იცით თუ არა

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობას შორის კავშირი ნამდვილად არსებობს

fun time

16:25 ოთხ. 9 ოქტომბერი, 2024 წელი

ღალატის ბიოლოგია

14
დაკოპირებულია

ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებში, რომლებმაც ღალატის სიმწარე გამოცადეს, ქრონიკული დაავადებების რისკი უფრო მაღალია და ამ დაავადებებმა შეიძლება თავი მოგვიანებით, ახალ ურთიერთობაში იჩინოს.

სინგაპურის სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს, როგორ მოქმედებს ღალატი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

2579 ამერიკელი მოზარდის მონაცემების შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ღალატის შედეგად დაზარალებულ მოზარდებს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მათ, ვისაც ღალატი არ გამოუცდია.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა აღნიშნა, რომ ღალატსა და ჯანმრთელობას შორის კავშირი ნამდვილად არსებობს, ამიტომ ღალატის შედეგად ფიზიკური ზიანის ალბათობა შეიძლება შეფასდეს, როგორც პოტენციური. მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ძლიერი ოჯახი ან პოზიტიური ურთიერთობები ღალატის უარყოფით შედეგს ვერ ანეიტრალებს.

პორტალზე Journal of Social and Personal Relationship გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ღალატსა და ჯანმრთელობას შორის კავშირის აღიარებისთვის ასეთი კვლევა საკმარისი არაა. მაგალითად, კვლევაში ჩართულ მოხალისეებს მხოლოდ ის ჰკითხეს, გამოუცდიათ ღალატი თუ არა და უკავშირდება თუ არა ეს გამოცდილება ჯანმრთელობის პრობლემებს, თუმცა, დამატებითი დეტალები გათვალისწინებული არ ყოფილა.

სინგაპურელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი სამუშაო შეიძლება მორიგი კვლევის საფუძველი გახდეს.

ესეც დაგაინტერესებთ:

რა პროფესიის ადამიანები ღალატობენ ველაზე ხშირად?

რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის და რას ფიქრობს ამაზე სხვადასხვა რელიგია?

7 პასუხი კითხვაზე: რატომ ღალატობენ?

რატომ არის რქები ღალატის სიმბოლო?

წყარო: www.iflscience.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით