საკნატუნო ამბები

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რომელია უფრო სანდო უსაფრთხოების კუთხით?

fun time

16:58 ოთხ. 2 ივლისი

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

14
დაკოპირებულია

თანამედროვე სმარტფონი დღეს შეუცვლელი ნივთია - ის სხვა უამრავი მოწყობილობის ფუნქციას ერთდროულად ითავსებს. ამის მიუხედავად, ბევრს მიაჩნია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრად სანდოა ღილაკიანი ტელეფონი, რომელიც ნელ-ნელა წარსულს ჰბარდება. ვნახოთ, ნამდვილად ასეა თუ არა? 

სმარტფონს ფართო შესაძლებლობები აქვს, მთავარი უპირატესობა კი მობილური აპლიკაციებია — ისინი საქმეს გვიმარტივებს, მათი მეშვეობით რამდენიმე წამში შეგვიძლია სასურველი სერვისის მიღება - პროდუქტების შეძენა, გადასახადების გადახდა, სიახლეების მიღება, გართობა და ბერი სხვა რამ, რისთვისაც მათ შექმნამდე უამრავი დრო გვეხარჯებოდა.

ღილაკიანი ტელეფონი კი გაცილებით მარტივი და ნაკლებად მოქნილი მოწყობილობაა, შეზღუდული ფუნქციებით.

როგორ აისახება მობილური ტელეფონის შესაძლებლობები მისი გამოყენების უსაფრთხოებაზე?

აპლიკაციები

ღილაკიან ტელეფონებში პროგრამების სტანდარტული ნაკრებია — ვერც შეცვლი და ვერც ახალს დაამატებ. თუ სარგებლის თვალსაზრისით ეს უდავო ნაკლია, უსაფრთხოების კუთხით, პირიქით — შეიძლება აშკარა პლუსად მივიჩნიოთ.

ღილაკიან ტელეფონზე შეუძლებელია საფრთხის შემცველი პროგრამების ან ისეთი აპების დაყენება, რომლებიც შეიძლება თაღლითებმა მფლობელზე ინფორმაციის მისაღებად გამოიყენონ. თაღლითები ვერ შეძლებენ ღილაკიან ტელეფონზე ბანკიდან მოსული SMS-შეტყობინებების ნახვას, რაც მომხმარებლის ფინანსების დაცულობას აძლიერებს. კიდევ ერთი უპირატესობა – შეუძლებელია, ღილაკიანი ტელეფონის მფლობელის ქმედებები აკონტროლო.

push-შეტყობინებები

ბანკების უმეტესობა სმარტფონებზე კოდებსა და სხვა ინფორმაციას push-შეტყობინებების სახით გზავნის და თუკი მოწყობილობაზე დამონტაჟებულია საფრთხის შემცველი პროგრამა, შეიძლება, ბოროტმოქმედებმა შეტყობინება, მაგალითად, ბანკის ანგარიშზე წვდომის საიდუმლო კოდის მიღება შეძლონ.

ღილაკიანი ტელეფონები მხოლოდ SMS-ის მიღებას ახერხებენ, რაც თავისთავად უფრო დაცული ფორმატია, ხოლო საფრთხის შემცველი აპლიკაციების არქონის გამო, მსგავსი შეტყობინებების დაცულობა გაცილებით მაღალია.

დამატებითი დაცვა

სმარტფონს თანამედროვე უსაფრთხოების მექანიზმები აქვს, რომლებიც მოწყობილობას იცავს. ესენია:

  • ტელეფონის განბლოკვა პაროლით, PIN-კოდით ან გრაფიკული გასაღებით.
  • განბლოკვა თითის ანაბეჭდით.
  • განბლოკვა სახის ამოცნობით.

შესაბამისად, მფლობელის მიერ დაბლოკილი სმარტფონის გახსნა და მფლობელის შესახებ ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია.

ამ მხრივ, ღილაკიანი ტელეფონი სრულიად დაუცველია და უცხო პირს შეუძლია, თუ ტელეფონი შემთხვევით ხელში ჩაუვარდა, წაიკითხოს მიღებული ან გაგზავნილი SMS-ები, დაათვალიეროს გალერეა და სხვა ფაილები.

მოწყობილობის პოვნა

ინტერნეტზე წვდომის წყალობით, სმარტფონის დაკარგვის შემთხვევაში მფლობელს მისი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლია. საკმარისია ისარგებლოთ სერვისით „მოწყობილობის პოვნა“ და სისტემა რუკაზე ტელეფონის მდებარეობას მიუთითებს.

ღილაკიან ტელეფონზე ამის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ის არცერთ ანგარიშზე მიბმული არ არის და ინტერნეტის მხარდაჭერაც არ აქვს.


დასკვნა

ღილაკიან ტელეფონებს და სმარტფონებს უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვადასხვა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვთ. ამის გამო ბევრი მომხმარებელი ორივეს იყენებს. მაგალითად, ყოველდღიური გამოყენებისთვის სმარტფონი უფრო მოსახერხებელია, ხოლო ბანკიდან SMS-შეტყობინებების მისაღებად ღილაკიანი ტელეფონი.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სხვა წესების დაცვაც, რაც ჩვენი მონაცემებისა და ფინანსების უსაფრთხოდ შენახვაში დაგეხმარებათ:

  • სმარტფონში აპლიკაციები მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოიწერეთ.
  • აქტიურად გამოიყენეთ სმარტფონის უსაფრთხოების მექანიზმები.
  • დააყენეთ SIM-ბარათზე PIN-კოდი. დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში ბოროტმოქმედი თქვენს SIM-ს სხვა მოწყობილობაში ვერ გამოიყენებს.

***

3 მიზეზი, რატომ არ შეიძლება დასამუხტად შეერთებული ტელეფონთან ახლოს ძილი

მობილური ტელეფონის გავლენა სხეულზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში

ნამიბიის ვარდისფერი მაცივარი - უდაბ...

ნამიბიის ვარდისფერი
მაცივარი

ხორცი, რომელიც 15 წელი ინახება – ფრ...

ფერმერი ალექსანდრე
პოლმარი

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შ...

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო