თემატური ჰოროსკოპი

მუდმივად უკმაყოფილოები - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლისთვისაც მერკური ყოველდღე რეტროგრადულ მოძრაობაშია

fun time

17:06 ორშ. 1 სექტემბერი

მუდმივად უკმაყოფილოები -
ზოდიაქოს 4 ნიშანი

14
დაკოპირებულია

ზოდიაქოს ეს ნიშნები მუდმივად ცხოვრებით უკმაყოფილოები არიან. მათი წონასწორობიდან გამოყვანა ყველაზე უმნიშვნელო რამეს — თუნდაც გამვლელის ირონიულ მზერას შეუძლია. ასეთია მათი „ტანჯული ცხოვრების სტილი“.

ზოდიაქოს ეს ნიშნები თითქოს იმისთვის დაიბადნენ, რომ ნებისმიერი წვრილმანი დრამად აქციონ, ხოლო უმცირესი წარუმატებლობა — ტრაგედიად, მაგრამ სწორედ ამაშია მათი უნიკალურობა. მათ შეუძლიათ გრძნობებით ცხოვრება. მათი ტკივილი ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ სიხარულიც ასევე. ამ დრამების მოყვარული გმირების გარეშე ჩვენი სამყარო ჩუმი, ერთფეროვანი და გაცილებით მოსაწყენი იქნებოდა.

ვერძი

ზოგს ვერძი უგრძნობი და უემოციო ადამიანი ჰგონია, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. სინამდვილეში, ზოდიაქოს ეს ნიშანი საკუთარ თავისა და ნებისმიერი ცხოვრებისეული მოვლენის მიმართ ძალიან მკაცრია. ვერძს უყვარს ფერების გამუქება და ნებისმიერ შეცდომას როგორც იმედების ნგრევას აღიქვამს.

საბედნიეროდ, მათ ძალების სწრაფი მობილიზება შეუძლიათ და გარეგნულად ვერავინ შეატყობთ, რომ გულნატკენები არიან.

ვერძებს თავში გამუდმებით ცუდი მოგონებები და საკუთარ მარცხზე ფიქრი უტრიალებთ, რაც მათში ბრაზსა და სასოწარკვეთას იწვევს. თუმცა ეს ხელს არ უშლით, გარშემო მყოფებს თავგზა აუბნიონ და ძლიერი ადამიანის იერი შეინარჩუნონ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ ცუდის დანახვის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. ისინი მთლიანად ნეგატიურ შეგრძნებებსა და ემოციებზე არიან კონცენტრირებულნი. დღეს კირჩხიბი შეიძლება სამყაროს მეფე იყოს, ხვალ კი — დეპრესიის მორევში მოტივტივე უმწეო ადამიანი.

მათ წყობიდან გამოყვანა უბრალო წვრილმანს შეუძლია —მანქანის დაზიანებას, საგზაო საცობს, ვიღაცის დაუფიქრებელ სიტყვას ან გეგმებიდან უმნიშვნელო გადახვევასაც კი.

კირჩხიბს „ცარიელ ადგილზე“ ნერვიულობა შესანიშნავად შეუძლია. ის დარწმუნებულია, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა განწყობილი და ამას ემოციურად გამოხატავს.

ქალწული

სახლში რემონტი, ახალი სამსახური ან მოგზაურობა — ქალწულებს შეუძლიათ, კარგი პერსპექტივაც კი ტრაგიკულ ისტორიად აქციონ და დადებით მოვლენაშიც კი უარყოფითი ასპექტები დაინახონ. ზოგჯერ ისეთი განცდა რჩება, რომ ყველა ქალწულს პესიმისტთა კურსები აქვს გავლილი და მხოლოდ იმას ხედავს, რაც დარდს და ტანჯვას იწვევს.

ქალწული გამუდმებით წარსულის მოგონებებით იტანჯება და უზარმაზარი შიშით შეჰყურებს მომავალს. ასეთ რიტმში ცხოვრება რთული და დამღლელია, მაგრამ არა ქალწულებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს რეალისტებს უწოდებენ. სინამდვილეში მათ ყოველი გაუთვალისწინებელი სიურპრიზი აღიზიანებთ და საშინლად ბრაზდებიან თუ თანამოსაუბრემ არასწორად იმოქმედა.

თევზები

თევზებისთვის ცხოვრების აზრი ტანჯვითა და სამყაროს არასრულყოფილებით ტკბობაა. ისინი მუდმივად წრეზე მოძრაობენ — „მოხიბვლიდან“ „სევდამდე“. თევზები მართლაც მუდმივი რეტროგრადული მერკურის მდგომარეობაში არიან.

სხვათა შორის, ამ ნიშანს პროფესიონალურად ტანჯვა შეუძლია, რადგან დიდი ხანია საკუთარი წუწუნიდან ხელშესახები სარგებლის მიღება ისწავლა. ისინი ძირითადად, თვითგვემით არიან დაკავებულნი, თანაც არა მარტოობაში, არამედ იმ აუდიტორიის თვალწინ, რომელსაც დახმარება შეუძლია. ეს ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა თევზები არა მხოლოდ იტანჯებიან, არამედ აქედან თითქმის ყოველთვის რაღაც სარგებელს იღებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები

რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე გ...

რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 1,...

ნუმეროლოგია 1

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 3,...

ნუმეროლოგია 3

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 4,...

4 რიცხვი - ნუმეროლოგია