეთ, რათა სიჩუმით დატკბეთ.
  • დღის განმავლობაში გამოყავით დრო, რომელსაც ტექნოლოგიური მოწყობილობების გარეშე გაატარებთ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები რეგულარულად გადადგათ. ამ მარტივ ჩვევებს შეუძლია თქვენი გონებრივი და ფიზიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს.

***

კვლევა: ღამით განათება ინსულტის რისკს ზრდის

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობას შორის კავშირი ნამდვილად არსებობს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები

ემოციებს ნუ შეიკავებთ — რატომ არის...

რატომ არის ტირილი
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს