იცით თუ არა

რატომ არის რქები ღალატის სიმბოლო?

fun time

12:00 ხუთ. 3 ივნისი, 2021 წელი

რქები, როგორც ღალატის
სიმბოლო

14
დაკოპირებულია

ამის შესახებ რამდენიმე, ძალიან საინტერესო ვერსია არსებობს...

1. პირველი ვერსიით, მოღალატე ცოლების ქმრებს „რქიანები“ ბიზანტიის იმპერატორმა ანდრონიკ კომნინმა შეარქვა.

იმპერატორი იმ ქალების ქმრებს, რომლებთანაც სასიყვარულო კავშირი ჰქონდა, საკუთარ ნაკრძალში ნადირობის უფლებას აძლევდა. „იღბლიანი“ ქმრების სახლის კარზე ცხოველის რქებს ჰკიდებდნენ, რითაც მიანიშნებდნენ, რომ ის იმპერატორის განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა.

2. გერმანიის იმპერატორის 1427 წლის ბრძანებით, ჯარში მომსახურეს ცოლი სახლში უნდა დაეტოვებინა. ბრძანების დარღვევისთვის სასჯელიც იყო გათვალისწინებული და ის რაღაც პერიოდით რქების ტარებას ითვალისწინებდა.

3. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, თებეს მეფის კადმეს შვილიშვილმა აქტეონმა ნადირობის დროს მობანავე არტემიდა დაინახა. განრისხებულმა ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია და ძაღლებს დააგლეჯინა.

4. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მამაკაცის რქიანად მოხსენიება ძველი გერმანელების სამხედრო აღჭურვილობიდან მომდინარეობს. ცოლი ომში მიმავალ ქმარს თავზე რქებით დამშვენებულ სამხედრო ჩაფხუტს ახურავდა. გერმანელი ქალების ენაზე ქმრისთვის რქების დადგმა მის ომში გაშვებასა და თავისუფლებას ნიშნავდა.

5. როცა ორი უზარმაზარი ხარირემი თავისი მძლავრი რქებით ფურირმისთვის იბრძვის, ფურირემი მოშორებით დგას და ორთაბრძოლას შორიდან ადევნებს თვალს. ხშირად ამ დროს მას მომცრო ტანისა და პატარა რქების მქონე ხარირემი მიეპარება და ეშმაკობით იღებს იმას, რისი მოპოვებაც ძალით არ შეუძლია.

ზემოჩამოთვლილი ვერსიებიდან რომელი შეესაბამება სინამდვილეს, არავინ იცის, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მამაკაცის რქოსნად მოხსენიება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აპლოდისმენტი — როგორ გაჩნდა ტაშის დ...

აპლოდისმენტები

რას უკავშირდება ხეზე სამჯერ დაკაკუნ...

რას უკავშირდება ხეზე
სამჯერ დაკაკუნების
ტრადიცია?

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital