თემატური ჰოროსკოპი

რომელია ოთახის მცენარეებიდან თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

fun time

12:00 კვი. 17 სექტემბერი, 2023 წელი

რომელი მცენარეა თქვენი
ზოდიაქოს თილისმა

14
დაკოპირებულია

როცა თილისმაზეა საუბარი, ყველა რატომღაც ქვებზე იწყებს ფიქრს, მაგრამ დაცვა მცენარესაც შეუძლია - ზოგი მათგანი ადამიანის გვერდით ყვავის და სურნელს აფრქვევს, ზოგიც ხმება. გაიგეთ, რომელია თქვენი მფარველი მცენარე.

ვერძი - კალანხოე

ვერძის ცოცხალი თილისმაა კალანხოე, იგივე „სიცოცხლის ხე“. ამ მცენარეს იდუმალი თვისებები გააჩნია: კურნავს, აახალგაზრდავებს და ამხნევებს. ის დინამიკურ ვერძებს ადინჯებს, აძლევს სიბრძნესა და სიმხნევეს.

კურო - სენპოლია

კუროები სილამაზესა და ესთეტიკას აფასებენ, ამიტომაც ბევრი მათგანის ჰობია ყვავილების მოვლა. კუროსთვის მცენარე-თილისმაა სენპოლია, იგივე ქოთნის ია. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მიაწერენ ამ მცენარეს უწმინდური ძალისგან დაცვისა და ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნების ძალას.

ტყუპი - ასპარაგუსი

ტყუპების თილისმაა ასპარაგუსი. ის თავის პატრონს დაამშვიდებს და დადებითი ენერგიით აავსებს, ეს კი ძალიან სჭირდებათ აქტიურ და მოუსვენარ ტყუპებს, რომლებსაც განწყობის ცვალებადობაც ახასიათებთ.

კირჩხიბი - ფულის ხე

კირჩხიბებს თილისმის გარეშეც ყველაფერი კარგად მისდით, რადგან კირჩხიბებისთვის ოჯახი და მისი ფინანსური კეთილდღეობა ყოველთვის პირველ ადგილზეა, ამ მიზნის მიღწევაში ფულის ხე ხელს შეუწყობს.

ლომი - ჩინური ვარდი

ლომები წარმატებასთან ყოველთვის ახლოს არიან. ჰგონიათ, რომ იღბალი კუდით ჰყავთ დაჭერილი, მაგრამ რაღაც ხელს უშლით. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში მათი დახმარება ჩინური ვარდს ანუ ჰიბისკუსს შეუძლია. სასურველია, თუ მას სამუშაო კაბინეტში დადგამთ.

ქალწული - დრაცენა

დრაცენა ქალწულის ნეგატიურ ენერგეტიკას იწოვს - ყველა შიშს, ნაღველსა და გაუბედაობას. ის წარუმატებლობებს დაგავიწყებთ და ახალი მიღწევებისკენ მიმავალ გზაზე დაგაყენებთ.

სასწორი - ოთახის ფუქსია

სასწორს ყველაფერი ლამაზი მოსწონს. მათ იშვიათი და მშვენიერი ოთახის მცენარეები შეეფერებათ, რომლებიც ხშირად და უხვად ყვავილობენ. ასეთია ოთახის ფუქსია, რომელსაც სასწორისთვის სახლში ჰარმონია მოაქვს.

მორიელი - კაქტუსი

ასტროლოგები მორიელს კაქტუსს ურჩევენ, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი მცენარე. ის ზედმეტ ნეგატივს მოგიხსნით და ოჯახურ ურთიერთობებს მოგიწესრიგებთ.

მშვილდოსანი - ლიმონის ხე

სახლში ლიმონის ხის გაზრდა არ არის ადვილი საქმე, მაგრამ მშვილდოსანი არასდროს ეძებს მარტივ გზებს და ყოველთვის აღწევს თავის მიზნებს. ლიმონი მშვილდოსნის მოტივატორი მცენარეა, რომელიც მას ახალი იდეების ძიებასა და ახალი მიზნების მიღწევაში უბიძგებს.

თხის რქა - ბონსაი

თხის რქებს ვარსკვლავები ბონსაის ურჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომისაა, ის სრულფასოვანი ხეა და ძლიერი ნებისყოფის და შრომისმოყვარე თხის რქის გარშემო მძლავრ ენერგეტიკულ ველს შექმნის.

მერწყული - მარანტა, „მლოცველი მცენარე“

სახლში სტაბილურობისთვის მერწყულს ვარსკვლავები მარანტას ურჩევენ. ეს ლამაზი მცენარე ანეიტრალებს აგრესიულობას და ოჯახში ჰარმონია შეაქვს.

თევზები - გვიმრა

გვიმრა აძლიერებს თევზებში საკუთარი ძალის რწმენას. იცავს სახლსა და ოჯახს ქაოსისგან და ავსებს სივრცეს დადებითი სასიცოცხლო ენერგიით. თევზებს ხომ მხოლოდ დამშვიდებულ გულზე შეუძლიათ მშვენიერის შექმნა.

ესეც დაგაინტერესებთ:

ჩრდილის ამტანი მცენარეები - თუ თქვენს ფანჯრებში მზის შუქი არ შემოდის

რა სჭირდება მცენარეს სიცოცხლისთვის - 10 ოქროს წესი!





სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი