საკნატუნო ამბები

„ინდონეზიის პირველ კატას“ საპრეზიდენტო დაცვა დაუნიშნეს

fun time

14:50 შაბ. 9 აგვისტო

ინდონეზიის პრეზიდენტის
კატა

14
დაკოპირებულია

ინდონეზიის „პირველ კატად“ აღიარებულ ბობი კერტანეგარას საპრეზიდენტო დაცვა დაუნიშნეს. ბობი ინდონეზიის პრეზიდენტის, პრაბოვო სუბიანტოს ოთხფეხა მეგობარია.

12 ივლისს ბობიმ კატების მოყვარულთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიაბიჯებს პრეზიდენტის ფუმფულა მეგობარი წითელ ხალიჩაზე პოლიციის ოფიცრების თანხლებით.

ამ კადრებს საზოგადოების მხრიდან განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხარჯზე ცხოველის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება დაუშვებელია.

ამ საკითხზე კომენტარი სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯური არდიანტორომ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ბობი პრეზიდენტის პირად საკუთრებად მიიჩნევა, ამიტომ კანონით სახელმწიფო დაცვა ეკუთვნის.

ინდონეზიის პრეზიდენტის კატამ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერი უკვე მოხიბლა. მაისში ჯაკარტას ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი ოფიციალური ვიზიტით ეწვია და ბობის აჩუქა ყელსახვევი წარწერით: „ავსტრალიას უყვარს ინდონეზია“, — ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

ცნობისთვის, ბობი ქუჩის კატაა. ის პრაბოვო სუბიანტომ (ინდონეზიის პრეზიდენტი 2024 წლიდან), დაახლოებით, ცხრა წლის წინ შეიფარა. ბობის საკუთარი სოციალური ქსელების ანგარიშები აქვს და მრავალრიცხოვანი გამომწერებიც ჰყავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

აღმოჩენილია ადამიანის მეექვსე გრძნო...

აღმოჩენილია ადამიანის
მეექვსე გრძნობა

ინდოეთში დააკავეს არარსებული ქვეყნი...

ფეიკი ელჩი

იაპონიაში ტალახით სახლების აშენება...

იაპონიაში ტალახით
სახლების აშენება დაიწყეს

აღმოაჩინეთ თქვენი ფარული მხარე - ფს...

ფარული მხარე - ტესტი

ოქროს კბილების მოდა ბრუნდება?

ოქროს კბილების მოდა
ბრუნდება?

ღილაკიანი ტელეფონი vs სმარტფონი — რ...

ღილაკიანი ტელეფონი vs
სმარტფონი

ოკეანეს ფსკერზე მომავლის ქალაქი აშე...

მომავლის ქალაქი OCEAN SPIRAL
ოკეანეს ფსკერზე

კვლევა: თუ გსურთ გოგოს მოეწონოთ, ნუ...

კვლევა: თუ გსურთ გოგოს
მოეწონოთ, ნუ იღიმით!

ყველაზე ძვირად ღირებული ქსოვილი მსო...

ყველაზე ძვირად ღირებული
ქსოვილი მსოფლიოში