თემატური ჰოროსკოპი

ახალი წლის ღამეს დაბადებული ბავშვების განსაკუთრებული მისია

fun time

14:23 ხუთ. 1 იანვარი

ახალი წლის ღამეს დაბადება

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ ძველი და ახალი წლების მიჯნაზე დაბადებულ ადამიანებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ. ერთად გავარკვიოთ, რა არის ეს მისია და როგორ მოქმედებს ახალი წლის ღამეს დაბადება ადამიანის ბედსა და ხასიათზე?

 

ასტროფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ახალი წლის ღამეს მთელი სამყარო ჩერდება. ამ წუთებში ადამიანები წარსულს ემშვიდობებიან, სურვილების სიას და გეგმებს ადგენენ.

განსაკუთრებული წუთებია, როდესაც მილიონობით ადამიანის ყურადღება მომავლისკენაა მიმართული. ამ დროს დაბადებული ბავშვი ცხოვრებაში განახლების ზოგად ფონზე შეაბიჯებს.

ფსიქოლოგების თვალსაზრისით:

  • ასეთ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა ადრეული ასაკიდან უვითარდებათ. ისინი საიმედოები არიან და დინებას იშვიათად მიჰყვებიან.
  • მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაწყებული საქმის დასრულება და ქაოსში წესრიგის შექმნა. ისინი ინტუიციურად გრძნობენ ცვლილების დროს, როდესაც ძველი მთავრდება და ახალი იწყება.

ასტროლოგების თვალსაზრისით:

  • 1-ელ იანვარს თხის რქის ნიშნით იბადებიან - ეს დედამიწის ნიშანია, რომელსაც სატურნი მართავს.
  • თხის რქები მეოცნებეები ან მარტივი გზების მაძიებლები არ არიან. მათი ძალა ეტაპობრივად მუშაობის უნარში მდგომარეობს. მათ იციან, როგორ შექმნან სისტემები და პასუხისმგებლობა აიღონ.
  • ისინი ახალგაზრდობაშიც კი შინაგან სტაბილურობას ავლენენ - თითქოს უკვე იციან, რომ მნიშვნელოვანის აშენებას დრო სჭირდება.
  • ხშირად ხელმძღვანელები და ორგანიზატორები ხდებიან. მათი მისია შენებაა და არა - ნგრევა.
  • წარსულსა და მომავალს ერთდროულად გრძნობენ და განიცდიან.
  • ისინი მშვიდები არიან და თავიანთ ასაკზე უფროსებად გამოიყურებიან. ხშირად გრძნობენ უხილავ მხარდაჭერას - თითქოს ყველაზე რთულ წუთებში მათზე ვიღაც ძლიერი და უხილავი ზრუნავს.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ მათ გვერდით ადამიანები თავს უფრო მშვიდად გრძნობენ. ისინი მუდმივად გახსენებენ, რომ თუ ღირსეულად, მოთმინებითა და რწმენით იმოქმედებთ, ყველაფრის თავიდან დაწყება შესაძლებელია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც საიდუმლ...

ჭორიკანა ზოდიაქოს
ნიშნები

მუდმივად უკმაყოფილოები - ზოდიაქოს 4...

მუდმივად უკმაყოფილოები -
ზოდიაქოს 4 ნიშანი

რას აკეთებს ზოდიაქოს თითოეული ნიშან...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

რომელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის...

რომელია თქვენი ზოდიაქოს
ნიშნისთვის მნიშვნელოვანი
ასაკი

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 2,...

2, 11, 20 და 29 რიცხვში
დაბადებულებისთვის

როგორ მოქმედებს დაბადების საათი ადა...

დაბადების საათი და
ადამიანის ბედი

შვიდწლიანი ციკლები, რომლებსაც ადამი...

7-წლიანი ციკლები

რატომ ახდენს რიცხვი „7“ ადამიანზე გ...

რატომ ახდენს რიცხვი „7“
ადამიანზე განსაკუთრებულ
გავლენას?

2025 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი 1,...

ნუმეროლოგია 1