სილამაზე/ჯანმრთელობა

6 ყველაზე სასარგებლო ოთახის მცენარე თქვენი სახლისთვის

fun time

16:14 ორშ. 13 აპრილი

Chlorophytum

14
დაკოპირებულია

სამეცნიერო კვლევების თანახმად, ოთახის მცენარეებს ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მაგალითად, NASA-ს ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ მცენარეებს  ჰაერიდან ისეთი ტოქსინების შთანთქმა შეუძლიათ, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ბენზოლი და სხვა ქიმიკატები, რომლებიც ავეჯში, საღებავებში და საყოფაცხოვრებო ქიმიაში გვხვდება.

მცენარეებთან ურთიერთობა (მოვლა, მორწყვა, დაკვირვება) ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს. კვლევები აჩვენებს, რომ მცენარეების გარემოში ყოფნა სტრესს და შფოთვის სიმპტომებს ამცირებს და განწყობას ამაღლებს.

ოფისებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მცენარეების არსებობა ყურადღებას აუმჯობესებს, შრომის ნაყოფიერებას ზრდის და დაღლილობას ამცირებს.

წარმოგიდგენთ ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო 6 მცენარეს, რომელიც მარტივი მოსავლელია და ჰაერს შესანიშნავად წმენდს.

სანსევიერია (Sansevieria „დედამთილის ენა“)

ეს ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც ჟანგბადს გამოყოფს და მავნე ნივთიერებებს შთანთქავს. ის ანადგურებს ისეთ ტოქსინებს, როგორიცაა ტრიქლორეთილენი, ფორმალდეჰიდი, ტოლუოლი, ბენზოლი და ქსილოლი და იდეალურია საძინებლისთვის. ჰაერის სრულყოფილად გასაწმენდად სასურველია ოთახში რამდენიმე სანსევიერია იყოლიოთ.

სურო (Hedera)

არსებობენ მცენარეები, რომლებიც ჟანგბადს გამოყოფენ და არსებობს სურო, რომელიც მავნე ნივთიერებებს "ისრუტავს". სურო ნახშირორჟანგს და ფორმალდეჰიდს აქტიურად ებრძვის, ამიტომ ახალ ავეჯთან ერთად, სუროც უნდა შეიძინოთ, რომ მან ავეჯიდან გამოყოფილი ქიმიური ნივთიერებებისგან დაგიცვათ. სურო განსაკუთრებით სასარგებლოა ალერგიულებისთვის - ის 90%-ით ამცირებს ჰაერში ობის ნაწილაკებს, რაც ასთმიანებს ღამით მშვიდად დაძინებაში ეხმარება.

სუროს უყვარს ჩრდილი, სიგრილე და ხშირი მორწყვა. თუ სუროს ფოთლებმა დახვევა დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ ოთახში ჰაერი ძალიან მშრალია.

გაფრთხილება: სურო შხამიანია, ამიტომ ბავშვებსა და შინაურ ცხოველებს მოარიდეთ.

ალოე (Aloe vera)

„სახლის მკურნალი“, რომელიც ღამით ჟანგბადს გამოყოფს და ჭრილობებს აშუშებს. ალოეს წვენი სასწაულმოქმედია - ის აძლიერებს იმუნიტეტს და გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ალოეს გელი ეფექტურია დამწვრობის, მოყინვის, ფსორიაზისა და ჰერპესის დროს. მას აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

ალოეს მზე უყვარს. ზაფხულობით ის სამ დღეში ერთხელ უნდა მორწყოთ, ზამთარში კი - ორ კვირაში ერთხელ. ეცადეთ, რომ წყალი პირდაპირ მცენარის გულში არ ჩაასხათ.

ქლოროფიტუმი (Chlorophytum)

ეს მცენრე ჰაერის ერთ-ერთი საუკეთესო გამწმენდია. გარდა იმისა, რომ ბაქტერიებს კლავს, ქლოროფიტუმი ფორმალდეჰიდს და მხუთავ გაზს, რომელიც ქაღალდის პაკეტებში, ხელსახოცებსა და სინთეტიკურ ქსოვილებში გვ ხვდება, ეფექტურად ებრძვის. თუ აქამდე მცენარეები არ გყოლიათ და მათი მოვლის გეშინიათ, ქლოროფიტუმი თქვენთვისაა — ის თითქმის თავისით იზრდება.

ფიკუსი (Ficus benjamina)

ეს მცენარე ინტერიერის მშვენებაა. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი დიდი ფოთლები ჰაერიდან აცეტონსა და სხვა მავნე ნაერთებს იწოვს და ატენიანებს.

ფიკუსს გაფანტული შუქი, ნოტიო ნიადაგი და ჰაერი უყვარს. მისი ნიადაგი ზაფხულობი, თვეში ორჯერ სასუქით უნდა გაამდიიდროთ. არ დაგავიწყდეთ მისი ფოთლებიდან მტვრის გადაწმენდა, რათა მცენარემ სუნთქვა შეძლოს.

კალანხოე (Kalánchoë)

ეს მცენარე კანის დაავადებებს კურნავს და ვენების ვარიკოზულ გაფართოებას ებრძვის. მას აქვს ანტიმიკრობული, ჰემოსტატიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების სამკურნალო და სადეზინფექციო თვისებები. კალანხოეს წვენი წყლულების, ფურუნკულებისა და კანის სხვა პრობლემების დროს გამოიყენება. სამკურნალო ეფექტისთვის ფოთლები ჯერ მაცივარში უნდა გააჩეროთ, შემდეგ კი დააქუცმაცოთ და წვენი გამოწუროთ.

ეს მცენარე ჰაერში არსებულ მავნე მიკრობებს კლავს, ამიტომ სასურბელია, რომ ყველა ოთახში განათავსოთ.

კალანხოე ალოეს მსგავსად, ძალიან გამძლეა. მას კაშკაშა სინათლე უყვარს, თუმცა ჩრდილსაც ეგუება და ხშირ მორწყვას არ საჭიროებს.

***

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების მოსავლელად

რომელია ოთახის მცენარეებიდან თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექციისგან დაგიცავთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაღვივებული ხორბალი - სასარგებლო თვ...

გაღვივებული ხორბალი

რომელი თევზია ყველაზე სასარგებლო?

რომელი თევზია ყველაზე
სასარგებლო?

ქრისტესისხლა — ჯადოსნური ბალახის გა...

ქრისტესისხლა

თაფლის სანთლის სამკურნალო თვისებები

თაფლის სანთლის
სამკურნალო თვისებები

მეცნიერებმა ვაშლის ყველაზე სასარგებ...

Golden Delicious

თეთრი, შავი და მწვანე თაფლი - რომელ...

რისთვის არის სასარგებლო
თეთრი, შავი და მწვანე
თაფლი?

კვლევა: ღამით განათება ინსულტის რის...

ღამით განათებულში ძილი

რომელი ხილი უნდა ჭამოთ გაზაფხულზე?

რომელი ხილი უნდა ჭამოთ
გაზაფხულზე?

CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო...

ბროკოლი - ყველაზე
სასარგებლო ბოსტნეული