საკნატუნო ამბები

სამკურნალო კალანხოე - ქირურგი სკალპელის გარეშე

fun time

12:00 შაბ. 9 აპრილი, 2022 წელი

კალანხოე daigremontiana

14
დაკოპირებულია

კალანხოე საკმაოდ გავრცელებული დეკორატიული მცენარეა, რომელსაც უამრავი სამკურნალო თვისება აქვს და ამის გამო, ხალხში „ოთახის ექიმი“ და „სიცოცხლის ხე“ შეარქვეს. დღეს ამ საოცარი მკურნალის მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.

კალანხოე (ლათ. Kalanchoe) მსუქანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სუკულენტი მცენარეა, რომელიც, დაახლოებით, 200-მდე სახეობას მოიცავს. მათი უმეტესობა დეკორატიული კალანხოეა.

სამკურნალო კალანხოე

სამკურნალო კალანხოეს კო ორ სახეობას უწოდებენ Kalanchoe daigremontiana-ს და Kalanchoe pinnata-ს. მათი ახალგაზრდა ღეროებიდან მიღებული წვენი შეიცავს ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს (ანუ ტანიდებს), ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, C და P ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, მიკრო და მაკროელემენტებს (ალუმინს, რკინას, კალცს, მარგანეცს და ა.შ.) და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, შეხორცების პროცესის დამაჩქარებელი თვისებებით.

კალანხოეს მოვლა

განათება: კალანხოესთვის პრაქტიკულად ოთახის ყველა ის კუთხე გამოდგება, სადაც ოდნავ მაინც ხვდება მზის სინათლე, რადგან მცენარე ერთნაირად კარგად იზრდება როგორც ნათელ ადგილას, ისე ნახევარჩრდილშიც. მზის პირდაპირი სხივებიც კი ვერაფერს ვნებს. მზის გულზე დიდხანს ყოფნით, შესაძლოა, მხოლოდ ფოთლები გაუწითლდეს. სუკულენტი მცენარეების მსგავსად, კალანხოეც კარგად იტანს დღისა და ღამის ტემპერატურის მონაცვლეობას. აქედან გამომდინარე, ზაფხულობით თავს ყველაზე კარგად გრძნობს აივანზე. თუ მისი აივანზე გატანის შესაძლებლობა არ გაქვთ, მცენარეს ოთახი რეგულარულად გაუნიავეთ;

მორწყვა: როგორც სეკულანტი მცენარე, კალანხოე დიდი ხნის მოურწყველობას იტანს. მთავარია, ნადგამი წლით, ზომიერად მორწყათ - ისე რომ წყალი ფესვებში არ ჩაგროვდეს და სადგამზე დაგროვილი წყალი აუცილებლად გადაუღვაროთ. ზამთარში თვეში 2-ჯერ მორწყვა საკმარისია;

გადარგვა: ფრთხილად გადარგეთ, რადგან ადვილად მტვრევადი ღერო და ფოთლები აქვს და შესაძლოა, შემთხვევით დაუზიანოთ. რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ კალანხოესთვის განკუთვნილ მიწას ცოტაოდენ ქვიშასა და გადამწვარ ნაკელს გადაურევთ.

განოყიერება: კალანხოეს განოყიერება იშვიათად (1-1,5 თვეში ერთხელ) სჭირდება. ამისთვის საუკეთესო დრო გაზაფხულია. ნებისმიერი კომპლექსური სასუქი გამოგადგებათ, რომელიც სეკულანტებისთვის არის განკუთვნილი. ზამთარში განოყიერება არ შეიძლება.

ასევე, დაგაინტერესებთ:

ჩრდილის ამტანი მცენარეები

ბეგონია ყვავილი - რა უნდა ვიცოდეთ მისი მოვლის შესახებ?

რა სჭირდება მცენარეს სიცოცხლისთვის - 10 ოქროს წესი



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია