7 პასუხი კითხვაზე: რატომ ღალატობენ?
23:00 ორშ. 24 მაისი, 2021 წელი
ფსიქოლოგები და მეცნიერები ღალატის მიზეზებს ასე განმარტავენ...
ემოციური სიახლოვის ნაკლებობა
თუკი შეყვარებულ წყვილს შორის გულწრფელი საუბრები ძალიან იშვიათია, ეს ერთ-ერთ მხარეს ღალატისკენ უბიძგებს. საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი, რომ კაცის ძირითადი მოტივი სექსია, მაგრამ ქორწინების კონსულტანტი ჰარი ნიუმანი საკუთარ წიგნში „სიმართლე ღალატის შესახებ“ წერს, რომ მისი მამაკაცი კლიენტების 47% ცოლებს მხოლოდ იმ მიზეზით ღალატობდა, რომ მათ შორის ემოციური სიახლოვე არ არსებობდა.
გამოცდილებისა და გარშემომყოფების გავლენა
თუკი ადამიანს წარსული ურთიერთობიდან გამოცდილება აქვს მიღებული, დიდი ალბათობით, ის შემდგომ პარტნიორთან იმავე შეცდომას არ დაუშვებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ღალატი დიდწილად გარშემომყოფ წრეზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ ანონიმურ გამოკითხვაში, რომელშიც კაცების 75% მონაწილეობდა და რომლებიც ღალატის ინიციატორები იყვნენ, აღნიშნეს, რომ მათი მეგობრებიც ღალატობდნენ მეორე ნახევრებს.
მოსაწყენი ინტიმური ცხოვრება
თუკი ინტიმურ ურთიერთობაში ახალი შთაბეჭდილებები არ არსებობს - ეს ღალატის კიდევ ერთი მიზეზია. კაცების 70% და ქალების 49% სწორედ ამ მიზეზით ღალატობს მეორე ნახევარს. გამოკითხვაში მონაწილეების უმეტესობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათ ურთიერთობაში ყოფითი სკანდალებიც არ არსებობს.
ასაკობრივი კრიზისი
ამ დროს ადამიანი უძლურია ცდუნების წინაშე და ცდილობს, აკრძალული ხილი დააგემოვნოს. კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ხშირად ეს 29, 39, 49 წლის ასაკში ხდება, ახალი ათეულის დაწყებამდე.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მეოჯახე და შეყვარებული ცოლ-ქმარი ამ ასაკში აუცილებლად უღალატებს ერთმანეთს. ასაკი - ეს მხოლოდ ის ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა, ყველა სხვა გარემოება „გადაწონოს“, რომლებიც ადამიანს ღალატისკენ უბიძგებს.
სოციალური ქსელები
წყვილებში, თუ ერთ-ერთი დიდ დროს უთმობს სოციალურ ქსელებს, ღალატის რისკი მატულობს. როდესაც ადამიანი სოციალურ ქსელზე ძალიან არის დამოკიდებული, მისთვის დილას ადრე გაღვიძება და ღამით დროულად დაძინება, რათა მეორე ნახევარმა საწოლში თავი მარტო არ იგრძნოს, დროთა განმავლობაში წარმოუდგენელი ხდება, რაც ღალატისთვის „შესანიშნავ“ ფონს ქმნის.
ოქსიტოცინის ნაკლებობა
წყვილში სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ოქსიტოცინი, რომელსაც ჩახუტების ჰორმონსაც უწოდებენ, რადგან მისი დონე სწორედ ჩახუტების, შეხებისა და კოცნის დროს მატულობს. მეცნიერების თქმით, ამ ჰორმონის სიმცირემ დიდი შანსია, ღალატისკენ გიბიძგოთ.
უბრალოდ, სხვაგვარად არ შემიძლია
არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება იმ ადრენალინის გარეშე, რომელსაც ღალატის შემდგომ გრძნობენ. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, გამოცდილებას და სხვა ფაქტორებს, ისინი მაინც ღალატობენ და თავს იმით იმართლებენ, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ.
ასეთი ღალატის რეალური მიზეზი ქვეცნობიერში იმალება, ამ ადამიანებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, მონოგამიურები იყვნენ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან