საკნატუნო ამბები

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნობა, რომელიც ნაწლავის მიკროფლორასა და ტვინს აკავშირებს

fun time

18:13 კვი. 10 აგვისტო

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

14
დაკოპირებულია

მკვლევრებმა აღმოაჩინეს „ნეირობიოლოგიური გრძნობა“, ახლად იდენტიფიცირებული სისტემა, რომელიც ტვინს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში უპასუხოს ჩვენს ნაწლავებში მცხოვრები მიკრობებიდან მიღებულ სიგნალებს.

დიუკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ნეირობიოლოგების, დიეგო ბოჰორკესის და მ. მაია კაელბერერის, ხელმძღვანელობით ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში, ფოკუსირებულია ნეიროპოდებზე, მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსში არსებულ პატარა სენსორულ უჯრედებზე.

კვლევის შედეგების თანახმად, ორგანიზმში სპეციალური ნეირონული გზა არსებობს, რომელიც ბაქტერიების გარკვეულ ცილებს ამოიცნობს და ინფორმაციას მყისიერად ტვინს გადასცემს.

ამ პროცესში მთავარი როლი TLR5 რეცეპტორს ეკუთვნის, რომელიც მოხეტიალე ნერვის ნეირონებზე მდებარეობს. მას ფლაგელინის მიმართ (ზოგი ბაქტერიის შოლტების შემადგენლობაში შემავალი ცილა) განსაკუთრებული მგრძნობელობა გააჩნია. ასეთი ნეირონებიდან მომავალი სიგნალები, ჰორმონული და იმუნურ სისტემების გვერდის ავლით (რაც მყისიერ სენსორულ რეაქციას უზრუნველყოფს), ტვინამდე წამებში აღწევს.

ექსპერიმენტები როგორც მღრღნელებზე, ისე უჯრედებზე ჩატარდა. მეცნიერებმა TLR5 რეცეპტორიანი ნეირონების სტიმულაციისა და მათი რეაქციის დაკვირვება შეძლეს. ფლაგელინთან კონტაქტის შემდეგ აღინიშნებოდა თითქმის მყისიერი გამღიზიანებელი იმპულსის გადაცემა, რამაც ნაწლავის მიკრობიოტასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის სწრაფი კავშირის არხის არსებობა დაადასტურა.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილმა პროცესმა შეიძლება რადიკალურად შეცვალოს ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და თერაპიის მეთოდები, როგორიცაა დეპრესიული მდგომარეობები, ნაწლავის ანთებითი პროცესები, კვების დარღვევები, აუტიზმის გამოვლინებები და ა.შ.

დაბოლოს, ნაწლავის მიკროფლორასა და ტვინს შორის აღმოჩენილი პირდაპირი ურთიერთქმედება მიუთითებს, რომ დროა, ადამიანში არსებული გრძნობების რაოდენობა გადაიხედოს.

წყარო: medschool.duke.edu


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდე...

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა

ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნი...

ფეიკი ელჩი

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება...

იაპონიაში ტალახით
სახლების აშენება დაიწყეს

აღმოაჩინეთ თქვენი ფარული მხარე - ფს...

ფარული მხარე - ტესტი

ოქროს კბილების მოდა ბრუნდება?

ოქროს კბილების მოდა
ბრუნდება?

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში