სექსი კოლეგასთან - რა პროფესიის ადამიანები ღალატობენ პარტნიორებს თანამშრომლებთან?
23:00 შაბ. 14 აგვისტო, 2021 წელი
კვლევის თანახმად, რომელშიც 5668 ქალი მონაწილეობდა, ქალების უმეტესობა (65%) პარტნიორს ღალატობს, თანაც ეს ხდება სამუშაო ადგილას, მაგალითად, შესვენების ან მივლინების დროს.
სტატისტიკა ნამდვილად შემაშფოთებელია: ყველაზე პოპულარული სექსუალური ფანტაზიაა ქალებში - სექსი კოლეგასთან. ეს გამოკითხულთა 80%-მა აღიარა. პოპულარობით მეორე ადგილზეა ქმრის ან პარტნიორის მეგობარი.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ საკითხში ყველაზე „აღვირახსნილები“ ბროკერები და ბანკის თანამშრომლები არიან. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობა კლიენტებთან?
მეორე ადგილი დაიკავეს პილოტებმა, სტიუარდესებმა, გამცილებლებმა და მათ, ვისი სამსახურიც მუდმივ მოგზაურობას უკავშირდება.
ამასთანავე, ქალების 85% ეწინააღმდეგება სამსახურებრივ რომანს და ამის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ ბოსთან მათი სასიყვარულო ურთიერთობა კოლექტივზე ნეგატიურად ისახება.
თუმცა, უმეტესობა თანახმაა სამსახურში მცირე თავგადასავალზე. მათივე თქმით, დირექტორის მაგიდაზე ცხელი სექსის შემდეგ სამუშაო პროცესი გაცილებით სასიამოვნოა.
წარმოგიდგენთ პოტენციური ღალატის თვალსაზრისით ყველაზე საშიშ პროფესიებს:
- საბანკო სფერო (ბროკერი, ანალიტიკოსი);
- სამოგზაურო სფერო (პილოტი, სტიუარდესა, გამცილებელი);
- ჯანდაცვის სფერო (ექიმი, ექთანი);
- ბიზნესის სფერო (ხელმძღვანელი, მენეჯერი, მდივანი);
- პროფესიონალური სპორტი;
- ხელოვნება (მუსიკოსი, მოდელი, ფოტოგრაფი, დიზაინერი და ა.შ.);
- ღამის ცხოვრება და მომსახურების სფერო (დიჯეი, ოფიციანტი, ადმინისტრატორი);
- ჟურნალისტიკისა და PR-ის სფერო;
- იურიდიულიც, სხვათა შორის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან