რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის და რას ფიქრობს ამაზე სხვადასხვა რელიგია?
18:00 ხუთ. 1 ივლისი, 2021 წელი
ბევრს მიაჩნია, რომ მამაკაცის ღალატზე თვალის დახუჭვა შეიძლება, ხოლო ქალის ღალატი საშინელი ცოდვაა. ზოგიერთი ფსიქოლოგის მტკიცებით, მამაკაცი ბევრად უფრო სწრაფად იღებს ღალატის გადაწყვეტილებას და ამაში ნაკლებ ემოციას და გრძნობას დებს. ქალების შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითა - შესაძლო ღალატზე დიდხანს ფიქრობენ და ემოციებად იღვრებიან.
რატომ ღალატობენ ადამიანები?
ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 500-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეებს სთხოვეს, გულწრფელი პასუხი გაეცათ კითხვაზე - აქვთ თუ არა ღალატის გამოცდილება და რამ უბიძგათ ამისკენ.
კვლევის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ:
ადამიანების 70% მხირული წვეულების დროს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ღალატობს. ბევრმა აღნიშნა, რომ ღალატისკენ პარტნიორთან ძლიერი ემოციური კავშირისა და სიყვარულის უკმარისობამ უბიძგათ.
გამოკითხულთა დაახლოებით 57% ამბობს, რომ ღალატზე თვითშეფასების გასაზრდელად დათანხმდნენ. მათ, უბრალოდ, სურდათ, საკუთარ მიმზიდველობასა და სასურველობაში დარწმუნებულიყვნენ, ამიტომ ღალატი გადაწყვიტეს.
ბევრ ადამიანს ღალატისკენ ურთიერთობაში ნეგატიური ემოციები უბიძგებს. გამოკითხულთა დაახლოებით 40% -მა აღიარა, რომ ღალატზე პარტნიორზე შურისძიებისთვის დათანხმდა.
ზოგი „მარცხნივ ურთიერთობაში“ ეძებს ვნებას და ემოციას ანუ იმას, რაც რეალურ ურთიერთობაში აკლია.
ვინ უფრო ხშირად ღალატობს კაცი თუ ქალი?
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ცენტრებში სტატისტიკური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება. ზოგი მონაცემის თანახმად, მამაკაცების 75 % და ქალების 30% მოღალატეა. სხვა კვლევები ამტკიცებენ, რომ მოღალატე მამაკაცების წილი 35%-ია, ხოლო ქალების 16%-ს არ აღემატება. ზუსტი რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ღალატისკენ უფრო მიდრეკილები არიან.
მამაკაცების უმეტესობა სიყვარულის გარეშე ღალატს საკმაოდ მშვიდად აღიქვამს, როცა ასეთი ურთიერთობა მიუღებელია. განსხვავებული სურათია ღალატის პატიების მხრივ: ქალი გაცილებით უფრო მიმტევებელია, ვიდრე მამაკაცი.
რა განსხვავება ქალისა და მამაკაცის ღალატს შორის?
თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად გვსმენია მოსაზრებები იმის შესახებ, რომ მამაკაცს მონოგამიური ურთიერთობა არ შეუძლია და უფლება აქვს, ურთიერთობა რამდენიმე ქალთან ჰქონდეს. ამ მითის ბევრს სჯერა, ამიტომ მამაკაცები უფრო ადვილად ღალატობენ, ხოლო ქალები უფრო სწრაფად აპატიებენ.
ვნახოთ როგორ აფასებს ცოლ-ქმრულ ღალატს სხვადასხვა რელიგია:
ქრისტიანობა ამბობს, რომ ღალატი ნებისმიერ შემთხვევაში ცოდვაა და მნიშვნელობა არ აქვს, მოღალატე ქალია თუ კაცი. ქრისტიანული წესების თანახმად, მოღალატე უნდა დაისაჯოს. ქრისტიანობისთვის მიუღებელია მსუბუქი ყოფსაქცევის ქალებთან ურთიერთობა, რადგან ასეთ ურთიერთობაში სიყვარული არ იგულისხმება.
ღალატს და მრუშობას ასევე გმობს ებრაული კულტურა. რაბინების აზრით, ოჯახურ ცხოვრებაში მთავარი ურთიერთობაში გამოვლენილი სიყვარული და პატივისცემაა. შესაბამისად, ცოლ-ქმარს ერთმანეთის გარდა, სასიყვარულო ურთიერთობის გაბმის უფლება არავისთან აქვთ. რელიგიური კანონების თანახმად, განქორწინების შემთხვევაში ღალატის ფაქტი რამდენიმე მოწმემ უნდა დაადასტუროს.
მუსლიმანურ ქვეყნებში მრავალცოლიანობა დასაშვებია, მაგრამ ღალატი კვლავ სასიკვდილო ცოდვად რჩება. მუსლიმი ცოლის ღალატის დასამტკიცებლად ქმარს ღალატის ოთხი მოწმის მოძებნა მოუწევს, რადგან სასამართლო ვერ დაიჯერებს ქმრის სიტყვებს, თუნდაც ცოლის ღალატის მნახველი თავად იყოს. თუ ქალს ცილი დასწამეს, ცრუ მოწმეები უნდა გაიროზგონ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან